ჩვენ ვერ მივიღებთ ახალ წევრს, რომელიც ევროკავშირს დაასუსტებს, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ატლანტიკური საბჭოს ღონისძიებაზე განაცხადა.
„არ გვაქვს საშუალება, მივიღოთ ახალი წევრი სახელმწიფო, რომელიც დაგვასუსტებს. ჩვენ არ ვართ მეგობართა ჯგუფი, ჩვენ ღირებულებათა საზოგადოება ვართ. როდესაც გადაწყვეტ, რომ გინდა, იყო ამ ღირებულებათა საზოგადოების და მისი ყველა სარგებლის ნაწილი, უნდა მოიქცე შესაბამისად“, – აღნიშნა მარტა კოსმა.
მისი თქმით, ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, თუ არ აკმაყოფილებს ისეთ კრიტერიუმებს, როგორებიცაა კანონის უზენაესობა, ანტიკორუფციული საქმიანობა, მედიის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება.
„გვადანაშაულებენ, თითქოს ჩვენი დემოკრატია არ არის ნამდვილი და ჩვენი ცივილიზაცია დაღმასვლას განიცდის. ღმერთო ჩემო, ეს ნამდვილად არ არის დაღმასვლა. უბრალოდ შეხედეთ არჩევნებს უნგრეთში. ვფიქრობ, ეს სრულყოფილი დასკვნაა“, – აღნიშნა მარტა კოსმა.

