წითელ ბაღში ახალგაზრდების დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ჭკადუას თქმით, დაკავებულ მოზარდს ბრალი ოფიციალურად ამ დრომდე არ წარდგენია. ის ამ დროისთვის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს N7-ე განყოფილებაშია. ბრალდებულის პოზიციასთან დაკავშირებით ადვოკატმა მისი არასრუწლოვნობიდან გამომდინარე კომენტარი არ გააკეთა.
დღეს შსს-მ საბურთალოზე 2 მოზარდის დაჭრის საქმე გახსნა. უწყების ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 2000 წელს დაბადებული კაცი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად,”- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
35-ე სკოლის მოსწავლეები 31 იანვრის საღამოს საბურთალოზე, წითელ ბაღში დაჭრეს.