ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026

ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები ციხეში გაუსაძლის პირობებზე ყვებიან


,,ტელეიმედის” ინფორმაციით ლიბიაში დაკავებული, საქართველოს სამი მოქალაქე 153-ე დღეა ლიბიის ციხეში გაუსაძლის პირობებში არიან. მათ ინტერესებს უკვე ორი თვეა არავინ იცავს. მეზღვაურები ამბობენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებული ადვოკატი თავის მოვალეობას არ ასრულებს.

დაკავებულთა ოჯახები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ და დახმარებას ითხოვენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყება აქტიურად არის ჩართული ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების საქმეში. საკონსულო მუდმივ კავშირზეა, როგორც დაკავებულებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან.

ლიბიაში სამი ქართველი მეზღვაური სექტემბერში დააკავეს მათ პატიმრობა შეუფარდეს. ქართველ მეზღვაურებს საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და კონტრაბანდას ედავებიან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„2024 წელს ამოვედი და 2024 წელს ოქტომბერში გავიგე, რომ ტყუპებზე ვიყავი ორსულად” – მოქალაქე წაჩხურობის დღესასწაულზე

დღეს, 16 აპრილს, მარტვილში „წაჩხურობა“ აღინიშნება.წაჩხურობის დღესასწაული სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ყოველწლიურად აღინიშნება, აღდგომის მომდევნო კვირაში, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს.დღევანდელი ტაძრის ადგილას VII საუკუნის ეკლესია მდგარა, თუმცა ჩვენამდე მხოლოდ განახლებულმა, XVIII საუკუნის ტაძარმა მოაღწია. წაჩხურობას მთავარანგელოზის ეკლესიაში უშვილო წყვილები მთელი საქართველოდან მიდიან მოსალოცად და წაჩხურის მთავარანგელოზის ხატს წყალობას შესთხოვენ.მომლოცველებს პატარა აკვნები (ზოგჯერ აკვანში თოჯინაც წევს) მიაქვთ ეკლესიაში. წაჩხურობის დღესასწაულზე ტარდება სპეციალური წირვა უშვილოებისთვის, მათ ლოცვებში იხსენიებენ და წყვილები ეზიარებიან.„იმედი არასდროს დაგვიკარგავს - 2024 წელს ამოვედი და 2024 წელს ოქტომბერში გავიგე, რომ ტყუპებზე ვიყავი ორსულად,- ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.  

დონალდ ტრამპი – მაქვს უფლება, რომის პაპს არ დავეთანხმო, მნიშვნელოვანია პაპმა გაიგოს, რომ ირანმა 42 000 უიარაღო ადამიანი მოკლა

მე მაქვს უფლება, რომ არ დავეთანხმო რომის პაპს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.„ძალიან მნიშვნელოვანია, პაპმა გაიგოს, რომ ირანმა 42 000 ადამიანი მოკლა, რომლებიც სრულიად უიარაღოები იყვნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.მისივე თქმით, ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი და რომის პაპმა ეს უნდა გაიგოს.ჟურნალისტის კითხვაზე, შეხვდებოდა თუ არა რომის პაპს „ურთიერთობის გამოსასწორებლად“, ტრამპმა უპასუხა: „არ მგონია, რომ ეს აუცილებელი იყოს“.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, წუხს თუ არა იმის შესახებ, რომ რომის პაპთან დაპირისპირება მის კათოლიკე მხარდამჭერებს აღიზიანებს. ტრამპმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ ამაზე არ წუხს და მან უნდა გააკეთოს ის, რაც სწორია.„მე არაფერი მაქვს პაპის საწინააღმდეგო, მაგრამ მე შემიძლია არ დავეთანხმო პაპს. მე მაქვს უფლება, არ დავეთანხმო“, – განაცხადა ტრამპმა.როგორც ტრამპმა აღნიშნა, პირადად იცნობს რომის პაპის ძმას და ის MAGA-ს მხარდამჭერია.

„თავის ტვინს შეიძლება წამიერი „გათიშვები“ დაეწყოს – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო რჩევას ავრცელებს და საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ძილის ხანგრძლივობა ადამიანის ჯანმრთელობაზე.მისი თქმით, თუ ადამიანს დღე-ღამეში მხოლოდ 1-3 საათი სძინავს, ეს უკვე ძილის კრიტიკული დეფიციტია. ასეთ შემთხვევაში თავის ტვინს დღის განმავლობაში შეიძლება წამიერი „გათიშვები“ დაეწყოს, რაც განსაკუთრებით სახიფათოა, მაგალითად, ავტომობილის მართვის დროს.ექიმის განმარტებით, 4-6 საათიანი ძილიც არ არის საკმარისი. ამ დროს ორგანიზმში იკლებს დანაყრების ჰორმონი და იმატებს შიმშილის ჰორმონი, რის გამოც ადამიანს მუდმივად შიმშილის შეგრძნება აქვს. ასეთ პირობებში შესაძლოა გაიზარდოს დიაბეტის განვითარების რისკიც. ასევე სუსტდება იმუნური სისტემა, რის გამოც ინფექციები უფრო ადვილად შეიძლება განვითარდეს.გიორგი ღოღობერიძის თქმით, ყველაზე ოპტიმალური 7-9 საათიანი ძილია. დაახლოებით 8-საათიანი ძილის დროს ორგანიზმი, განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვთა სისტემა, სრულფასოვან აღდგენას ახერხებს. ამასთან, ძილის დაბალანსება დადებითად მოქმედებს მეხსიერებასა და ემოციურ მდგომარეობაზეც.მისივე განმარტებით, ძილის დეფიციტის დროს ადამიანი ხშირად გაღიზიანებული და ემოციურად არასტაბილურია, ხოლო ძილის ნორმალიზების შემდეგ ეს მდგომარეობაც უმჯობესდება.ექიმი აღნიშნავს, რომ ზედმეტად ხანგრძლივი, დაახლოებით 10-საათიანი ძილიც არ არის სასურველი. ასეთ დროს ორგანიზმი მოდუნებულია და ადამიანს შესაძლოა მუდმივი ძილიანობის შეგრძნება ჰქონდეს. მსგავს შემთხვევებში რეკომენდებულია ჯანმრთელობის შემოწმება, მათ შორის ვიტამინების დონისა და დიაბეტის კუთხით.

,,როცა ანგარიშები ერთს ამბობს და პოლიტიკა – სხვას”- ირანის ელჩი მიმდინარე მოვლენებს აფასებს

,,დღეს, ერთ მეგობართან საუბრისას, საინტერესო დასკვნამდე მივედით — დასკვნამდე, რომელიც შესაძლოა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ქვეყანას არ ეხებოდეს, არამედ საერთაშორისო პოლიტიკასა და ევროპულ ბიუროკრატიაში ხშირად განმეორებულ მეთოდზე მიანიშნებდეს. ის ამბობდა, რომ ევროკავშირის ოფიციალური დოკუმენტებისა და ევროპარლამენტის ანგარიშების მიხედვით, ზოგიერთმა ქვეყანამ მრავალი მოთხოვნა შეასრულა და დაახლოებისა და ინტეგრაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა; თუმცა რეალურად, ევროპული ბიუროკრატიის ქცევა ყოველთვის არ ასახავს ამავე ტექნიკურ შეფასებებს. პასუხად, ირანის მაგალითი მოვუყვანე და ვუთხარი: ეს ძალიან ჰგავს საერთაშორისო ატომური სააგენტოს ანგარიშებს, რომლებიც არაერთხელ უსვამდა ხაზს, რომ ბირთვულ პროგრამაში რაიმე სახის დარღვევა არ დაფიქსირებულა, მაგრამ პოლიტიკურ დონეზე იგივე მონაცემები სრულიად განსხვავებულ შედეგებად ითარგმნება, და უკვე 20 წელია, ევროპელი ოფიციალური პირები თავიანთ გამოსვლებში ხშირად უგულებელყოფენ ოფიციალურ დოკუმენტებს. სწორედ აქ იკვეთება ერთი მნიშვნელოვანი რეალობა: დღევანდელ მსოფლიოში „ტექნიკური ანგარიშები“ ყოველთვის არ არის გადამწყვეტი — საბოლოო გადაწყვეტილებებს უფრო მეტად „პოლიტიკური ნარატივები“ აყალიბებს. აქ საუბარია ევროპაში „რეალობასა“ და „ნათქვამს“ შორის სხვაობაზე. ამ განსხვავებას ზოგჯერ განაპირობებს არა მონაცემები და რეალობა, არამედ ძალაუფლება, ინტერესები და დრო. ეს სწორედ ის წერტილია, სადაც პოლიტიკა რეალობას სცდება და ზოგიერთი აქტორის ორმაგ სტანდარტს ავლენს''-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს

შალვა პაპუაშვილი – მნიშვნელოვანია არა დეკლარაციები, არამედ სწორი პოლიტიკა, „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკით კონფლიქტებით დახუნძლულ რეგიონშიც კი შესაძლებელია მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება

მნიშვნელოვანია არა ჩანაწერები და დეკლარაციები, არამედ სწორი პოლიტიკა. „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ეს აჩვენა, რომ სწორი პოლიტიკით ყველაზე კონფლიქტებით დახუნძლულ რეგიონშიც კი შესაძლებელია მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, საქართველოს კონსტიტუციური ამოცანები ჩამოყალიბებულია, საკითხი არ არის ნეიტრალიტეტსა და არანეიტრალიტეტს შორის.„საკითხია იმ გამოწვევაზე, რომელიც ჩვენზე დამოკიდებული არ არის. ჩვენ გარშემო რაც ხდება, არ წყდება დეკლარაციებით, კონსტიტუციაში ჩანაწერებით და ამგვარი ტერმინების შემოტანით. ამას ბრძნული პოლიტიკა უნდა, რომელიც ქვეყანას აარიდებს კონფლიქტებს და იმ სირთულეებს, რასაც მსოფლიო გადის.საქართველოს ხელისუფლება იმის მაგალითია, რომ ბოლო 14 წლის განმავლობაში საქართველოს პირველად აქვს პერიოდი, როცა ქვეყნაში ომი არ დაწყებულა და სამხედრო კონფლიქტი არ ყოფილა. ეს შემთხვევით არ ხდება. ბოლო რამდენიმე წელია, წინაპირობა იყო, რომ საქართველოში ომი დაწყებულიყო. ომი გარანტირებულად იქნებოდა, რომ ზოგიერთ უცხოელს საქართველოს ხელისუფლების კაბინეტებში დახვედროდნენ ცალ ფეხზე მდგომი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. გარანტირებულ ომს იმის გამო გადავრჩით, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები ყველაფერზე მაღლა დავაყენეთ. მნიშვნელოვანია არა ჩანაწერები და დეკლარაციები, არამედ სწორი პოლიტიკა. „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ეს აჩვენა, რომ სწორი პოლიტიკით ყველაზე კონფლიქტებით დახუნძლულ რეგიონშიც კი შესაძლებელია მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები