სამშაბათი, მაისი 13, 2025

ისრაელში თავდაცვის ლაზერული ფარი გამოიცადა

ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ და კომპანია „რაფაელმა“
გაავრცელა ინფორმაცია თავდაცვის სფეროში რევოლუციური
გარღვევის შესახებ. წარმატებით დასრულდა ლაზერული
სისტემის „სინათლის ფარის“ (მაგენ ორ) გამოცდების სერია. ახალ
სისტემას ძალუძს ჩამოაგდს რაკეტები, უპილოტო საფრენი
აპარატები, და ყუმბარმტყორცნის ჭურვებიც კი 10 კილომეტრის
მანძილიდან. საუბარია, რომ მომავალში სისტემა შეძლებს
ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებაც.
გამოცდა საიდუმლო ვითარებაში ხდებოდა. გამოცდის ვიდეო
მხლოდ ერთი კვირის წინ გამოქვეყნდა. პრინციპულად ახალი
თავდაცვითი სისტემის შექმნაზე კომპანია „რაფაელი“ და
თავდაცვის სამინისტროს კვლევებისა და გავითარების
სამმართველს მიერ შეიქმნა.
ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის მრავალსაფეხურიანი
სისტემა 20 წლის განმავლბაში ყალიბდება. ახალი თავდაცვითი
მოწყობილობა – „სინათლის ფარი“ – დაემატება „რკინის თაღის“
ბატარეას, რომელიც უკვე შეიარაღებაზეა.
კიდევ ერთი ებრაული კომპანია, „ელბიტი“, სხვა ლაზერული
სისტემის შექმნაზე მუშაობს. მას თვითმფრინავებზე და
უპილოტო საფრენ აპარატებზე დაამონტაჟებენ. სისტემა წვიმაში
და უამინდობაშიც იმუშავებს.
ლაზერული სისტემების შექმნა – თავდაცვის სფეროში ახალი
სიტყვაა. ყველა აქამდე არსებული ანტისარაკეტო თავდაცვის
სისტემების, („რკინის თაღი“, „დავითის შურდული“ „ისარი“)
უდიდესი მინუსი ანტისაჰაერო რაკეტების ფასია. მათი წარმოება
ძალიან ძვირი ჯდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რამდენი

რაკეტა აქვს უკვე ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰესბოლას“,
„ჰამასს“ და სხვა ტერორისტებს ისრაელის მიმართულებით
მიმართული, ამ რაკეტების განადგურებას მრავალი ასეული
მილიარდი დოლარის ფასის რაკეტები დასჭირდება.
ლაზერული იარაღის შენახვა ბევრად იაფი იქნება. ის დაემატება
ისრაელის საჰაერო თავდაცვის ძალებს. თუმცა სპეციალისტები
ვერ ამბობენ „სინათლის ფარის“ შეარაღებული ძალებისათვის
გადაცემის თარიღს.
სერგი პოდრაჟანსკი, იერუსალიმიდან.
თავდაცვის სამინისტროს ფოტო

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნიკა გვარამია-„MEGOBARI აქტი“, სანქციები, ეს ქართველი პოლიტიკოსების გარეშე არ ხდება. როგორ ფიქრობთ, ამერიკელი პოლიტიკოსები იმდენად ჩართულები არიან ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომ ყოველ დღე ამაზე...

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემაში „რეაქცია“, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მეგობარი აქტი“, სანქციები და საქართველოს წინააღმდეგ გატარებული სხვა ღონისძიებები „ქართველი პოლიტიკოსების გარეშე არ ხდება“.მისივე თქმით, ეს ყველაფერი არც მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ ხალხი ქუჩაში დგას.„MEGOBARI აქტი“, სანქციები და ა.შ. ეს ხომ ქართველი პოლიტიკოსების გარეშე არ ხდება. როგორ ფიქრობთ, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები ასე დაჩქარებულად ჩართულები არიან ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში იმდენად, რომ ყოველ დღე ამაზე ფიქრობენ როდის გაიტანონ სენატში, კონგრესში, ქვედა პალატაში, როდის მიიღონ და რა თქვან ამასთან დაკავშირებით, თქვენ ფიქრობთ რომ ეს თავისით ხდება? არ ხდება ეს თავისით და არც მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ ხალხი ქუჩაში დგას. ეს ასე არ ხდება. ყველა ვმუშაობთ ამაზე - მედიაც, ხალხიც და პოლიტიკოსებიც. შეუძლიათ თუ არა პოლიტიკოსებს, რომ მეტი გააკეთონ ადგილზე?!- ალბათ შეუძლიათ. ჩვენ დავსხდებით, ამაზე ვილაპარაკებთ და დარწმუნებული ვარ, რომ მეტს გავაკეთებთ. ჩამოშლა, გინდა დამხობა დაარქვით, გინდა დანგრევა რეჟიმის, გარდაუვალია“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები პირდაპირ მოლაპარაკებებზე საუბრობენ, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, იმალებიან

რუსები პირდაპირ მოლაპარაკებებზე საუბრობენ, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, იმალებიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსული დრონის დარტყმის შემდეგ ხარკოვში სამაშველო სამუშაოები გრძელდება.„ამჟამად ხარკოვში გრძელდება სამუშაოები რუსული დრონის დარტყმის შემდეგ. წინასწარი ინფორმაციით, ადამიანები არ დაშავებულან. ეს იყო მორიგი რუსული დარტყმა ენერგეტიკულ ობიექტზე – სამოქალაქო ობიექტზე. რუსეთი ჩვეულებისამებრ იქცევა. როდესაც მათგან ყველა ელოდება პასუხს ცეცხლის შეწყვეტასა და პირდაპირ მოლაპარაკებებზე, ისინი ახალი დარტყმებითა და თავდასხმით პასუხობენ. ერთადერთი, ვინც ომს აჭიანურებს, ერთადერთი, ვის გამოც ომი დაიწყო, ვის გამოც ის გრძელდება, ეს სწორედ რუსეთია და მასზე უნდა განხორციელდეს ზეწოლა. რუსეთი ბევრს საუბრობს პირდაპირ მოლაპარაკებებზე, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ისინი იმალებიან. საჭიროა გადაწყვეტილების მიღება. საჭიროა გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, ვისზეც ნამდვილად არის დამოკიდებული, რა მოხდება შემდგომ. ამჟამად ჩვენი გუნდი აქტიურად ამზადებს თურქეთში ვიზიტს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

დიმიტრი პესკოვი – რუსეთის დელეგაცია 15 მაისს სტამბოლში იქნება და უკრაინულ მხარეს დაელოდება

რუსეთის დელეგაცია 15 მაისს სტამბოლში უკრაინულ მხარეს დაელოდება, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.ჟურნალისტმა პესკოვს კითხვა დაუსვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებების შესახებ, სადაც მან რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილს გამოთქვა.„ჩვენ მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებებს ვაფასებთ, რომელმაც სტამბოლში ხუთშაბათს დელეგაციებს შეხვედრის გამართვა შესთავაზა. ჩვენი დელეგაცია იქ იქნება და უკრაინულ მხარეს დაელოდება“, – განაცხადა პესკოვმა.პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამჟღავნდება მაშინ, როდესაც პრეზიდენტისგან შესაბამისი მითითებები იქნება.

დონალდ ტრამპი – მსურს გარიგება ირანთან, მაგრამ ირანის ხელმძღვანელობა თუ უარყოფს მშვიდობიან წინადადებას, არ გვექნება სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ მათზე მაქსიმალური ზეწოლა განვახორციელოთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის ირანთან ახალი შეთანხმების დასადებად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ლიდერები კურსს შეცვლიან.„მე მსურს, გარიგება დავდო ირანთან, შემიძლია ირანთან გარიგების დადება, ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ თქვენს რეგიონს და მსოფლიოს უფრო უსაფრთხო ადგილად ვაქცევთ, მაგრამ ირანის ხელმძღვანელობა თუ უარყოფს ამ მშვიდობიან წინადადებას, ჩვენ არ გვექნება სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ მათზე მაქსიმალური ზეწოლა განვახორციელოთ“, – განაცხადა ტრამპმა.საუდის არაბეთის დედაქალაქში, საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა განაცხადა, რომ „ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“ და აღნიშნა, რომ მისი შეთავაზება სამუდამოდ არ იქნება ძალაში.„ეს არის შეთავაზება, რომელიც სამუდამოდ არ გაგრძელდება. ახლა არის დრო, რომ აირჩიონ – ახლავე“, – განაცხადა ტრამპმა.

GEO11-ისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩის მონაწილეთა საბოლოო შემადგენლობები ცნობილია

16 მაისს თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლეგენდები (GEO11) „ბარსელონას“ ლეგენდებს უმასპინძლებენ. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.ცნობილია გუნდების საბოლოო განაცხადები.GEO11-ის შემადგენლობა:მეკარეები: გიორგი ლომაია, როინ კვასხვაძე;მცველები: კახა ცხადაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ზურა ხიზანიშვილი, დავით კვირკველია, გიორგი ღუდუშაური, გიორგი ნავალოვსკი;ნახევარმცველები: სანდრო კობახიძე, გიორგი ნემსაძე, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, ლევან ყენია, გოგიტა გოგუა;თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი, შოთა არველაძე, დავით სირაძე, გიორგი დემეტრაძე.მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.„ბარსელონას“ ლეგენდების შემადგენლობა:მეკარეები: ხესუს ანგოი, ხორდი მასიპი;მცველები: ოლეგერ პრესასი, სერხი ბარხუანი, ხუან პაბლო სორინი, კრისტანვალი, ფრედერიკ დეო, მაქსველი, ფერნანდო ნავარო;ნახევარმცველები: ფილიპ კოკუ, ჟერარ ლოპესი, იარი ლიტმანენი, ედგარ დავიდსი, ხოსე ედმილსონი, გაისკა მენდიეტა;თავდამსხმელბი: ლუდოვიკ ჟიული, ხავიერ სავიოლა, რონალდინიო.

ბოლო სიახლეები