პარასკევი, მარტი 14, 2025

ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები ციხეში გაუსაძლის პირობებზე ყვებიან


,,ტელეიმედის” ინფორმაციით ლიბიაში დაკავებული, საქართველოს სამი მოქალაქე 153-ე დღეა ლიბიის ციხეში გაუსაძლის პირობებში არიან. მათ ინტერესებს უკვე ორი თვეა არავინ იცავს. მეზღვაურები ამბობენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებული ადვოკატი თავის მოვალეობას არ ასრულებს.

დაკავებულთა ოჯახები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ და დახმარებას ითხოვენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყება აქტიურად არის ჩართული ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების საქმეში. საკონსულო მუდმივ კავშირზეა, როგორც დაკავებულებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან.

ლიბიაში სამი ქართველი მეზღვაური სექტემბერში დააკავეს მათ პატიმრობა შეუფარდეს. ქართველ მეზღვაურებს საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და კონტრაბანდას ედავებიან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვოლოდიმირ ზელენსკი – მოვისმინეთ პუტინის ძალიან პროგნოზირებადი, მანიპულაციური სიტყვები, ის ფაქტობრივად უარს ამზადებს, პუტინს ეშინია, პირდაპირ უთხრას ტრამპს, რომ სურს ომის გაგრძელება

პუტინი ფაქტობრივად უარს ამზადებს, – ასე გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინის განცხადებას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, სადაც რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთი ეთანხმება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთავაზებებს, თუმცა არსებობს ნიუანსები.„ახლა ჩვენ ყველამ მოვისმინეთ რუსეთიდან ვლადიმერ პუტინის ძალიან პროგნოზირებადი, ძალიან მანიპულაციური სიტყვები ფრონტზე დუმილის იდეასთან დაკავშირებით – ის ფაქტობრივად უარს ამზადებს. პუტინს, რა თქმა უნდა, ეშინია, პირდაპირ უთხრას პრეზიდენტ ტრამპს, რომ მას სურს ამ ომის გაგრძელება, სურს უკრაინელების მოკვლა“, – განაცხადა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინი ამას ხშირად აკეთებს, ის პირდაპირ არ ამბობს „არას“, მაგრამ აკეთებს ისე, რომ „პრაქტიკულად, უბრალოდ აჭიანურებს ყველაფერს და ნორმალურ გადაწყვეტილებებს შეუძლებელს ხდის“. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს ყველაფერი კიდევ ერთი რუსული მანიპულაციაა.ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკულმა მხარემ განაცხადა ცეცხლის შეწყვეტის კონტროლისა და შემოწმების ორგანიზების მზადყოფნის შესახებ. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამის უზრუნველყოფა რეალურად შესაძლებელია ამერიკული და ევროპული შესაძლებლობებით.„ჩვენ არ ვაყენებთ პირობებს, რომლებიც რამეს ართულებს. ამას რუსეთი აკეთებს. როგორც ყოველთვის ვამბობდით, ერთადერთი, ვინც ყველაფერს გააჭიანურებს, ერთადერთი, ვინც არაკონსტრუქციული იქნება – ეს რუსეთია. მათ სჭირდებათ ომი. პუტინმა მოიპარა მშვიდობის წლები და აგრძელებს ამ ომს ყოველდღიურად. ახლა მასზე ზეწოლაა საჭირო. საჭიროა სანქციების შემოღება, რომლებიც დაეხმარება. გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, ევროპელ პარტნიორებთან, მსოფლიოში ყველასთან, ვისაც მშვიდობა სურს, რათა ვაიძულოთ რუსეთი ომის დასრულებისკენ“, ​​​​​​​​​​​​​​​​- განაცხადა ზელენსკიმ.

23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ქარუმიძემ ვერცხლის, ბერიძემ და ჩილაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ხუთ წონით კატეგორიაში მედლები გათამაშდა. ფინალში დამარცხდა 18 წლის კობა ქარუმიძე (55 კგ) და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.ფინალურ ბლოკში რომეო ბერიძემ (63 კგ) და საბა ჩილაშვილმა (125 კგ) ბრინჯოას მედლები მოიპოვეს.დღესვე დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში ფინალისტები გამოვლინდნენ – 14 მარტს კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედლებისთვის დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ) და ანრი ხოზრევანიძე (67 კგ) იჭიდავებენ, მესამე ადგილისთვის იბრძოლებს ლუკა გაბისონია (97 კგ).აღსანიშნავია, რომ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატს ქართველი მსაჯი, ზაზა ჯიბლაძე ემსახურება.

სომხეთის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან შეხვედრებისთვის ცნობილია

სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან’ტ სხიპმა საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, სხვადასხვა მიზეზის გამო გუნდს ედუარდ სპერციანი, ჰოვჰანეს არუთინიანი, ნორბერტო ბალეკიანი, ანდრე კალიშირი, ლუკას სელარიანი და ხორენ ბაირამიანი დააკლდებიან.სომხეთის ნაკრების შემადგენლობა:მეკარეები: ოგნიენ ჩანჩარევიჩი („ნოა“), არსენ ბეგლარიანი („ვანი“), ნეჰრი ავაღიანი („არარატ-არმენია“).მცველები: ვარაზდათ აროიანი („პიუნიკი“), ჰოვჰანეს ჰამბარცუმიანი („ნოა“), სერგეი მურადიანი („ნოა“), კამო ჰოვჰანისიანი („არარატ-არმენია“), ნაირ ტიკნიზიანი („ლოკომოტივი“ მოსკოვი), სტიოპა მკრტჩიანი („ოსიეკი“), გეორგი არუთინიანი („პუშკაშ აკადემია“), ედგარ გრიგორიანი („არარატ-არმენია“).ნახევარმცველები: ვაჰან ბიჩახჩიანი („ლეგია“), არტურ სერობიანი („შერიფი“), უგოჩუკვუ ივუ („რუბინი“), ნარეკ გრიგორიანი („ფარული“), არტაკ დაშიანი („ნოა“), სოლომონ უდო („პიუნიკი“), გორ მანველიანი („ნოა“).თავდამსხმელები: არტურ მირანიანი („კლუჟი“), ედგარ სევიკიანი („ლოკომოტივი“ მოსკოვი), ჰრანტ-ლეონ რანოსი („კაიზერსლაუტერნი“), ტიგრან ბარსეგიანი („სლოვანი“), ნიკოლას კალუკიანი („ურარტუ“).საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთთან პირველ მატჩს ერევანში 20 მარტს გამართავს, ხოლო მეტოქეს თბილისში, „დინამო არენაზე“ 23 მარტს უმასპინძლებს. გამარჯვების შემთხვევაში ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. ნაკრები მატჩებისთვის მზადებას 17 მარტიდან დაიწყებს.საქართველოსა და სომხეთის ეროვნული გუნდების შეხვედრებს პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ილია მეორე ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს წერილით მიმართავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს წერილით მიმართავს.„ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს, უნეტარეს იოანე X-ს თქვენო უნეტარესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს სირიაში ბოლო დროს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო, რამაც მსოფლიო საზოგადოება აღაშფოთა. ჩვენც ვუერთდებით საერთო პროტესტს, გიცხადებთ სოლიდარობას და, ვიმედოვნებთ, ხელისუფლება მსგავს ბოროტებას აღარ დაუშვებს.ამასთან, გთხოვთ, ჩვენი თანადგომა გადასცეთ თქვენს სამწყსოს, გარდაცვლილი და დაზარალებული ბავშვების, ქალების, ცალკეული მოქალაქეების ოჯახებს და, საერთოდ, სირიელ ხალხს. აღვავლენთ ლოცვებს უდანაშაულო მსხვერპლთათვის და მშვიდობისათვის სირიასა და მთელ მსოფლიოში“, - ნათქვამია წერილში.

დონალდ ტრამპი – სერიოზული დისკუსიები მიმდინარეობს პუტინთან და სხვებთან, ჩვენ ვიცით, რა ეტაპზე ვართ უკრაინასთან და ვიღებთ კარგ სიგნალებს რუსეთიდან, იმედია, ისინი სწორად მოიქცევიან

სერიოზული დისკუსიები მიმდინარეობს პრეზიდენტ პუტინთან და სხვებთან. იმედია, მათ სურთ ამ კოშმარის დასრულება. ჩვენ ვიცით, რა ეტაპზე ვართ უკრაინასთან და ვიღებთ კარგ სიგნალებს რუსეთიდან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.ტრამპმა აღნიშნული ოვალურ კაბინეტში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრაზე განაცხადა.„სერიოზული დისკუსიები მიმდინარეობს პრეზიდენტ პუტინთან და სხვებთან. იმედია, მათ სურთ ამ კოშმარის დასრულება. ეს კოშმარია, საშინელებაა. მე ვიღებ სურათებს ბრძოლის ველიდან, რომლებიც ისეთი საშინელია, რომ ნახვაც კი არ მინდა. ეს არის ყველაზე საშინელი რამ, რაც კი ოდესმე შეგიძლიათ, ნახოთ და ეს უნდა შეჩერდეს. ახალგაზრდები არიან, რომლებსაც ჰყავთ დედები, მამები, დები, ძმები, მეგობრები და ეს უნდა შეჩერდეს. ჩვენ ვიცით, რა ეტაპზე ვართ უკრაინასთან და ვიღებთ კარგ სიგნალებს რუსეთიდან. იმედია, ისინი სწორად მოიქცევიან. ჩვენ გვინდა რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის მიწები, რომელთა შენარჩუნება და დაკარგვა შეიძლება და საბოლოო შეთანხმების ყველა სხვა ელემენტი. აქ არის ჩართული ატომური ელექტროსადგური, ვინ მიიღებს ელექტროსადგურს და ვინ მიიღებს ამასა თუ იმას. ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ უპირველესი არის ცეცხლის შეწყვეტა. ბევრი ცალკეული საკითხი განიხილეს, ჩვენ განვიხილავდით მიწებს, ვთქვით, რომ ეს არის ის, რისი მიღებაც შეგიძლიათ და ის, რასაც ვერ მიიღებთ, ისინი განიხილავენ ნატო-ს და ნატო-ში ყოფნას. ყველამ იცის, რა არის ამაზე პასუხი. ასე რომ, საბოლოო შეთანხმების ბევრი დეტალი რეალურად განიხილებოდა. ახლა ჩვენ ვნახავთ, არის თუ არა რუსეთი აქ და თუ ასე არ იქნება, ძალიან დიდი იმედგაცრუება იქნება მსოფლიოსთვის“, – განაცხადა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები