აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ლიბანის პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს ისრაელსა და ლიბანს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებების საკითხზე ესაუბრა.
მედიის ინფორმაციით, რუბიომ ჯოზეფ აუნსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს აცნობა, რომ აშშ მხარეებს სთავაზობს, პირველ ეტაპზე დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ შეწყვიტოს ისრაელზე ყველა თავდასხმა, ხოლო სანაცვლოდ, ისრაელი ირანის მიმართულებით იერიშებისგან თავს შეიკავებს.
მედიასთან საუბრისას ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ აუნი ცდილობს ამ წინადადების მხარდაჭერას, თუმცა ლიბანის პარლამენტის თავმჯდომარემ, ნაბიჰ ბერიმ აღნიშნა, რომ, პირველ რიგში, სროლა ისრაელმა უნდა შეწყვიტოს.

