ისრაელში თავდაცვის ლაზერული ფარი გამოიცადა

Read Time:1 Minute, 0 Second

ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ და კომპანია „რაფაელმა“
გაავრცელა ინფორმაცია თავდაცვის სფეროში რევოლუციური
გარღვევის შესახებ. წარმატებით დასრულდა ლაზერული
სისტემის „სინათლის ფარის“ (მაგენ ორ) გამოცდების სერია. ახალ
სისტემას ძალუძს ჩამოაგდს რაკეტები, უპილოტო საფრენი
აპარატები, და ყუმბარმტყორცნის ჭურვებიც კი 10 კილომეტრის
მანძილიდან. საუბარია, რომ მომავალში სისტემა შეძლებს
ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებაც.
გამოცდა საიდუმლო ვითარებაში ხდებოდა. გამოცდის ვიდეო
მხლოდ ერთი კვირის წინ გამოქვეყნდა. პრინციპულად ახალი
თავდაცვითი სისტემის შექმნაზე კომპანია „რაფაელი“ და
თავდაცვის სამინისტროს კვლევებისა და გავითარების
სამმართველს მიერ შეიქმნა.
ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის მრავალსაფეხურიანი
სისტემა 20 წლის განმავლბაში ყალიბდება. ახალი თავდაცვითი
მოწყობილობა – „სინათლის ფარი“ – დაემატება „რკინის თაღის“
ბატარეას, რომელიც უკვე შეიარაღებაზეა.
კიდევ ერთი ებრაული კომპანია, „ელბიტი“, სხვა ლაზერული
სისტემის შექმნაზე მუშაობს. მას თვითმფრინავებზე და
უპილოტო საფრენ აპარატებზე დაამონტაჟებენ. სისტემა წვიმაში
და უამინდობაშიც იმუშავებს.
ლაზერული სისტემების შექმნა – თავდაცვის სფეროში ახალი
სიტყვაა. ყველა აქამდე არსებული ანტისარაკეტო თავდაცვის
სისტემების, („რკინის თაღი“, „დავითის შურდული“ „ისარი“)
უდიდესი მინუსი ანტისაჰაერო რაკეტების ფასია. მათი წარმოება
ძალიან ძვირი ჯდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რამდენი

რაკეტა აქვს უკვე ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰესბოლას“,
„ჰამასს“ და სხვა ტერორისტებს ისრაელის მიმართულებით
მიმართული, ამ რაკეტების განადგურებას მრავალი ასეული
მილიარდი დოლარის ფასის რაკეტები დასჭირდება.
ლაზერული იარაღის შენახვა ბევრად იაფი იქნება. ის დაემატება
ისრაელის საჰაერო თავდაცვის ძალებს. თუმცა სპეციალისტები
ვერ ამბობენ „სინათლის ფარის“ შეარაღებული ძალებისათვის
გადაცემის თარიღს.
სერგი პოდრაჟანსკი, იერუსალიმიდან.
თავდაცვის სამინისტროს ფოტო

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წელი იქნება
Next post დავით უსუფაშვილი – ხავიერ კოლომინას ესპანური ფეხბურთის მაგალითით ვუთხარი, რა დღეში ვართ, რომ „ბარსა“ და „რეალი“ ბეისბოლის ჯოხებით თამაშობენ ფეხბურთს და ამტვრევენ ერთმანეთსაც, საზოგადოებასაც