შაბათი, მაისი 30, 2026

ლევან ბეჟაშვილი – ნიკა მელიას არასდროს უყვარდა მიშა და არც მალავდა, საჯაროდაც აფიშირებდა და ამით ამაყობდა კიდეც, თუმცა უნდოდა მისი პარტიის თავმჯდომარეობაც, მისი ამომრჩეველიც და ხმებიც

ამდენი პოსტი, ამდენი კრიტიკა და ამდენი „პრინციპულობა“ ივანიშვილზე თუ გვინახავს ოდესმე? სწორედ ეს არის პრობლემა – ქვეყანაში ოლიგარქიული რეჟიმია, მაგრამ ოპოზიციის ნაწილის მთავარი პოლიტიკური ენერგია ისევ ერთმანეთთან ბრძოლაზე იხარჯება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მთავარი ბრძოლა ოლიგარქიასთანაა და არა ოპოზიციის შიგნით მუდმივ დაპირისპირებასთან.

„ნუ, ახალი რა ითქვა მისგან? არც არაფერი. არც არასდროს უყვარდა მიშა და ამას არც მალავდა. პირიქით — საჯაროდაც ადასტურებდა, აფიშირებდა და ამით ამაყობდა კიდეც. მაგრამ ამავე დროს უნდოდა მისი პარტიის თავმჯდომარეობაც, მისი ამომრჩეველიც და მისი ხმებიც. რატომ ვერ შედგა 2024-ში რეალური ერთიანობა? — პასუხიც აქ არის. მთავარი „წითელი ხაზი“ ყოველთვის მიშა და ენმ იყო. მთელი პოლიტიკური კამპანია ხშირად არა ივანიშვილის წინააღმდეგ, არამედ ენმ-ისგან დისტანცირებასა და ხმების წართმევაზე გადიოდა.

იმ მრავალმილიონიან დაფინანსებაზეც, რაც მაშინ ასე აქტიურად პიარდებოდა (ამბობენ, 40 მილიონიო, ზუსტი თანხა დღემდე უცნობია), თავიდანვე ბევრი კითხვა არსებობდა — ვის ინტერესში იყო ოპოზიციის კიდევ უფრო დაქსაქსვა და ვის აწყობდა მთავარი ოპოზიციური ძალის დასუსტება? მაგრამ არჩევნების დროს რა ხდებოდა?

„ახლები“ კარდაკარ დადიოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთან და ეუბნებოდნენ: „მაინც ერთნი ვართ“, „ჩვენც მიშას პარტია ვართ“.

ახლა კი, როცა სულ უფრო აქტიურად ისმის ალიანსიდან გასვლის და „ლელოსთან“ დაახლოების ამბები, ბევრი რამ კიდევ უფრო ნათელი ხდება. და მართლა მაინტერესებს, ამდენი პოსტი, ამდენი კრიტიკა და ამდენი „პრინციპულობა“ ივანიშვილზე თუ გვინახავს ოდესმე? სწორედ ეს არის პრობლემა – ქვეყანაში ოლიგარქიული რეჟიმია, მაგრამ ოპოზიციის ნაწილის მთავარი პოლიტიკური ენერგია ისევ ერთმანეთთან ბრძოლაზე იხარჯება. მოკლედ, ახალი არაფერია. ფოკუსი გასასწორებელია – მთავარი ბრძოლა ოლიგარქიასთანაა და არა ოპოზიციის შიგნით მუდმივ დაპირისპირებასთან“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გამოაქვეყნა წერილი, სადაც აღნიშნულია: „სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია, იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შეტრფის, მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის ორსული“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

The New York Times – დონალდ ტრამპმა ირანთან შეთანხმების საკითხზე სიტუაციურ ოთახში გამართული შეხვედრა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების გარეშე დატოვა

დონალდ ტრამპმა ირანთან შეთანხმების საკითხზე სიტუაციურ ოთახში გამართული შეხვედრა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების გარეშე დატოვა, - ინფორმაციას The New York Times-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ინფორმაციით, ირანთან დაკავშირებით თეთრი სახლის სიტუაციურ ოთახში გამართული შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლო.თეთრი სახლის ოფიციალური პირის ცნობით, ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან, თუმცა გარკვეული საკითხების განხილვა კვლავ გრძელდება.ცნობისთვის, მანამდე დონალდ ტრამპმა ის პირობები დაასახელა, რომელსაც ირანი სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად უნდა დათანხმდეს.„ირანი უნდა დათანხმდეს იმას, რომ ბირთვული იარაღი ან ბომბი არასდროს ექნება. ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას, ყოველგვარი გადასახადის გარეშე და შეუზღუდავი საზღვაო მიმოსვლისთვის, ორივე მიმართულებით. ყველა საზღვაო ნაღმი, თუ მსგავსი საერთოდ არსებობს, განადგურდება. ირანი დარჩენილი ნაღმების დეტონაციას დაასრულებს“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

საპროტესტო მარშის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების აქციაზე მივიდნენ

შაბათის მარშის მონაწილეები ლოზუნგით ,,ერთად ძალადობის და ჩაგვრის წინააღმდეგ“ - მთავრობის ადმინისტრაციასთან, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების აქციას შეუერთდნენ. მათ მსვლელობა ფილარმონიიდან მოაწყვეს. მარშის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები. მოგვიანებით, ისინი პარლამენტთან გადაინაცვლებენ, სადაც მოქალაქეები ერთ წელზე მეტია აქციას მართავენ.

რუსთავი-გაჩიანის გზაზე მანქანა დაიწვა

რუსთავი-გაჩიანის გზაზე მანქანა დაიწვა.მაგისტრალზე მოძრავ ტრაილერს ცეცხლი წაეკიდა. მძღოლმა მოასწრო ავტომობილის დატოვება და ის უვნებლად გადარჩა. სატვირთო ავტომობილი მთლიანად დაიწვა.ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე მანქანა.შემთხვევის ამსახველ კადრებს „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

ნიკა გვარამია – არაფერს გავაკეთებ ვინმეს გულის მოსაფხანად, ჩემი მხრიდან გადაწყვეტილებებიც იქნება და პასუხებიც, მაგრამ სწრაფად ეს ვერ გამომივა, წივილ -კივილით მოგებული ბრძოლების არ...

არაფერს გავაკეთებ ვინმეს გულის მოსაფხანად, გამორიცხულია. არც მორალურ თუ საინფორმაციო შტურმს არ დავემორჩილები, ტყუილად არ იწვალოს არავინ ფუჭად. რაციონალური ვიქნები, როგორც პასუხისმგებლობიანი მებრძოლი პატრიოტები არიან სამშობლოს დიდი გასაჭირის დროს, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.როგორც ნიკა გვარამია წერს, მისი მხრიდან გადაწყვეტილებებიც იქნება და პასუხებიც, თუმცა სწრაფად ეს ყველაფერი ვერ გამოუვა.„სალაპარაკო მე რომ მაქვს, შესაძლოა, არც არავის ჰქონდეს ამდენი. არც სხვაზე ნაკლები სიმართლე მაქვს და არც სხვაზე ნაკლებად გამომდის სათქმელისთვის თავის მოყრა. მაგრამ თუ რამე არ მაინტერესებს ახლა და თუ რამე მიმაჩნია, მინიმუმ, არასერიოზულობად და მძიმე შეცდომად, ნაბანი წყლისთვის ბავშვის გადაყოლებაა. და თუ რამე არ მაქვს და ფუჭად ვერ დავხარჯავ, ეს დროა! დრო, რომელიც ძალიან ცოტა გვაქვს არა ჩვენ, არამედ ჩვენს სამშობლოს.ალიანსის შექმნის რთული მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების; ურთულესი შიდა დისკუსიების; უმძიმესი გარემოს ნელნელა კონსტრუქციული თანამშრომლობის და ნორმალური ადამიანური ურთიერთობების გარემოდ გადაქცევის; სრულიად ურესურსოდ 2-თვიანი ყოველდღიური მძიმე შრომის; წარმატებული საერთაშორისო შეხვედრების და ალიანსის მიმართ ჩვენი უცხოელი მეგობრების მიერ გამოხატული დიდი კეთილგანწყობის და ნდობის; და, განსაკუთრებით, 26 მაისს მიღწეული წარმატების და ქართველი ხალხის მიერ ალიანსისთვის გამოხატული ნდობისა და მხარდაჭერის შემდეგ ნამდვილად არ მეგონა, თუ კიდევ სივრცე დარჩებოდა იმისთვის, რაც დღეს ხდება. და ხდება უკიდურესად არასასიამოვნო და ძალიან არარაციონალური, დამაზიანებელი ამბავი.ცხადია, ჩემი მხრიდან გადაწყვეტილებებიც იქნება (რადგან სხვა სივრცე უბრალოდ არ დარჩა) და პასუხებიც. ბუნებრივია, პირად დამოკიდებულებებს ვერ გამოვრიცხავ, თუმცა მხოლოდ ამით ვერ ვიხელმძღვანელებ – მე მყავს გუნდი, მყავს კოალიციური პარტნიორები (ზოგიერთი მათგანი ციხეშია) და, ასევე, მაქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. ამიტომ სწრაფად ეს ყველაფერი ვერ გამომივა და არც ვაპირებ სიჩქარეში ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას.იმთავითვე ვიტყვი, რომ ვინმეს გულის მოსაფხანად არაფერს არ გავაკეთებ, გამორიცხულია. არც მორალურ თუ საინფორმაციო შტურმს არ დავემორჩილები, ტყუილად არ იწვალოს არავინ ფუჭად. რაციონალური ვიქნები, როგორც პასუხისმგებლობიანი მებრძოლი პატრიოტები არიან სამშობლოს დიდი გასაჭირის დროს. წივილ-კივილით მოგებული ბრძოლების მე არ მჯერა, ასეთი ზღაპრებიც კი არ წამიკითხავს ბავშვობაში, თორემ არც ეგ შემიძლია სხვაზე ნაკლებად“, – წერს ნიკა გვარამია.ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გამოაქვეყნა წერილი, სადაც აღნიშნულია: „სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია, იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შეტრფის, მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის ორსული“.

იაგო ხვიჩია – ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის ნახევრად კონფლიქტური სიტუაციები ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საქმე ბოლომდე არავის მიჰყავს, შიდა კინკლაობებია, რომელიც ბევრჯერ გვინახავს

ჩემი აზრით, ამ წერილის სამეტყველო სტილი არ შეესაბამებოდა ნიკა მელიას სტილს. „სააკაშვილი საკუთარი ეგოთი არის ორსული“ – არ არის ზოგადად ნიკა მელიას სამეტყველო სტილი, ის ბერვად უფრო მკაფიოდ და ნათლად, ხალხურად გამოხატავს აზრებს. ჩემი აზრით, ეს მეტაფორული, პოეტური სტილი უფრო ნიკა გვარამიას გავლით არის შექმნილი. ერთადერთი არ ვარ, ვინც ასე ფიქრობს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.მისი თქმით, ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის ნახევრად კონფლიქტური სიტუაციები ყოველთვის არსებობდა.„მე ის მიკვირს, რომ ბოლომდე არავის არ მიჰყავს ეს საქმე. მიხეილ სააკაშვილი თითქოს მხილებას დაიწყებს და რაღაც მომენტში გაჩერდება, ნიკა მელიამ ამჯერად იმდენად მკაფიოდ გამოხატა პოზიცია და იმდენად ნათელია მისი უარყოფითი დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ, დღემდე მიკვირს, როგორ არის „ალიანსი“ კვლავ ერთიანი. ასეთი ტიპის განცხადებები „ალიანს“ უნდა შლიდეს და რომ არ იშლება, მგონია, „ნაცმოძრაობის“ შიდა კინკლაობებია, რომელიც ბევრჯერ გვინახავს. მოვუწოდებდი მხარეებს, ერთმანეთთან უფრო მკაფიო და უფრო გულწრფელი იყვნენ. „ალიანსი“ თუ დასაშლელია და ნამდვილად დასაშლელია, სჯობს დროზე დაიშალოს, ვიდრე გაგრძელდეს კონფლიქტურ სიტუაციაში გრძელვადიანად“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.მისი თქმით, ნიკა მელიას წერილში ნიკა გვარამიას გავლენას გრძნობს, წერილის სტილი გვარამიასეულია.„წინა არჩევნებიდან მოყოლებული გვარამია მიშას ებრძოდა, ცუდია, რომ ამ გაგებით მელიაც აიყოლია. ვფიქრობ, ამაზე პასუხი „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებისგან ამავე პოსტის კომენტარებში მიიღეს. დარწმუნებული ვარ, ბატონი გვარამია თავის ყოფილ ბელადს, რომლის ლილიპუტადაც მიიჩნევდა თავს არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ცოტა უფრო მოკრძალებულად მოექცევა. ამ პოსტს ნიკა მელიას პოსტად ნაკლებად განვიხილავ, უფრო გვარამიასეული მგონია. „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებაზე მიშასთან აპელირება, მაშინ როდესაც 40 მილიონის წარმომავლობა წინასაარჩევნოდ ახსნილი არ არის, სულ მცირე, უცნაურად გამოიყურება. ნიკა მელია იქნება ეს, თუ ნიკა გვარამია, „ალიანსის“ ანუ „ახლების“ მხარესაც მოვუწოდებდი, უფრო მეტი თქვან იმ კომპრომატებთან დაკავშირებით, რომელიც გააჩნიათ სააკაშვილისა და „ქართული ოცნების“ ურთიერთობიდან გამომდინარე. ყველას გვესმის, რომ მიხეილ სააკაშვილი დიდი ხანია, პატიმარია და ყველაფერს აკეთებდა ციხიდან გამოსულიყო, ლამის 60 კილოგრამი გახდა, „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის მზაობა რომ გამოეხატა, არ გამიკვირდება, ამიტომ უფრო მეტ ინფორმაციას ველოდები ამასთან დაკავშირებით, ვიდრე მოღალატეების ძახილი. წითლიძე დიდი ხანია, გვარამიაზე წერს განსხვავებით სხვებისგან. ის ყოველთვის ურყევი იყო მიშას სიყვარულში და გვარამიას კრიტიკაში. მგონია, წითლიძისთვის ძალიან გასაგებია ის ამბავი, რომ იმ ფულის წარმომავლობა, რომელიც წინასაარჩევნოდ „ნაცების“ დასაშლელად დაიხარჯა, არ ყოფილა დასაბუთებული. ამ გაგებით მგონია, წითლიძე ყველაზე თანმიმდევრულია „ნაცმოძრაობაში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.მისი თქმით, ყველას ესმის, რომ „ნაცები“ და ზოგადად „ალიანსი“, მიშას გარეშე ნულია, ამას თავადაც აღიარებენ ყოველთვის.„რაც შეეხება კონფლიქტებს და უთანხმოებებს, ჩერგო და გვარამია „ალიანსის“ ლიდერად რომ იქნება, როგორ შეიძლება, იქ ჰარმონია და სულიერი სიმშვიდე სუფევდეს. თქვენ ეს წარმოგიდგენიათ? მე, არა. „ალიანსს“ მეტი შანსი აქვს რომ დაიშალოს. დაშლის შესაძლებლობა დაუსრულებელია, მაშინ როცა ლიდერად ჩერგოს და გვარამიას დუეტი გყავს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ბოლო სიახლეები