შაბათი, მარტი 14, 2026

იუსტიციის მინისტრი: პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსით პატიმრების სრული რაოდენობის 1%-ია ინფიცირებული

პატიმრების სრული რაოდენობის 70%-ზე მეტი ვაქცინირებულია, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსით ინფიცირების 96 აქტიური შემთხვევაა გამოვლენილი, რაც პატიმრების სრული რაოდენობის 1%-ია. „აქედან 56 პაციენტი მკურნალობს კლინიკა „ვივა მედში“ და 40 ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკარანტინო სივრცეში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქტიური შემთხვევები ძირითადად არის ე.წ. მიმღები დაწესებულებებიდან, გამოვლენილია საკარანტინო სივრცეებში და ბუნებრივია, ჩვენ შემდგომი გავრცელება აღვკვეთეთ.

პატიმრების ინფიცირებას რაც შეეხება, ეს არის 1% და პატიმრების სრული რაოდენობის 70%-ზე მეტი უკვე არის ვაქცინირებული. განსაკუთრებული მადლიერებით უნდა აღვნიშნო, რომ თანამშრომლების 80%ზე მეტი არის უკვე ვაქცინირებული, რაც აქტიურად ამცირებს კორონავირუსის გავრცელების რისკებს. მზად ვართ, საზოგადოებას მივაწოდოთ კიდევ უფრო დეტალური ინფორმაცია, ამისთვის მინდა ვთხოვო, როგორც სახალხო დამცველის ოფისს, ასევე ადვოკატთა ასოციაციას, გამოუშვან წარმომადგენლები და გაეცნონ, თუ როგორ მიმდინარეობს პატიმრების მკურნალობის პროცესი“, – განაცხადა ბრეგაძემ

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„შენი გაქცევის საფასურს ამჯერად გეიჯი გადაიხდის“ – ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევს მიმართა

ილია თოფურია ისლამ მახაჩევთან არშემდგარ ბრძოლას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, იყო საუბრები, რომ მსუბუქი დივიზიონის ამჟამინდელ ქართველ ჩემპიონს თეთრ სახლში უნდა ეჩხუბა სწორედ დაღესტნელ მებრძოლთან, მაგრამ მის ნაცვლად, მოწინააღმდეგე ჯასტინ გეიჯი იქნება.„მახაჩევი კვლავ ეძებს ბრძოლისგან თავის არიდების მიზეზს, ამჯერად - ტრავმა. მე თავიდანვე ვიცოდი, რომ თეთრი სახლის ივენთის ნაწილი ვიქნებოდი, მაშინაც კი, როცა UFC-იმ ერთ მომენტში მითხრა, რომ აღნიშნული ღონისძიებისთვის არ განვიხილებოდი. ვიცოდი, ეს უბრალოდ მოლაპარაკების ნაწილი იყო. როდესაც ბოლოს მითხრეს, რომ თეთრი სახლის ქარდზე ვიქნებოდი, ახსენეს ისლამიც და ერთი წამითაც არ მიფიქრია - მაშინვე დავთანხმდი ჩხუბს. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა ოფიციალურად ჯერ დადასტურებული არ იყო, თეთრი სახლის ქარდი მე-2 დღეს უნდა გამოცხადებულიყო.დილით რომ გავიღვიძე, გავიგე, მახაჩევი ტრავმირებული აღმოჩნდა, შემდეგ გამოჩნდა გეიჯისთან ბრძოლის ვარიანტი. კიდევ ერთხელ, კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც გადაიხდის ისლამის გაქცევის საფასურს. მისი მენეჯერი ნაძირალაა და თან ძალიან მახინჯიც. ჯასტინ, შევხვდებით თეთრ სახლში. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ხალხს ამცირებს. ეს სწრაფად დასრულდება. როდესაც გამოფხიზლდები, ყველაფერი უკვე დამთავრებული იქნება“, - განაცხადა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში

დონალდ ტრამპი – აშშ-თან ერთად კიდევ ბევრი ქვეყანა გაგზავნის სამხედრო ხომალდებს, რათა ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს საზღვაო ტრანსპორტისთვის, ჩვენ მალე მივაღწევთ ამას

აშშ-თან ერთად კიდევ ბევრი ქვეყანა გააგზავნის სამხედრო ხომალდებს, რათა ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს საზღვაო ტრანსპორტისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.„ჩვენ უკვე გავანადგურეთ ირანის სამხედრო შესაძლებლობების 100%, მაგრამ მათთვის მარტივია ერთი-ორი დრონის გაშვება, ნაღმის ჩაგდება ან ახლო მანძილზე მიქმედი რაკეტის გაშვება ამ საზღვაო გზაზე ან მათ სიახლოვეს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმედ არიან დამარცხებულები,“ – წერს ტრამპი.ტრამპმის თქმით, იმედი აქვს, რომ ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა და გაერთიანებული სამეფო რეგიონში სამხედრო ხომალდებს გააგზავნიან.„იმედია, ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, გაერთიანებული სამეფო და სხვა ქვეყნები, რომლებიც ამ ხელოვნური შეზღუდვით ზარალდებიან, ასევე გაგზავნიან ხომალდებს რეგიონში, რათა ჰორმუზის სრუტე აღარ იყოს საფრთხე ქვეყნის მხრიდან, რომლის სამხედრო ხელმძღვანელობაც სრულად განადგურებულია. ამასობაში, შეერთებული შტატები გააგრძელებს სანაპირო ზოლის ინტენსიურ დაბომბვას და ირანულ ნავებსა და ხომალდებს ჩაძირავს. ამა თუ იმ გზით, ჩვენ მალე მივაღწევთ, რომ ჰორმუზის სრუტე კვლავ იყოს ღია, უსაფრთხო და თავისუფალი“, – წერს ტრამპი.  

იენს სტოლტენბერგი – არ არსებობს გარანტია, რომ ნატო დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას გადაურჩება

არ არსებობს გარანტია, რომ ნატო დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას გადაურჩება, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, არ არსებობს გარანტია, რომ ნატო გადაურჩება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას, რომელმაც საკმაოდ ღიად გამოხატა უკმაყოფილება ალიანსის მიმართ. თუმცა, სტოლტენბერგი მაინც ფიქრობს, რომ ნატო გაიმარჯვებს. „ძლიერი ნატო კარგია ევროპისთვის, კარგია კანადისთვის, მაგრამ ის ასევე კარგია შეერთებული შტატებისთვისაც. ჩვენ ვეხმარებით აშშ-ს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებაში, რომელიც აუცილებელია აშშ-ის უსაფრთხოებისთვის. ასე რომ, პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკა ძირითადად მიმართულია არა ნატო-ს წინააღმდეგ, არამედ იმ წევრებისადმი, რომლებიც ალიანსში საკმარის ინვესტიციას არ დებენ. კარგი ამბავია, რომ ეს მოცემულობა შეიცვალა და იცვლება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომზე და აღნიშნა, რომ მისი მოსაზრებით, ნატო ამ კონფლიქტში არ ჩაერთვება. „ნატო-ს არასდროს უთამაშია მნიშვნელოვანი როლი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებში. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია პრევენცია, რათა ნატო კონფლიქტში არ ჩაერთოს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

„სანამ სცენაზე ვიდგები, ყოველთვის „ინათებს“ ჩემი თეოს სახელი – დათო კენჭიაშვილის ემოციური შესრულება

7 მარტს, გურჯაანის კულტურის ცენტრში მომღერლისა და კომპოზიტორის, დათო კენჭიაშვილის სოლო კონცერტი გაიმართა.დათო კენჭიაშვილმა, სიმღერა – „ინათებს“ 2010 წელს ტრაგიკულად დაღუპული თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნას მიუძღვნა.„სანამ სცენაზე ვიდგები, ყოველთვის „ინათებს“ ჩემი თეოს სახელი.„ინათებს“ – ტექსტის და მუსიკის ავტორი: თეონა ქუმსიაშვილი“, – წერს დათო კენჭიაშვილი სოციალურ ქსელში და კონცერტზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. 

42 914 სამოქალაქო ნაგებობა დაზიანდა – მთავრობის წარმომადგენელი

ირანში აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად სულ მცირე 42 914 სამოქალაქო ნაგებობა დაზიანდა, განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.მათგან, 36 489 საცხოვრებელი შენობა იყო, 43 - სასწრაფო დახმარების ბაზა, დასძინა პრესმდივანმა. ამასთან, დაზიანებულია სულ მცირე 120 სკოლა.სამშაბათის მონაცემებით, ირანში 1 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, გაეროში ირანის ელჩმა. თუმცა, აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა მნიშვნელოვნად მაღალი იყოს: სულ მცირე 1858.მედიის ცნობით, ირანის ხელისუფლებას ოფიციალური მონაცემები ერთ კვირაზე მეტი ხანია არ განუახლებია.გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, ირანში 3.2 მილიონამდე ადამიანია იძულებით გადაადგილებული. გაერომ დასძინა, რომ ყველაზე დაუცველები არიან მიგრანტი მუშები და ლტოლვილთა ოჯახები, რომლებიც რეგიონში მომხდარი სხვა ომით განადგურებული ქვეყნებიდან არიან.

ბოლო სიახლეები