ოთხშაბათი, თებერვალი 5, 2025

კახა კალაძე – ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მინუსი იყო, რომ შესაბამისად ვერ მიგვქონდა ინფორმაცია მოსახლეობამდე

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი მინუსი მოსახლეობასთან არასაკმარისი კომუნიკაცია იყო. ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა. კვლევაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საჯარო უწყებებში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში დასაქმებულთა და ხელფასების ოდენობა გაიზარდა.

თბილისის მერი კონკრეტულად ანგარიშის და მასში ასახული მონაცემების შეფასებისგან თავს იკავებს, რადგან მისი თქმით, დასკვნა არ უნახავს და არ აქვს ინფორმაცია, რაზე დაყრდნობით არის მომზადებული.

„მე არ მინახავს დასკვნა, არც ის ვიცი, რაზე დაყრდნობით აქვთ გაკეთებული, რა ციფრებია მოცემული, ასე რომ, გამიჭირდება შეფასების გაკეთება.

ზოგადად, მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენი გუნდის, მთავრობის ერთ-ერთი მინუსი ასევე იყო ის, რომ ჩვენ შესაბამისად ვერ მიგვქონდა ინფორმაცია მოსახლეობამდე. არ იყო ისეთი კომუნიკაცია, რომ მიგვეწოდებინა გაკეთებულ პროექტებთან დაკავშირებით, განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია, ამის პრობლემა იდგა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2012-დან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში დასაქმებულთა ანაზღაურებამ 55 მილიონ 400 ათას ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც 49 მილიონ 75 ათას ლარზე მეტი 2013-2017 წლებში დაიხარჯა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“ქართული ოცნების” დამფუძნებელმა გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ჩვენება სასამართლოს დახურულ სხდომაზე მისცა – ბიძინა ივანიშვილს დაზარალებულის სტატუსი აქვს

"ქართული ოცნების" დამფუძნებელმა გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ჩვენება სასამართლოს დახურულ სხდომაზე მისცა. საუბარია საქმეზე, რომლის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილს დაზარალებულის სტატუსი აქვს. სხდომის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა - არგუმენტად კომერციული საიდუმლოების დაცვა დასახელდა. ამ პოზიციას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ბიძინა ივანიშვილმა კითხვებს დისტანციურად უპასუხა. გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს, ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ ნახევარი მილიონი დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი ბიტკოინები მიითვისა. კრიპტოვალუტის ღირებულება, გამოძიების ცნობით, მითვისების დროს, 43 მილიონ დოლარამდე იყო.

„მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კუნძული დატოვა… რაც უფრო აგვიანებს მთავარი მიწისძვრა, მით უფრო ძლიერი შეიძლება იყოს ის“ – ბოლო ცნობები საბერძნეთიდან

სანტორინზე მიმდინარე მოვლენები მთელი საბერძნეთის ყურადღების ეპიცენტრშია. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კუნძული დატოვა და ათენისკენ გაემართა, რადგან შიშის გამო სახლებში დარჩენა არ შეუძლიათ. ექსპერტები ყველანაირ სცენარს ღიას ტოვებენ და ეფთიმიოს ლეკასის განცხადებით, რაც უფრო ჭიანურდება ძირითადი მიწისძვრის მოხდენა, მით უფრო იზრდება შანსი, რომ ის უფრო ძლიერი იყოს. ყველაზე უარესი სცენარი, ალბათ, არის, რომ მოხდეს 6 ბალიანი მიწისძვრა, მაგრამ არც გარანტიები არსებობს, რომ ნამდვილად ასეთი ძლიერი იქნება. „სანტორინის მკვიდრები არ უნდა იყვნენ პანიკაში, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, რადგან მიზეზი, რომ გავიქცეთ, არ გვაქვს. უბრალოდ, ემოციურად რთულია, როდესაც ბიძგები გაუჩერებლად გვაქვს და გასაგებია ხალხის აღელვება. ჩვენ მუდმივ მონიტორინგს ვაწარმოებთ და ვადგენთ სეისმურ ხარვეზებს,“ - აცხადებს ლეკასი. სანტორინისა და ამორგოს ტერიტორია იანვრიდან მოყოლებული აქტიურია სეისმურად, თუმცა, ბოლო სამი დღის მანძილზე ბიძგების ძალა უკიდურესად დიდია.

ჯგუფ „დაიტოვეს“ ინფორმაციით, ლევან იოსელიანის სახლთან პოსტერები გააკრეს და დატოვეს წარწერები „რუსის მონა“, „რეჟიმის მცველი“

„რეჟიმის მცველი“, „რუსის მონა“, „ცეცხლი ოლიგარქიას“, – ამ შინაარსის წარწერები დატოვეს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის სახლთან. სადარბაზოს შესასვლელთან ასევე გააკერეს სხვადასხვა შინაარსის პოსტერები. აღნიშნული ინფორმაცია და ფოტოები ჯგუფ „დაიტოვეში“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა თავად გაავრცელა. „რუსული რეჟიმის მცველს და ბიძინას პირად მონას ბატონ ლევანსაც ვესტუმრეთ დღეს. ხალხის ცემა, წამება, უკანონო დაკავება, გატაცება, ძარცვა და სხვა დანაშაულებები თუ  არ არის მისი შესაფასებელი, აი ეს შეაფასოს ახლა. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! ჩვენ ყველასთან მივალთ ! ძირს დიქტატურა! ეძღვნება სისტემისდგან რეპრესირებულ ყველა ადამიანს! ბოლომდე“, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი და შესაბამის ფოტოებსაც ავრცელებს.

ნიკა გვარამია – ან ჩვენ დავამხობთ ივანიშვილს და გამოვტაცებთ სამშობლოს რუსეთს, ან ეს პროტესტები დარჩება ლამაზ მოგონებად, რაზეც ემიგრაციაში ცრემლებს ვაღვარღვარებთ

ან დავამხობთ ივანიშვილს და გამოვტაცებთ სამშობლოს რუსეთს, ან ეს პროტესტები დარჩება ლამაზ მოგონებად, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა. „მოკლედ, ან ჩვენ დავამხობთ ივანიშვილს და გამოვტაცებთ სამშობლოს რუსეთს, ან ეს პროტესტები დარჩება ლამაზ მოგონებად, რაზეც ემიგრაციაში ცრემლებს ვაღვარღვარებთ“, – დაწერა ნიკა გვარამიამ.

„შვიდ წელიწად-ნახევარი ადამიანები დუმდნენ და ახლა, უცებ, რადგან აქცია მოგვადგა კარს, გადაწყვიტეს პროტესტის დაფიქსირება…მე ასეთი არც თანამშრომლობა მესმის, არც ადამიანობა“ – „მოამბის“ პროდიუსერი მაია...

„შვიდ წელიწად-ნახევარი ადამიანები დუმდნენ და ახლა, უცებ, რადგან აქცია მოგვადგა კარს, გადაწყვიტეს პროტესტის დაფიქსირება“, - ამის შესახებ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე "მოამბის“ პროდიუსერმა მაია ჭუჭულაშვილმა განაცხადა. მან ასევე განმარტა,  რომ თავისივე გადაწყვეტილებით, ხუთშაბათის ბორდის სხდომის შემდეგ, უარი თქვა გამოშვების პროდიუსერბზე: „მე ვარ მაია ჭუჭულაშვილი, 6-საათიანი "მოამბის" პროდიუსერი, რომლის წამყვანიც არის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. მე ჩემი გადაწყვეტილებით, ხუთშაბათის ბორდის სხდომის შემდეგ, თავად ვთქვი უარი, რომ ვიყო ამ გამოშვების პროდიუსერი. რა არის ამის მიზეზი - ძალიან ბევრი საუბარია სხდომებზე იმაზე, რომ ჩვენ ვართ გავლენების ქვეშ. თუკი ვინმე საინფორმაციო სამსახურში, მათ შორის ამ გამოშვების წამყვანიც ერთხელ მაინც იტყვის, რომ პირადად მე მითხოვია ისეთი რამის გაკეთება, რაც მას არ სურდა, მე ახლავე ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ასეთ ადამიანს „მოამბის“ საინფორმაციო სამსახურში უბრალოდ ვერ ნახავთ. შვიდ წელიწად-ნახევარი ადამიანები დუმდნენ და ახლა, უცებ, რადგან აქცია მოგვადგა კარს, გადაწყვიტეს პროტესტის დაფიქსირება, ოღონდ ჩვენთან კი არა, მე კი არ მეუბნებიან - იქნებ, ვიღებ შენიშვნას; პირდაპირ ჩადიან, კიბეებთან დგანან და მიტინგს მიმართავენ, ეს თუ თანამშრომლობის ფორმად გესხებათ, მე ასეთი არც თანამშრომლობა მესმის, არც ადამიანობა და არაფერი,"- განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე "მოამბის“ პროდიუსერმა მაია ჭუჭულაშვილმა.

ბოლო სიახლეები