SOCAR-მა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი ნავთობკომპანია Italiana Petroli-ის აღმასრულებელ დირექტორად დანიშნა, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„Italiana Petroli (IP) აქციების 99.82%-ის API Holding-ისგან შეძენის დასრულების შემდეგ, SOCAR-ი ლევან დავითაშვილის IP-ის აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნის შესახებ აცხადებს“, – ნათქვამია იტალიური ნავთობკომპანიის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი, ლევან დავითაშვილი Italiana Petroli-ის ოპერაციებს იტალიაში უხელმძღვანელებს, რათა „უზრუნველყოს ბიზნესის უწყვეტობა, შეინარჩუნოს და შემდეგ გააძლიეროს მისი პოზიცია ადგილობრივ ენერგერტიკულ ბაზარზე და ზედამხედველობა გაუწიოს SOCAR ჯგუფში კომპანიის ფართო ინტეგრაციას“.
ლევან დავითაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას 2022-2025 წლებში იკავებდა, ხოლო 2025 წლიდან SOCAR-ის პრეზიდენტის მრჩეველი იყო.

