ხუთშაბათი, ნოემბერი 5, 2026

იწვევს თუ არა ღამით ზედმეტი განათება კიბოს – მეცნიერებმა 13-წლიანი კვლევა გამოაქვეყნეს

ამერიკის რამდენიმე სამეცნიერო და კლინიკური ცენტრის მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ჟურნალ Cancer-ში გამოქვეყნდა.

მკვლევრებმა გააანალიზეს 50 წელზე მეტი ასაკის 450 000-ზე მეტი ამერიკელის მონაცემები, რომელთა ჯანმრთელობას საშუალოდ 13 წელი აკვირდებოდნენ. ამ დროის განმავლობაში მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს 856 შემთხვევა გამოვლინდა. მეცნიერებმა ეს ინფორმაცია შეადარეს თანამგზავრების ინფორმაციას ღამის განათების დონის შესახებ იმ ადგილებში, სადაც მონაწილეები ცხოვრობდნენ.

ანალიზმა აჩვენა, რომ ღამის განათების მაქსიმალური დონე, მინიმალურთან შედარებით, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს 55 პროცენტით ზრდის.

ეს ურთიერთკავშირი ძირითადად ფოკუსირებული იყო ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ყველაზე გავრცელებულ ფორმაზე, ფარისებრი ჯირკვლის პაპილარულ კიბოზე და უფრო გამოხატული იყო ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. უფრო მეტიც, ქალებში სიმსივნე უფრო ხშირად ლოკალური იყო, ხოლო მამაკაცებში უფრო ხშირად დაავადების მძიმე სტადია აღინიშნებოდა.
კავშირი ღამის განათების დონესა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რისკს შორის დაფიქსირდა სხვადასხვა ფაქტორებისგან დამოუკიდებლად, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს განვითარების ალბათობაზე, მონაწილეთა სხეულის მასის ინდექსისა და მათი სოციოდემოგრაფიული მახასიათებლების ჩათვლით.

წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ღამით ხელოვნური განათება ასევე ზრდის ძუძუს კიბოს, ნაადრევი მშობიარობის და სხვა დარღვევების რისკს ადამიანის ორგანიზმში. მეცნიერებმა ჯერ არ იციან ზუსტად რა ბიოლოგიური მექანიზმები უდევს ამ კავშირს. შესაძლოა, ეს ეფექტი გამოწვეული იყოს იმით, რომ ღამით ზედმეტი განათების გამო ორგანიზმი თრგუნავს ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას, რაც იწვევს ჰორმონალური დარღვევების მთელ კასკადს და შესაბამის შედეგებს.

გარდა ამისა, ღამით სინათლის ზემოქმედებამ შეიძლება დაარღვიოს ორგანიზმის შინაგანი ბიოლოგიური საათი (ცირკადული რიტმი), რაც ასევე წარმოადგენს კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორს.

წყარო:

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს.„რამდენიმე დღეა, გიორგი ლეკიშვილი ამტკიცებს, რომ გიგა ავალიანი მოსაკლავი იყო და ამიტომ მოკლეს!!!! გიორგი ლეკიშვილი ამისთვის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს!!“ - წერს ეკა კუპატაძე.28 წლის მასწავლებელი, გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა ჯგუფური ძალადობის შედეგად.დაკავებულები არიან:ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე: აპრილში მათ განზრახ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისათვის (რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიესაჯათ 14 წლიანი პატიმრობა, რაც არასრულწლოვნების გამო შეუმცირდათ და 10 წლითა და 6 თვით მიესაჯათ პატიმრობა.დემეტრე ჩიქოვანი: მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობისთვის მიესაჯა 9 წელი, რაც შემდგომ 6 წლითა და 9 თვემდე შემცირდა.გიორგი მალანია: წინასწარი პატიმრობა შეეფარდა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებისთვის.ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი: 2026 წლის აგვისტოში დაკავებულ ორ არასრულწლოვან გოგონას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ნია იმნაძეს ბრალად ედება ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზება, ხოლო ანასტასია ბერუაშვილს - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.

ფრიდრიხ მერცი – დონალდ ტრამპი მმართველობას კონგრესის გვერდის ავლით გააგრძელებს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომდევნო ორი წლის განმავლობაშიც კონგრესის გვერდის ავლით, აღმასრულებელი ბრძანებების გამოცემის გზით იმოქმედებს.„ბოლო ორი წლის განმავლობაში ტრამპი, ძირითადად კონგრესთან შეთანხმების გარეშე მართავდა ქვეყანას. რატომ უნდა შეიცვალოს ახლა რაიმე?“, – განაცხადა მერცმა.გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვება მისთვის განსაკუთრებული აღფრთოვანების მიზეზი არ ყოფილა.„ცვლილება შეეხება ბიუჯეტის დაგეგმვას და, რა თქმა უნდა, შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებულ საკითხებსაც“, – განაცხადა მერცმა.აშშ-ის კონსტიტუციით, სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების უფლებამოსილება კონგრესს აქვს. კონგრესს ასევე შეუძლია, გავლენა მოახდინოს სამხედრო საკითხებზე, მათ შორის ევროპაში განლაგებული ამერიკული ჯარების რაოდენობაზე.

ირაკლი კობახიძე – მოხარული ვარ, რომ რონალდინიო არის საკუთრების პირველი შემძენი Cipriani Batumi-ს პროექტში, ვიმედოვნებ, ამის შემდეგ ის უფრო ხშირად ესტუმრება ჩვენს ქვეყანას

Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ Cipriani Batumi-ს პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა „ორბი ჯგუფს“ და „ბლოკ ჯგუფს“ და აღნიშნა, რომ ეს ორი კომპანია ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.„ეს არის 43-სართულიანი კომპლექსი და მის არქიტექტურაზე მსოფლიოში აღიარებულმა ბრიტანულმა სტუდიამ, WilkinsonEyre-მა იზრუნა, რაც არის იმის გარანტია, რომ სათანადო გემოვნებით, ძალიან მაღალი და დახვეწილი გემოვნებით განხორციელდება პროექტი. მე მინდა, მადლობა გადავუხადო „ორბი ჯგუფს“ და „ბლოკ ჯგუფს“, რომლებიც არიან პროექტის სულისჩამდგმელები. „ორბი ჯგუფი“ მსოფლიოს 22 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ხოლო „ბლოკ ჯგუფი“ აქტიურად საქმიანობს როგორც საქართველოში, ისე ლათინურ ამერიკაში. კომპანიებს, ჯამში, ხუთ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვთ განხორციელებული და 15 000-მდე ადამიანი ჰყავთ დასაქმებული. „ორბი ჯგუფს“ ეკუთვნის ბათუმში შექმნილი მსოფლიოში უდიდესი, 11 800-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი Orbi City. ამ ორი კომპანიის პარტნიორობით ხორციელდება ასევე თბილისში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, დედაქალაქში მიმდინარე 550 მილიონი დოლარის ინვესტიციით – Central Park Towers, სადაც თავს 15 წამყვანი მსოფლიო ბრენდი მოიყრის. ეს პროექტები თავისთავად მეტყველებს ამ ორი კომპანიის მასშტაბზე და კიდევ ერთხელ მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. ისინი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.ასევე, Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის.მინდა, კიდევ ერთხელ მივესალმო ამ ღონისძიების საპატიო სტუმარს – რონალდინიოს. მოხარული ვარ, რომ ის სიმბოლურად არის პირველი შემძენი საკუთრების ამ ახალ პროექტში და იმედს ვიტოვებ, ამის შემდეგ ის კიდევ უფრო ხშირად ესტუმრება ჩვენს ქვეყანას და ამ ულამაზეს ქალაქს, ბათუმს. ყველას მადლობას გიხდით, ამ პროექტის სულისჩამდგმელებს, Cipriani-ს, „ორბი ჯგუფს“, „ბლოკ ჯგუფს“, დიზაინერებს, არქიტექტორებს, ამ ძალიან დახვეწილი პროექტის შემუშავებისთვის და მინდა, ყველას წარმატებები გისურვოთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა შემოსავლების სამსახურის 23 მებაჟე-ოფიცერს სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 23 მებაჟე-ოფიცერს სპეციალიზებული სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისვე ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით, მებაჟე-ოფიცრებმა გაიარეს სპეციალიზებული კურსი - „ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასქვიანი საიუველირო ნაკეთობის შემფასებელთა მომზადება“. სწავლების მიზანი საზღვარზე საბაჟო კონტროლის ეფექტიანობის გაზრდა და კეთილშობილი ლითონებისა და ძვირფასი ქვების იდენტიფიცირებისა და შეფასების მიმართულებით თანამშრომელთა პროფესიული კომპეტენციების განვითარება იყო.სერტიფიკატები კურსდამთავრებულებს გადასცეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი თევდორაძემ, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ, კურსის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნოდარ ფოფორაძემ და კურსის მასწავლებელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ხათუნა გაჩეჩილაძემ.სტუ-ის ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე „ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასქვიანი საიუველირო ნაკეთობის შემფასებელთა“ სპეციალიზებული კურსი 1997 წლიდან ფუნქციონირებს. ამ დროის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში 4000-ზე მეტი სპეციალისტია მომზადებული. მათ შორის არიან ძალოვანი უწყებების, შემოსავლების სამსახურის, საბანკო სექტორის, საიუველირო სალონებისა და კერძო ლომბარდების წარმომადგენლები.„სასწავლო პროგრამა „გემოლოგია და საექსპერტო საქმე“ მოიცავს როგორც სრულფასოვან თეორიულ, ისე პრაქტიკულ კურსს, რომელიც ხორციელდება კვალიფიციური სპეციალისტების მონაწილეობით, თანამედროვე პროფესიული სტანდარტების შესაბამისად და მიზნად ისახავს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების შეფასების სფეროში აუცილებელი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.სასწავლო პროცესში გამოყენებულია უახლესი თეორიული მასალები, სამეცნიერო ლიტერატურა, საერთაშორისო სტანდარტები, ინტერნეტრესურსები, სპეციალიზებული კოლექციები და თანამედროვე ხელსაწყო-დანადგარები. პრაქტიკული მეცადინეობები ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობს და მსმენელთა აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წლების განმავლობაში დაგროვილი კოლექციების შესწავლასა და პრაქტიკულ ანალიზს, რასაც თან ახლავს დისკუსიები და პროფესიული გამოცდილების გაზიარება.თითოეული სასწავლო კურსი ტესტირებით სრულდება. დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში მსმენელს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემა“, - აცხადებს თამარ ლომინაძე.სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რესურსია პროფესიული კადრების მომზადებისა და შესაბამისი დარგის განვითარებისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პრაქტიკული დანიშნულება საბაჟო კონტროლის სფეროში, სადაც ძვირფასი ლითონებისა და ქვების სწორად იდენტიფიცირებასა და შეფასებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ლაშა ხუციშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს შეხვდა.სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლაშა ხუციშვილმა ამერიკელ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.„მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები. საუბარი შეეხო აშშ-ის მხარდაჭერით საერთაშორისო პროგრამებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის, ასევე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და კადრების გადამზადების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს.შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზაობა“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეხვედრას დაესწრო საელჩოს ეკონომიკისა და კომერციის ოფიცერი ამირ ალავი. 

ბოლო სიახლეები