იუსტიციის მინისტრი: პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსით პატიმრების სრული რაოდენობის 1%-ია ინფიცირებული

Read Time:42 Second

პატიმრების სრული რაოდენობის 70%-ზე მეტი ვაქცინირებულია, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსით ინფიცირების 96 აქტიური შემთხვევაა გამოვლენილი, რაც პატიმრების სრული რაოდენობის 1%-ია. „აქედან 56 პაციენტი მკურნალობს კლინიკა „ვივა მედში“ და 40 ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკარანტინო სივრცეში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქტიური შემთხვევები ძირითადად არის ე.წ. მიმღები დაწესებულებებიდან, გამოვლენილია საკარანტინო სივრცეებში და ბუნებრივია, ჩვენ შემდგომი გავრცელება აღვკვეთეთ.

პატიმრების ინფიცირებას რაც შეეხება, ეს არის 1% და პატიმრების სრული რაოდენობის 70%-ზე მეტი უკვე არის ვაქცინირებული. განსაკუთრებული მადლიერებით უნდა აღვნიშნო, რომ თანამშრომლების 80%ზე მეტი არის უკვე ვაქცინირებული, რაც აქტიურად ამცირებს კორონავირუსის გავრცელების რისკებს. მზად ვართ, საზოგადოებას მივაწოდოთ კიდევ უფრო დეტალური ინფორმაცია, ამისთვის მინდა ვთხოვო, როგორც სახალხო დამცველის ოფისს, ასევე ადვოკატთა ასოციაციას, გამოუშვან წარმომადგენლები და გაეცნონ, თუ როგორ მიმდინარეობს პატიმრების მკურნალობის პროცესი“, – განაცხადა ბრეგაძემ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იაგო ხვიჩია: „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შემდეგ პროცესების შესაძლო დაძაბვაზე ეჭვები რომ არ გასჩენოდა, ოპოზიციურ პარტიებს მეტი აქტივობა მართებდათ
Next post სოზარ სუბარი: როცა სააკაშვილმა ნახა, რომ აღარც უკრაინაში აქვს პოლიტიკური მომავალი, დაიწყო მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ