ირანში აცხადებენ, რომ აშშ-თან მოლაპარაკებებში „გარკვეული პროგრესი“ მიღწეულია, თუმცა თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო უთანხმოება რჩება. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ ირანელმა მაღალჩინოსანმა უთხრა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებებში პროგრესს ხელი პაკისტანის არმიის მეთაურის თეირანში ვიზიტმა შეუწყო.
„ეს ვიზიტი ეფექტური იყო და უთანხმოება შემცირდა ზოგიერთ სფეროებში, თუმცა პრინციპული უთანხმოება ბირთვული საკითხებზე ჯერ კიდევ რჩება. გაჩნდა მეტი იმედი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გახანგრძლივდება და მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება“, – განაცხადა ირანელმა ოფიციალურმა პირმა როიტერთან საუბრისას.
მისივე თქმით, ყველაზე რთულ საკითხებად რჩება ირანში არსებული გამდიდრებული ურანის საკითხი და თეირანი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის საკითხი.

