ირმა ჭკადუა: მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებული თავად ჩაბარდა

Read Time:34 Second

წითელ ბაღში ახალგაზრდების დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ჭკადუას თქმით, დაკავებულ მოზარდს ბრალი ოფიციალურად ამ დრომდე არ წარდგენია. ის ამ დროისთვის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს N7-ე განყოფილებაშია. ბრალდებულის პოზიციასთან დაკავშირებით ადვოკატმა მისი არასრუწლოვნობიდან გამომდინარე კომენტარი არ გააკეთა.

დღეს შსს-მ საბურთალოზე 2 მოზარდის დაჭრის საქმე გახსნა. უწყების ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 2000 წელს დაბადებული კაცი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად,”- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

35-ე სკოლის მოსწავლეები  31 იანვრის საღამოს საბურთალოზე, წითელ ბაღში დაჭრეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხელისუფლება ლიბიაში დაკავებული მეზღვაურების ოჯახის წევრებს შეხვდა
Next post CRRC კვლევებით საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოს მტრად რუსეთი და მეგობარად აშშ დაასახელა