ირაკლი ღარიბაშვილი: “ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” რომ არ მოსულიყო ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა არ გვექნებოდა

Read Time:34 Second

„ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ არ მოსულიყო ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა არ გვექნებოდა. დღეს ისევ ხელისუფლებაში იქნებოდა ეს მანიაკი სააკაშვილი, იქნებოდა უბედურება, არც უვიზო რეჟიმი იქნებოდა, არც ევროპული ინტეგრაცია და არც სტატუსი. გექნებოდათ განადგურებული ქვეყანა.” –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან განაცხადა.

“კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველას: ნურავის ექნება ილუზია, რომ აქ ვინმე რამეს მოაწყობს. პატარა გადაცდომა იქნება – ყველა მკაცრად დაისჯება. ვიმეორებ, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში. პარლამენტი არის ადგილი, სადაც შეიძლება გაიმართოს დისკუსია და დებატები. დანარჩენი ყველაფერი უნდა გადაწყდეს არჩევნებზე. არჩევნები იქნება დემოკრატიული, თავისუფალი, გამჭვირვალე და კითხვა არ დარჩება. ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას, სტაბილურობას და კეთილდღეობას. ჩვენ ხელმეორედ არ დაგანგრევინებთ ჩვენს ქვეყანას, ეს კარგად დაიმახსოვრეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოფო ჯაფარიძე: ივანიშვილის კოშმარი ცხადი გახდა, მთელი საქართველო ერთ მუშტად შეკრულია
Next post მამული, ენა, სარწმუნოება! ეს სამება ურყევია – მისი დარღვევა არავის გამოსვლია, რადგან ის საქართველოსთან იგივდება ამ სახით, ამ დათქმით, ამ შეთანხმებით! – შალვა პაპუაშვილი