ხუთშაბათი, სექტემბერი 3, 2026

„მაკაბიდან“ – კალათბურთის ეროვნულ ასოციაციამდე

მსოფლიოს საუკეთესო  კალათბურთის ლიგაში – ჩრდილოამერიკის კალათბურთის ეროვნული ასოციაციას რიგებში ისრაელის წარმომადგენელმა დენი ავდიამ თამაში დაიწყო.

თელ-ავივის „მაკაბის“ წამყვანი მოთამაშე პირველი რაუნდის დრაფტში – 2020 წელს აირჩიეს. ის ახლა „ვაშინგთონ უიზარდის“ გუნდში ითამაშებს.

დრაფტის შემდგომ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე დენი ავდიამ თქვა: „ვამაყობ, რომ ისრაელს წარმოვადგენ და იმედს გამოვთქვამ წარმატებული ვიქნები ეროვნული ასოციაციის თამაშებზე“.

ნიჭიერმა ახალგაზრდამ ყურადღება თავიდანვე მიიქცია. ის ისრაელის იუნიორთა ნაკრების ლიდერი გახლდათ. გუნდმა ზედიზედ ორჯერ, ევროპის ჩემპიონატზე (2018 და 2019 წ.წ.) ოქროს მედლები მოიპოვა, ხოლო დენი ორივე წელს ევროპის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

2017 წელს დენი ავდიამ თელ-ავივის „მაკაბთან“ ექვსწლიანი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. ის გუნდში ყველაზე ახალგაზრდა ფორვარდია, მხოლოდ 17 წლისაა. მისი სიმაღლე 206 სმ, წონა კი 95 კგ.

დენი კიბუც ბეით-ზერაში დაიბადა, მისი მშობლებიც სპორტით იყვნენ დაკავებულნი. მამა, ზუფერ ავდია ბელგრადის კალათბურთის გუნდის „ცვრენი ზვეზდას“ კაპიტანი იყო. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი იუგოსლავიის ნაკრების წევრი გახლდათ. დიდი ხნის განმავლობაში ისრაელის „ჰა-პოელში“ და სხვა გუნდებში ასპარეზობდა. ისრაელის მოქალაქეობის მიღების შემდეგ მსუბუქ ათლეთიკაში ისრაელის ჩემპიონზე, კალათბურთელ შარონ არციზე დაქორწინდა. სწორედ დედა გაჰყვა დენის აშშ-ში თამაშებზე მხარდასაჭერად.

დენი ავდიამ აშშ-ის დედაქალაქის გუნდის პირველ მატჩებში კარგი თამაში აჩვენა. „ვაშინქთონ უიზარდის“ მწვრთნელმა სკოტ ბრუკსმა „მინესოტაზე“ გამარჯვების შემდეგ აღნიშნა: „დენიმ თავის კარიერაში სერიოზული ნაბიჯი გადადგა და საუკეთესო თამაში აჩვენა“.

გაეროში ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გილათ ერდანმა საკუთარ ტვიტერში დაწერა: „დღეიდან შენც ჩვენი წარმომადგენელი ხარ, ჩვენ ყველა „ვაშინგთონ უიზარდის“ ფანატები ვართ.

ყოველ წელს ეროვნულ ასოციაციაში მოთამაშე ევროპელი კალათბურთელების რიცხვი იზრდება. ეს ამერიკელი გულშემატკივრებისათვის უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა. 2019 წლის დრაფტით „ინდიანა პეისერსის“ გუნდის წარმომადგენლებმა ქართველი ცენტრი ბითაძე არჩიეს, რომელიც სერბიის ჩემპიონატში ბრწყინვალედ ასპარეზობდა.

დენი ავდია მესამე სპორტსმენია, რომელიც ეროვნულ ასოციაციაში გალა მეკელის („დალასი“) და ომრი კასპის („საკრამენტო“) შემდეგ მიიწვიეს.

2020 წლის დრაფტის კიდევ ერთი სიურპიზი – ლეგენდარულმა „ბოსტონ სელტიკსმა“ 47 ნომრად ისრაელიდან, თელ-ავივის „ჰაპოელიადან“ იამა მადარა აირჩიეს. ის ამ სეზონს თელ-ავივის გუნდში გაატარებს.

სერგი პოდრაჟანსი, იერუსალიმი

ფოტო: ბეჭდვითი მედიის სამთავრობო ბიურო, სპორტის სამინისტრო

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ სააკაშვილი – აფხაზეთის ტერიტორიაზე 45 ათასი ეთნიკურად აფხაზი შესახლებულია წართმეულ სახლებში, ჯერ ამ სახლებიდან არიან გასაყრელი და ქართულ სახელმწიფოს თუ აღიარებენ, პრობლემა არ...

აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე ეთნიკურ აფხაზთა რაოდენობა არის მაქსიმუმ 50 ათასი. 45 ათასი ეთნიკურად აფხაზი შესახლებულია ძირითადად წართმეულ სახლებში, ყაჩაღები ჯერ ამ სახლებიდან არიან გასაყრელი და თუ დაუბრუნდებიან თავის ძველ სახლებს, მაშინ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.„დაურ ბუავა განსაკუთრებით კეთილშობილი აფხაზი ახალგაზრდა იყო და ასეთებს უნდა მოვეფეროთ და გავუფრთხილდეთ და მისი სიკვდილი ტრაგედიაა. თუმცა, დაური პატარა უმცირესობას წარმოადგენს აფხაზთა შორის.აბა, თვითონ დაუფიქრდით ფაქტს. აფხაზეთის ტერიტორიაზე ეთნიკურ აფხაზთა რაოდენობა არის მაქსიმუმ 50 ათასი. ამათგან 45 ათასი შესახლებულია ძირითადად ქართველებისგან და ასევე ბერძნებისგან, ესტონელებისგან, ებრაელებისგან წართმეულ სახლებში. ისინი არიან დანაშაულის მონაწილე და თქვენ მოელით, რომ ყაჩაღს, რომელმაც სახლი წაგვართვა, თქვენ უნდა უყვარდეთ?ყაჩაღები ჯერ ამ სახლებიდან გასაყრელია და თუ დაუბრუნდებიან თავის ძველ სახლებს, უმეტესად გუდაუთაში და აღიარებენ ქართულ სახელმწიფოს, მაშინ, რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ“, – წერს სააკაშვილი.

„პოლიტიკო“ – აშშ-ის ზარაფხანამ დონალდ ტრამპის გამოსახულებიანი 1-დოლარიანი მონეტები მიმოქცევაში გაუშვა, მონეტები 25 ან 100-ცალიან შეფუთვებად იყიდება

აშშ-ის ზარაფხანამ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის გამოსახულებიანი 1-დოლარიანი მონეტები უკვე მიმოქცევაშია და მათი შეძენაც შესაძლებელია.გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა 1866 წლის შემდეგ, როდესაც აშშ-ის ვალუტაზე ცოცხალი ადამიანის გამოსახულება აღბეჭდეს.მედიის ცნობით, მონეტები იყიდება 25 ან 100-ცალიან შეფუთვებად, რომელთა ფასი 61 დოლარიდან იწყება. მონეტის ერთ მხარეს ტრამპის პორტრეტია გამოსახული, ასევე დატანილია წარწერები – LIBERTY („თავისუფლება“), IN GOD WE TRUST („ღმერთის გვწამს“) და თარიღები – „1776 ~ 2026“. მონეტის მეორე მხარეს გამოსახულია პრეზიდენტის ბეჭედი და  დატანილია წარწერა „250“, ქვეყნის დამოუკიდებლობის 250  წლისთავის აღსანიშნავად.„პოლიტიკო“ წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცდილობდა, ტრამპის პორტრეტი აშშ-ის ვალუტაზე განეთავსებინა, მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისა, რომლის მიხედვითაც ვალუტაზე ცოცხალი ადამიანის გამოსახვა დაუშვებელი იყო.1866 წელს კონგრესმა აკრძალა ნებისმიერი ცოცხალი ადამიანის პორტრეტის განთავსება ვალუტის კუპიურებზე, ობლიგაციებსა და ფასიან ქაღალდებზე. 2020 წელს ტრამპმა ხელი მოაწერა ორპარტიულ კანონპროექტს, რომელმაც სახაზინო დეპარტამენტს 2026 წელს აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისთავის აღმნიშვნელი დიზაინის მქონე 1-დოლარიანი მონეტების გამოშვების უფლებამოსილება მისცა. ტრამპმა ასევე წამოაყენა 250-დოლარიანი კუპიურის გამოშვების წინადადება, რომელზეც მისი პორტრეტი იქნება გამოსახული.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის – ჯარიმა 200 ლარი და მინუს 20 ქულაა

შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონეს შეამოწმებენ.ხმაურის შემოწმება მოხდება უწყების მიერ შეძენილი, საერთაშორისო – ISO 5130:2019 სტანდარტთან შესაბამისობაში არსებული ხმაურის დონის საზომი პორტატული მოწყობილობის კომპლექტით.შსს-ს ცნობით, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის რეგულირებული.დადგენილების თანახმად, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში – 23:00 საათიდან 08:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბალს.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირებას, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა – 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების 20 ქულით შემცირებას, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევა – 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების 30 ქულით შემცირებას.

კაია კალასი – ევროკავშირის ქვეყნები მხარს უჭერენ რუსი მებრძოლებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას და რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების პირობების გამკაცრებას

კაია კალასი – ევროკავშირის ქვეყნები მხარს უჭერენ რუსი მებრძოლებისთვიდ ვიზების გაცემის აკრძალვას და რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების პირობების გამკაცრებასევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ირლანდიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც უკრაინაში ომში მონაწილეობდნენ, ვიზების გაცემის აკრძალვისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის პირობების გამკაცრების წინადადებას ევროკავშირში „ფართო მხარდაჭერა“ აქვს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები.აღსანიშნავია, რომ მანამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარტინ გიზემ ასევე განაცხადა, რომ „რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში დასასვენებლად გაცემული ვიზების რაოდენობა მეტისმეტად დიდია“. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყებოდა.გერმანია პარტნიორებთან იმუშავებს, რათა „გაცემული ვიზების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდეს“, – აღნიშნა გიზემ.მისივე თქმით, ვიზები მხოლოდ იმ რუსებისთვის უნდა გაიცეს, რომლებიც საფრთხეს არ წარმოადგენენ. როგორ განისაზღვრება ეს, მას არ დაუკონკრეტებია.„არ მსურს ვინმეს მივცე შესაძლებლობა, კონტროლის ამ ზომებს გვერდი აუაროს“, – განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.ცნობისთვის პირველ სექტემბერს, გერმანიის მთავრობამ რუსეთი საჯაროდ დაადანაშაულა ლაიფციგის აეროპორტში 4 აგვისტოს დრონების გამოყენებით დივერსიის მომზადებაში. მოსკოვი ბრალდებას უარყოფს. ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი ბერლინის პოზიციას შეუერთდნენ.

სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებაზე“ – ეს არის “აურზაური სალხინეთში“ , შიდა უნდობლობის ბოლო ფურცელი, რეჟიმი პარანოიული გახდა

ეს არის “აურზაური სალხინეთში“ ყველა ერთმანეთს რაღაცას აბრალებს, როგორც ჩანს, არავინ არაფერზე არ არის პასუხისმგებელი იმიტომ, რომ ყოფილი პრემიერი, როცა პრემიერი იყო, რა ხდებოდა, იმაზე ჩატარდა გამოძიება? - ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილებთან დაკავშირებით განაცხადა.ზურაბიშვილის თქმით, მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესები არის შიდა უნდობლობისა და დაპირისპირების ბოლო ფურცელი.„ახლა რაღაცას ამბობს , ბოლომდე ამბობს, თუ ეს ჩვეულებრივია, რაც ქართულ პოლიტიკაში მოსულა, რომ „გამაჩერეთ, თორემ ყველაფერს ვიტყვი“... და მერე ბოლოს არასდროს ამბობენ ყველაფერს და ვრჩებით რაღაც დაუმთავრებელ ისტორიაში, რომელიც მოითხოვს ახსნას, განმარტებას და არაფერი ხდება.ეს არის ბოლო ფურცელი ამათი შიდა უნდობლობის, შიდა დაპირისპირების, აღარ იციან რა სიტყვებით შეამკონ ერთმანეთი. ხან ნაცვლიშვილი გამოდის უზრდელური სიტყვებით, ხან ვინ და ხან - ვინ. ერთმანეთს ლანძღავენ, ერთმანეთს ყველაფერს აბრალებენ და თქვენ გინდათ, რომ აგიხსნათ და ვთქვა, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ... - არ არსებობს "იმიტომ, რომ". ეს არის ძალაუფლების დაშლის ერთ-ერთი მომენტი, რომელსაც არც წინაპირობა გააჩნია, არც ახსნა-განმარტება.პარანოიული რეჟიმი გახდა. ყველა ყველას ემდურის, არავის ნდობა არ გააჩნია, იცის, რომ დღეს თუ ხვალ რაღაც შეიძლება შეემთხვეს. შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს, დააბრალონ კორუფცია, შეიძლება, თვითონაც დაიბრალოს კორუფცია. კორუფციის თემები ძირითად ხელისუფლებიდან მოდის და ნაკლებად ოპოზიციიდან. ასეთი რეჟიმი არის დასასრულის ბოლო ეპიზოდში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ბოლო სიახლეები