ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025

ირაკლი ღარიბაშვილი: “ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” რომ არ მოსულიყო ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა არ გვექნებოდა

„ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ არ მოსულიყო ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა არ გვექნებოდა. დღეს ისევ ხელისუფლებაში იქნებოდა ეს მანიაკი სააკაშვილი, იქნებოდა უბედურება, არც უვიზო რეჟიმი იქნებოდა, არც ევროპული ინტეგრაცია და არც სტატუსი. გექნებოდათ განადგურებული ქვეყანა.” –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან განაცხადა.

“კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველას: ნურავის ექნება ილუზია, რომ აქ ვინმე რამეს მოაწყობს. პატარა გადაცდომა იქნება – ყველა მკაცრად დაისჯება. ვიმეორებ, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში. პარლამენტი არის ადგილი, სადაც შეიძლება გაიმართოს დისკუსია და დებატები. დანარჩენი ყველაფერი უნდა გადაწყდეს არჩევნებზე. არჩევნები იქნება დემოკრატიული, თავისუფალი, გამჭვირვალე და კითხვა არ დარჩება. ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას, სტაბილურობას და კეთილდღეობას. ჩვენ ხელმეორედ არ დაგანგრევინებთ ჩვენს ქვეყანას, ეს კარგად დაიმახსოვრეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ანტიკორუფციული ბიუროს შექმნაზე ევროპული ბიუროკრატიის მოთხოვნას მიზანი ჰქონდა, ეცადათ, კონსტიტუციური სისტემის მორღვევა, ჩვენ კონსტიტუციურ ჩარჩოებში ვაბრუნებთ ყველაფერს

ანტიკორუფციული ბიურო იყო კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, თუ რამდენად აბსურდული არის ხოლმე ბრიუსელის ბიუროკრატიის მოთხოვნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროპული ბიუროკრატიის მოთხოვნა ასე იყო ფორმულირებული, რომ ანტიკორუფციული ფუნქციების თავმოყრა უნდა მომხდარიყო კონკრეტული უწყების ხელში და ამისათვის უნდა შექმნილიყო რაღაც განცალკევებული უწყება.„ნათქვამი იყო, რომ ერთი უწყების ხელში უნდა მომხდარიყო ანტიკორუფციული ფუნქციების თავმოყრა. ამ დროს ხდება რა – ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური სისტემა, ისევე, როგორც ყველა დემოკრატიულ სისტემას, აქ მოქმედებს კონკრეტული ორგანოები, ეს არის საქართველოს მთავრობა, რომელსაც აქვს თავისი ანტიკორუფციული ფუნქციები და ამოცანები, ეს არის კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელსაც ასევე აქვს თავისი კონსტიტუციური ფუნქციები და ამოცანები, ეს არის საქართველოს პროკურატურა, რომელსაც აქვს თავისი ანტიკორუფციული ფუნქციები და ამოცანები და ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც აქვს თავისი ანტიკორუფციული ძალიან სერიოზული ფუნქცია თავისი კონკრეტული დეპარტამენტით. ამის შერწყმა თეორიულად შეუძლებელია რომელიმე ერთი უწყების ქვეშ, რადგან ყველას თავისი ინტერესი და კონკრეტული ფუნქცია აქვს. აქედანაც ჩანს, რომ იმთავითვე აბსურდულია ხოლმე ევროპული ბიუროკრატიის მოთხოვნები. მათ აქვთ ხოლმე ვიწრო პოლიტიკური ამოცანა, რაღაცნაირად მოარღვიონ ხელისუფლების სისტემა და ამისათვის თავს უნდა მოგახვიონ ისეთი რამ, რაც პირდაპირ უპირისპირდება შენს კონსტიტუციურ ლოგიკას. არა მარტო ჩვენს კონსტიტუციურ ლოგიკაზეა საუბარი, ზოგად კონსტიტუციურ ლოგიკას ეწინააღმდეგება ხოლმე მათი მოთხოვნები. ერთ-ერთი ამის დასტური იყო მოთხოვნა, რომელიც უკავშირდებოდა ანტიკორუფციული უწყების შექმნას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიუროში თავი მოიყარა ძირითადად სამმა ფუნქციამ, ეს იყო საჯარო მოსამსახურეთა დეკლარაციების მონიტორინგი, პოლიტიკური პარტიების დეკლარაციების მონიტორინგი და შემდეგ ამას დაემატა არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების მონიტორინგი.„შეიქმნა უწყება, რომელსაც ერქვა ანტიკორუფციული ბიურო, მაგრამ კორუფციასთან ბრძოლის ვერავითარი ბერკეტი ვერც ექნებოდა მას მინიჭებული, რადგან თავად მოთხოვნა იყო აბსურდული. მერე აგენტურა საქართველოში თავადვე აქილიკებდნენ ამ უწყებას. ამბობდნენ, რომ არსებობს ანტიკორუფციული ბიურო, მაგრამ თვალით არ ენახათ მათ ამ უწყების მიერ გამოვლენილი კორუფცია. ვერც გამოავლენ როცა მარტო დეკლარაციების მონიტორინგი გევალება. ეს ფუნქციები აქვს მინიჭებული მთავრობას, პროკურატურას, სუს-ს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რა შუაშია აქ ანტიკორუფციული ბიურო, როგორც კორუფციასთან ბრძოლის ფლაგმანი.თავიდანვე აბსურდული იყო ევროპული ბიუროკრატიის მოთხოვნა და ერთადერთი მიზანი ჰქონდა ამ მოთხოვნას, რომ რაღაცნაირად ეცადათ კონსტიტუციური სისტემის მორღვევა. ჩვენ კონსტიტუციურ ჩარჩოებში ვაბრუნებთ ყველაფერს. როგორც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმების შემთხვევაში ვაკეთებთ ამას, ანალოგიურად ვაკეთებთ იმავეს ანტიკორუფციული ბიუროს შემთხვევაში. იგივე ეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსაც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – უცხოური გავლენით მოქმედი აგენტურისთვის ორგანულად მიუღებელია ნებისმიერი ბუნებრივი ავტორიტეტი, ამიტომ აწარმოებენ კამპანიებს ყველაფრის წინააღმდეგ, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სიამაყესთან

ერთ-ერთი მთავარი დავალება, რაც აქვს ამ არაფორმალურ მმართველობას სხვადასხვა ქვეყანაში, არის რა, რომ არ უნდა არსებობდეს არავითარი ავტორიტეტი, საზოგადოებას არ უნდა ჰყავდეს ავტორიტეტები არც აკადემიურ, არც სპორტის, არც კულტურის სფეროში, უნდა არსებობდნენ მხოლოდ ფსევდოავტორიტეტები, აქედან გამომდინარე, მათთვის ორგანულად მიუღებელია გიორგი მამარდაშვილი, როგორც თავისი წარმატებით შემდგარი ავტორიტეტი, მიუღებელია ხვიჩა კვარაცხელია, თორნიკე შენგელია, ლაშა ტალახაძე და სხვები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივში“ განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც პარლამენტი აირჩა, ამ ლიბერალ-ფაშიტების მთავარი თავდასხმის ობიექტი პარლამენტში იყო ორი ადამიანი, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი, ორი ოლიმპიური ჩემპიონი, აქედან ჩანს ნული პატრიოტიზმი.„ჩვენ არ გაგვირჩევია არცერთი ფეხბურთელი არასდროს არც პირად ურთიერთობაში და დამოკიდებულებაში და არც საჯარო დამოკიდებულებაში. გახსოვთ, რომ როდესაც პარლამენტი აირჩა, ამ ლიბერალ-ფაშიტების მთავარი თავდასხმის ობიექტი პარლამენტში იყო ორი ადამიანი, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი. ორი ოლიმპიური ჩემპიონი. აქედან ჩანს ნული პატრიოტიზმი. როდესაც საქმე ეხება ორ ადამიანს, რომლებმაც უმაღლეს დონეზე ასწიეს საქართველოს დროშა. „ნაცმოძრაობას“ ჰყავდა ოლიმპიური ჩემპიონი პარლამენტში. არც ერთ ჩვენს დეპუტატს არასდროს არ უკადრია ამ დეპუტატთან დაკავშირებით ერთი აუგი სიტყვის თქმა, რადგან პირველ რიგში პატივს ვცემთ ჩვენს ეროვნულ სიამაყეს და ადამიანს, სადაც არ უნდა იყოს, როდესაც ადამიანს უმაღლეს მწვერვალზე აქვს აღმართული შენი დროშა, იმას მაქსიმალური პატივი უნდა სცე. ეს არ აქვთ ლიბერალ-ფაშისტებს, იმ 150 კაცს, რომელიც იკრიბება ხოლმე რუსთაველის გამზირზე, „ნაცებს“ ოთხივე პოლიტიკური პარტიიდან. არავითარი პატრიოტიზმი, არავითარი ეროვნული ღირსების განცდა, სიამაყის განცდა. შეუძლიათ, ერთ დღეში გაყიდონ ადამიანი, რომელმაც უდიდესი სიხარული მოუტანა ქვეყანას. ერთ დღეში შეუძლიათ, გამოაცხადონ მოღალატედ ადამიანი, რომელიც არის ასოცირებული შენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი წარმატების მოტანასთან. ეს არის ამ ადამიანების რეალური სახე. სიბნელე, ეს ვლინდება ფეხბურთთან, სპორტთან, ინვესტიციებთან, ქვეყანასთან დამოკიდებულებაში, ყველაფერში ვლინდება ეს დამოკიდებულება. ამიტომ თქვენ იცით, რომ ჩვენ დაწყებული გვაქვს მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უკავშირდება ამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და ეს პროცესი უნდა იყოს ბოლომდე მიყვანილი, რადგან არ შეიძლება, სიძულვილს ჰქონდეს ამხელა გასაქანი ჩვენს ქვეყანაში. სიძულვილი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.მაშინაც კი, როდესაც ჩვენი ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, ისინი იძულებული გახდნენ, რომ გამოსულიყვნენ  ნაკრების ქომაგებად, რომ ამ ტალღას აჰყოლოდნენ, რომ პოლიტიკურად არ ყოფილიყო სხვა ქმედება მათთვის კონტრპროდუქტიული. ამას არ გააკეთებდნენ რატომ – ერთ-ერთი მთავარი დავალება, რაც აქვს ამ არაფორმალურ მმართველობას სხვადასხვა ქვეყანაში არის რა, რომ არ უნდა არსებობდეს არავითარი ავტორიტეტი, საზოგადოებას არ უნდა ჰყავდეს ავტორიტეტები არც აკადემიურ სფეროში, არც  სპორტის, არც კულტურის სფეროში, უნდა არსებობდნენ მხოლოდ ფსევდოავტორიტეტები, აქედან გამომდინარე მათთვის მიუღებელია ორგანულად გიორგი მამარდაშვილი როგორც შემდგარი ავტორიტეტი თავისი წარმატებით შემდგარი ავტორიტეტი, მიუღებელია ხვიჩა კვარაცხელია, თორნიკე შენგელია, ლაშა ტალახაძე და სხვები. ორგანულად მიუღებელია ამ არაფორმალური მმართველობისთვის, უცხოური გავლენით მოქმედი აგენტურისთვის ნებისმიერი ბუნებრივი ავტორიტეტი. სწორედ ამიტომ აწარმოებენ ასეთ კამპანიებს ყველაფრის წინააღმდეგ, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სიამაყესთან, ეს ეხება სპორტს, ეს ეხება ინვესტიციებს, ეს ეხება ყველაფერს. აქედან გამომდინარე ყველას შეგვიძლია, ვუთხრათ ერთი რამ, რაც არ უნდა კამპანიები აწარმოონ, დღეს სხვა ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში, სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და ყველა ეს კამპანია დარჩება სრულიად წარუმატებელი, ამას ვპირდებით ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – ანტიკორუფციული ბიუროს შექმნაზე ევროპული ბიუროკრატიის მოთხოვნას მიზანი ჰქონდა, ეცადათ, კონსტიტუციური სისტემის მორღვევა, ჩვენ კონსტიტუციურ ჩარჩოებში ვაბრუნებთ ყველაფერს

ანტიკორუფციული ბიურო იყო კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, თუ რამდენად აბსურდული არის ხოლმე ბრიუსელის ბიუროკრატიის მოთხოვნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროპული ბიუროკრატიის მოთხოვნა ასე იყო ფორმულირებული, რომ ანტიკორუფციული ფუნქციების თავმოყრა უნდა მომხდარიყო კონკრეტული უწყების ხელში და ამისათვის უნდა შექმნილიყო რაღაც განცალკევებული უწყება.„ნათქვამი იყო, რომ ერთი უწყების ხელში უნდა მომხდარიყო ანტიკორუფციული ფუნქციების თავმოყრა. ამ დროს ხდება რა – ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური სისტემა, ისევე, როგორც ყველა დემოკრატიულ სისტემას, აქ მოქმედებს კონკრეტული ორგანოები, ეს არის საქართველოს მთავრობა, რომელსაც აქვს თავისი ანტიკორუფციული ფუნქციები და ამოცანები, ეს არის კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელსაც ასევე აქვს თავისი კონსტიტუციური ფუნქციები და ამოცანები, ეს არის საქართველოს პროკურატურა, რომელსაც აქვს თავისი ანტიკორუფციული ფუნქციები და ამოცანები და ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც აქვს თავისი ანტიკორუფციული ძალიან სერიოზული ფუნქცია თავისი კონკრეტული დეპარტამენტით. ამის შერწყმა თეორიულად შეუძლებელია რომელიმე ერთი უწყების ქვეშ, რადგან ყველას თავისი ინტერესი და კონკრეტული ფუნქცია აქვს. აქედანაც ჩანს, რომ იმთავითვე აბსურდულია ხოლმე ევროპული ბიუროკრატიის მოთხოვნები. მათ აქვთ ხოლმე ვიწრო პოლიტიკური ამოცანა, რაღაცნაირად მოარღვიონ ხელისუფლების სისტემა და ამისათვის თავს უნდა მოგახვიონ ისეთი რამ, რაც პირდაპირ უპირისპირდება შენს კონსტიტუციურ ლოგიკას. არა მარტო ჩვენს კონსტიტუციურ ლოგიკაზეა საუბარი, ზოგად კონსტიტუციურ ლოგიკას ეწინააღმდეგება ხოლმე მათი მოთხოვნები. ერთ-ერთი ამის დასტური იყო მოთხოვნა, რომელიც უკავშირდებოდა ანტიკორუფციული უწყების შექმნას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიუროში თავი მოიყარა ძირითადად სამმა ფუნქციამ, ეს იყო საჯარო მოსამსახურეთა დეკლარაციების მონიტორინგი, პოლიტიკური პარტიების დეკლარაციების მონიტორინგი და შემდეგ ამას დაემატა არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების მონიტორინგი.„შეიქმნა უწყება, რომელსაც ერქვა ანტიკორუფციული ბიურო, მაგრამ კორუფციასთან ბრძოლის ვერავითარი ბერკეტი ვერც ექნებოდა მას მინიჭებული, რადგან თავად მოთხოვნა იყო აბსურდული. მერე აგენტურა საქართველოში თავადვე აქილიკებდნენ ამ უწყებას. ამბობდნენ, რომ არსებობს ანტიკორუფციული ბიურო, მაგრამ თვალით არ ენახათ მათ ამ უწყების მიერ გამოვლენილი კორუფცია. ვერც გამოავლენ როცა მარტო დეკლარაციების მონიტორინგი გევალება. ეს ფუნქციები აქვს მინიჭებული მთავრობას, პროკურატურას, სუს-ს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რა შუაშია აქ ანტიკორუფციული ბიურო, როგორც კორუფციასთან ბრძოლის ფლაგმანი.თავიდანვე აბსურდული იყო ევროპული ბიუროკრატიის მოთხოვნა და ერთადერთი მიზანი ჰქონდა ამ მოთხოვნას, რომ რაღაცნაირად ეცადათ კონსტიტუციური სისტემის მორღვევა. ჩვენ კონსტიტუციურ ჩარჩოებში ვაბრუნებთ ყველაფერს. როგორც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმების შემთხვევაში ვაკეთებთ ამას, ანალოგიურად ვაკეთებთ იმავეს ანტიკორუფციული ბიუროს შემთხვევაში. იგივე ეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსაც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ია მეტრეველი: „ბატონ ოქრუაშვილს“ ბუტას საქმეზე 7 წელი მიუსაჯეს, იმედს ვიტოვებ, სასამართლოს შემდგომი ინსტანცია მაინც გაამტყუნებს გარეწარ ადეიშვილს – მოვუწოდებ პროკურატურას გაითვალისწინონ ჩემი თხოვნა...

სჯობს გვიან ვიდრე არასდროს! „ბატონ ოქრუაშვილს“ ბუტას საქმეზე, 7 წელი მიუსაჯეს. თუმცა ვწუხვარ, ადეიშვილი რატომღაც გაამართლეს, - ასე ეხმიანება 2004 წლის 23 ნოემბერს მოკლული ამირან (ბუტა) რობაქიძის დედა, ია მეტრეველი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცხადებულ განაჩენს.მეტრეველის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებებს სწორედ ზურაბ ადეიშვილი ასრულებინებდა ყველას, ამიტომ, იმედოვნებს, რომ მას შემდგომი ინსტანციის სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს. მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ „ყველა უბედურების რეჟისორს“, გურამ დონაძესაც დაეკისრება პასუხისმგებლობა.„სჯობს გვიან ვიდრე არასდროს! “ბატონ ოქრუაშვილს“ ბუტას საქმეზე, 7 წელი მიუსაჯეს. თუმცა ვწუხვარ, ადეიშვილი რატომღაც გაამართლეს. ადეიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ ყველა დანარჩენი სტრუქტურები. მიშა რა ბრძანებასაც გასცემდა, ადეიშვილი ასრულებინებდა ყველას. იმედს ვიტოვებ, სასამართლოს შემდგომი ინსტანცია მაინც გაამტყუნებს გარეწარ ადეიშვილს.ასევე, ვაჟბატონი დონაძე, ყველა უბედურების „რეჟისორიც“ იქნება მიხედული, კიდევ გაბედა და „აკაცუკების“ აქციებზე გამოჩნდა. ეგონა იმარჯვებდნენ.მოვუწოდებ პროკურატურას გაითვალისწინონ ჩემი სამართლიანი თხოვნა და აღასრულონ ბოლომდე სამართალი“, - წერს ია მეტრეველი სოციალურ ქსელში.ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. ირაკლი ოქრუაშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა, მუხლს ამნისტია შეეხო და საბოლოოდ, სასჯელის ზომად 5 წელი და 3 თვე განესაზღვრა.გამართლდა ზურაბ ადეიშვილი, რასაც ბრალდების მხარე შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო კვლავ მზადაა საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, მხოლოდ დადებითი შედეგების მომტანი შეიძლება იყოს

„მსურს ხაზი გავუსვა, რომ მდგრადი მშვიდობისა და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება, რასაც, ბუნებრივია, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ეს ისტორიული შეთანხმება სამხრეთ კავკასიის სამომავლო, გრძელვადიანი განვითარებისთვის ახალ პერსპექტივებს აჩენს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სომხეთის  პრეზიდენტთან, ვაჰაგნ ხაჩატურიანთან ერთად გამართულ  ბრიფინგზე განაცხადა.საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო კვლავ მზადაა საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში.„რა თქმა უნდა, საქართველო კვლავ მზადაა საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, მხოლოდ დადებითი შედეგების მომტანი შეიძლება იყოს. მწამს, რომ ჩვენი თანამშრომლობა, მეგობრობა და პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული სამაგალითო ურთიერთობების სულისკვეთებით გაგრძელდება“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.დასასრულ, მიხეილ ყაველაშვილმა კოლეგას, საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

ბოლო სიახლეები