ორშაბათი, მარტი 2, 2026

„მაკაბიდან“ – კალათბურთის ეროვნულ ასოციაციამდე

მსოფლიოს საუკეთესო  კალათბურთის ლიგაში – ჩრდილოამერიკის კალათბურთის ეროვნული ასოციაციას რიგებში ისრაელის წარმომადგენელმა დენი ავდიამ თამაში დაიწყო.

თელ-ავივის „მაკაბის“ წამყვანი მოთამაშე პირველი რაუნდის დრაფტში – 2020 წელს აირჩიეს. ის ახლა „ვაშინგთონ უიზარდის“ გუნდში ითამაშებს.

დრაფტის შემდგომ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე დენი ავდიამ თქვა: „ვამაყობ, რომ ისრაელს წარმოვადგენ და იმედს გამოვთქვამ წარმატებული ვიქნები ეროვნული ასოციაციის თამაშებზე“.

ნიჭიერმა ახალგაზრდამ ყურადღება თავიდანვე მიიქცია. ის ისრაელის იუნიორთა ნაკრების ლიდერი გახლდათ. გუნდმა ზედიზედ ორჯერ, ევროპის ჩემპიონატზე (2018 და 2019 წ.წ.) ოქროს მედლები მოიპოვა, ხოლო დენი ორივე წელს ევროპის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

2017 წელს დენი ავდიამ თელ-ავივის „მაკაბთან“ ექვსწლიანი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. ის გუნდში ყველაზე ახალგაზრდა ფორვარდია, მხოლოდ 17 წლისაა. მისი სიმაღლე 206 სმ, წონა კი 95 კგ.

დენი კიბუც ბეით-ზერაში დაიბადა, მისი მშობლებიც სპორტით იყვნენ დაკავებულნი. მამა, ზუფერ ავდია ბელგრადის კალათბურთის გუნდის „ცვრენი ზვეზდას“ კაპიტანი იყო. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი იუგოსლავიის ნაკრების წევრი გახლდათ. დიდი ხნის განმავლობაში ისრაელის „ჰა-პოელში“ და სხვა გუნდებში ასპარეზობდა. ისრაელის მოქალაქეობის მიღების შემდეგ მსუბუქ ათლეთიკაში ისრაელის ჩემპიონზე, კალათბურთელ შარონ არციზე დაქორწინდა. სწორედ დედა გაჰყვა დენის აშშ-ში თამაშებზე მხარდასაჭერად.

დენი ავდიამ აშშ-ის დედაქალაქის გუნდის პირველ მატჩებში კარგი თამაში აჩვენა. „ვაშინქთონ უიზარდის“ მწვრთნელმა სკოტ ბრუკსმა „მინესოტაზე“ გამარჯვების შემდეგ აღნიშნა: „დენიმ თავის კარიერაში სერიოზული ნაბიჯი გადადგა და საუკეთესო თამაში აჩვენა“.

გაეროში ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გილათ ერდანმა საკუთარ ტვიტერში დაწერა: „დღეიდან შენც ჩვენი წარმომადგენელი ხარ, ჩვენ ყველა „ვაშინგთონ უიზარდის“ ფანატები ვართ.

ყოველ წელს ეროვნულ ასოციაციაში მოთამაშე ევროპელი კალათბურთელების რიცხვი იზრდება. ეს ამერიკელი გულშემატკივრებისათვის უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა. 2019 წლის დრაფტით „ინდიანა პეისერსის“ გუნდის წარმომადგენლებმა ქართველი ცენტრი ბითაძე არჩიეს, რომელიც სერბიის ჩემპიონატში ბრწყინვალედ ასპარეზობდა.

დენი ავდია მესამე სპორტსმენია, რომელიც ეროვნულ ასოციაციაში გალა მეკელის („დალასი“) და ომრი კასპის („საკრამენტო“) შემდეგ მიიწვიეს.

2020 წლის დრაფტის კიდევ ერთი სიურპიზი – ლეგენდარულმა „ბოსტონ სელტიკსმა“ 47 ნომრად ისრაელიდან, თელ-ავივის „ჰაპოელიადან“ იამა მადარა აირჩიეს. ის ამ სეზონს თელ-ავივის გუნდში გაატარებს.

სერგი პოდრაჟანსი, იერუსალიმი

ფოტო: ბეჭდვითი მედიის სამთავრობო ბიურო, სპორტის სამინისტრო

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჟან-ნოელ ბარო – საფრანგეთი მზადაა, სპარსეთის ყურის ქვეყნები და იორდანია ირანისგან დაიცვას

საფრანგეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, სპარსეთის ყურის ქვეყნები და იორდანია ირანისგან დაიცვას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.„მოკავშირე ქვეყნებს, რომლებიც „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რაკეტებისა და დრონების მიზანმიმართული სამიზნე გახდნენ და ჩაითრიეს ომში, რომელიც მათ არ აურჩევიათ - საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებული საამიროებს, კატარს, ერაყს, ბაჰრეინს, ქუვეითს, ომანსა და იორდანიას - საფრანგეთი სრულ მხარდაჭერას და სრულ სოლიდარობას უცხადებს. ის მზადაა, მონაწილეობა მიიღოს მათ თავდაცვაში“, - აღნიშნა ჟან-ნოელ ბარომ.ამასთან, მისი თქმით, ირანზე ისრაელისა და აშშ-ის „ცალმხრივი“ თავდასხმები ისეთ ორგანოებში უნდა განეხილათ, რომლებიც იცავენ საერთაშორისო სამართალს, მაგალითად, როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

ირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, კიდევ ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა

ირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, კიდევ ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.ინფორმაციას ამერიკის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. მათივე ცნობით, სამხედრო მოსამსახურე ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ საწყის ეტაპზე დაშავდა და მიღებული დაზიანებების შედეგად, მოგვიანებით გარდაიცვალა.შეგახსენებთ, ირანის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის ფარგლებში, ოთხი ამერიკელი სამხედროა დაღუპული. სამი დაღუპულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ის, რაც ირანში ხდება, კარგი სიგნალია პუტინისთვის, ნახოს, როგორ სრულდება დიქტატურა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ირანში განვითარებულმა მოვლენებმა რუსეთის, როგორც მოკავშირის, არაფრისმაქნისობა აჩვენა და ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაანახა, თუ როგორ მთავრდება დიქტატურა.„ვფიქრობ, პუტინმა უკვე აჩვენა, თუ როგორი მოკავშირეა ის სირიაში, მაშინ როცა, პრინციპში, მათ ვერ მოახერხეს ასადის რეჟიმის დახმარებას. ჩემი აზრით, (რუსებმა) ახლაც აჩვენეს თავიანთი სისუსტე. ანუ, როგორც მოკავშირეები, ისინი არაფრის მაქნისები არიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.მისი თქმით, რუსეთმა მთელი თავისი სამხედრო ძალების უკრაინაში თავმოყრა მოახდინა.„ის, რაც ირანში ხდება, ვფიქრობ, კარგი სიგნალია პუტინისთვის, რომ ნახოს, როგორ სრულდება დიქტატურა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ისრაელის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ „ჰეზბოლას“ დაზვერვის ხელმძღვანელი მოკლეს

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა „ჰეზბოლას“ დაზვერვის ხელმძღვანელი ჰუსეინ მაქლედი მოკლეს.გავრცელებული ცნობით, ჰუსეინ მაქლედი ბეირუთში მოკლეს, სადაც შტაბბინა იყო მოწყობილი.ამასთან, დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ირანის დაზვერვის მაღალი თანამდებობის პირები მოკლეს.

ნიკოლ ფაშინიანმა ირანის პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა – „ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ალი ხამენეის პირადი როლი სომხეთ-ირანის ურთიერთობების განვითარებაში“

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.სომხეთის პრემიერი წერილში აღნიშნავს, რომ სომხეთს ყოველთვის ახსოვს ისლამური რევოლუციის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის პირადი როლი სომხეთ-ირანის ურთიერთობების განვითარებაში.„ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით ირანის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი სამძიმარი ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასა და მოქალაქეებს შორის დაღუპულთა გამო. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ისლამური რევოლუციის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის პირადი როლი სომხეთ-ირანის ურთიერთობების განვითარებაში. ამ რთულ დროს ჩვენ ვიმედოვნებთ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის სწრაფ დამყარებას. ამ შესაძლებლობით სარგებლობისას გისურვებთ მოთმინებას, ხოლო ირანის მეგობარ და მეზობელ ხალხებს – მშვიდობასა და გამძლეობას“, – აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

ბოლო სიახლეები