ორშაბათი, მარტი 16, 2026

ირაკლი კობახიძემ სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის ახლად აშენებული სპორტული კომპლექსი გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის ახლად აშენებული სპორტული კომპლექსი ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად გახსნა.

მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა თანამედროვე სტანდარტის სპორტული კომპლექსი და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.

კომპლექსი მოიცავს 100 მაყურებელზე გათვლილ ძიუდოსა და ჭიდაობის დარბაზს, ასევე – ფიზიკური მომზადებისა და ძალოსნობის მულტიფუნქციურ დარბაზს.

შენობა უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემებით, სპორტსმენების გასახდელებითა და საშხაპეებით, გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ოთახები მწვრთნელების, მსაჯებისა და ექიმისათვის, აგრეთვე საკონფერენციო და ადმინისტრაციული პერსონალის სივრცეები.

თანამედროვე სტანდარტის სპორტულ კომპლექსში, სპორტსმენებისა და მოყვარულების ფიზიკური მომზადების გარდა, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტურნირებისა და შეჯიბრებების გამართვა.

მშენებლობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 363 980 ლარით დაფინანსდა.

კომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილია ინჯია საცალო ქსელების წარმომადგენლებს – მივედით რეალობამდე, რომ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს რაღაც მიმართულებების დასარეგულირებლად – ცვლილებები შეიძლება ყველასთვის მისაღები არ იყოს, ჩვენი ამოცანაა,...

ევროკავშირის რეკომენდაციები ახსენეთ, ყველა რეკომენდაცია არ არის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე მორგებული, ეს ბევრი მიმართულებით დავინახეთ. ეს ცოტა ღრმა თემაა და ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ილია ინჯიამ განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს სასურსათო სფერო დაურეგულირებელი დარჩა, რამაც წარმოშვა არსებული პრობლემები და გამოწვევები. შესაბამისად, ინჯიას თქმით, სახელმწიფოს მოუწევს ჩარევა და ისეთი ცვლილებების მიღება, რომელიც მოსახლეობისთვის მისაღები იქნება.„ფაქტია, რომ ეს სფერო სახელმწიფოს დარჩა დაურეგულირებელი. ამან მიგვიყვანა ყველა იმ პრობლემამდე და გამოწვევამდე, რომელიც კომისიის მუშაობის პერიოდში ჩვენ მოვისმინეთ. დღეს კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა ყველა იმ მიმართულებას, ეს იქნება ლოგისტიკური მიმართულება, მონოპოლიური და ექსკლუზიური ხელშეკრულებები ამა თუ იმ მწარმოებლის, ქსელის ხელშეკრულების პირობები, რომლებიც არეგულირებს მწარმოებელთანაც და დისტრიბუტორთანაც ურთიერთობებს. ფაქტია, რომ სახელმწიფოს მოუწევს ამაში ჩარევა და ვფიქრობ, თქვენი ყველა კომენტარი ამას კიდევ ერთხელ აზუსტებს, რომ მივედით იმ რეალობამდე, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს რაღაც მიმართულებების დასარეგულირებლად. რა თქმა უნდა, ეს ცვლილებებს გამოიწვევს და შეიძლება ყველასთვის ერთნაირად მისაღები არ იყოს, მაგრამ, ჩვენი ამოცანაა, ეს მისაღები იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის - ხალხისთვის, ვისთვისაც ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ. ამ დროის განმავლობაში, ამ სფეროს თავისუფლებამ წარმოქმნა ის პრობლემები, რაზეც დღეს ვისაუბრეთ," - განაცხადა ილია ინჯიამ.მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დისტრიბუტორსაც და მწარმოებელსაც გაუჩნდეს საშუალება, ქსელში განთავსებული თავიანთი პროდუქტი აკონტროლონ.„ბაზრის მნიშვნელოვანი წილი თქვენ გიკავიათ და აღმოჩნდა, რაღაც მიმართულებები, სადაც, ძალაუფლების კუთხით, ზოგი მწარმოებელი, ზოგი დისტრიბუტორი, ზოგი ქსელის პატრონი, იყენებს თავის კოზირებს, რომ შედეგი მეტი ჰქონდეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ის, რომ დისტრიბუტორსაც და მწარმოებელსაც, არ აქვს საშუალება, ჩაიხედოს ქსელში, მისი პროდუქტის გაყიდვის სიჩქარის, ნაშთი რამდენი რჩება და ა.შ. არ მგონია, პრობლემური იყოს ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის მოფიქრება, რომ მათაც ჰქონდეთ თავიანთი პროდუქციის კონტროლის მექანიზმები. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას და ერთ რამეზე მინდა შევთანხმდეთ ყველა ერთად, რომ ეს ის სფეროა, რომელშიც სახელმწიფოს მოუწევს ჩარევა და მოუწევს, ეს ჩარევა იყოს ჩვენი მოსახლეობის და საზოგადოების საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ინჯიამ.

დონალდ ტრამპი კმაყოფილებას გამოთქვამს იმ ქვეყნებისადმი, რომლებმაც უარი თქვეს ჰორმუზის სრუტეში სამხედრო ხომალდების გაგზავნაზე – „ჩვენ მათ გარე ძალებისგან ვიცავდით, მათ კი დიდი ენთუზიაზმი...

აშშ-ის პრეზიდენტი უკმაყოფილებას გამოთქვამს ზოგიერთი მოკავშირე ქვეყნის მიმართ. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც უარი თქვეს ჰორმუზის სრუტეში სამხედრო ხომალდების გაგზავნაზე. მისი თქმით, ამ სიაში არიან ისეთი ქვეყნები, რომლებსაც აშშ მრავალი წლის განმავლობაში ეხმარებოდა.„ჩვენ მათ საშინელი გარე ძალებისგან ვიცავდით, მათ კი დიდი ენთუზიაზმი არ გამოუჩენიათ. ენთუზიაზმის დონე კი ჩემთვის მნიშვნელოვანია. არიან ქვეყნები, სადაც საუკეთესო ჯარისკაცები გვყავს განლაგებული, რათა ისინი საფრთხისგან დავიცვათ და ჩვენ ამ საქმეს შესანიშნავად ვართმევთ თავს. ხოლო როდესაც გვაინტერესებს, ჰყავთ თუ არა ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები, გვპასუხობენ, რომ ურჩევნიათ, ამაში არ ჩაერიონ“, – აღნიშნა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ გაოცებული დარჩა გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებით.„ძალიან გამიკვირდა გაერთიანებული სამეფოს პოზიცია. ორი კვირის წინ ვუთხარი, რატომ არ აგზავნიდნენ რამდენიმე ხომალდს? და სიმართლე გითხრათ, მათ ამის გაკეთება საერთოდ არ უნდოდათ. ვკითხე: მართლა არ გინდათ? თქვენ ჩვენი უძველესი მოკავშირე ხართ და იცით, ჩვენ უზარმაზარ თანხებს ვხარჯავთ ნატო-ზე და თქვენი დაცვისთვის. რეალურად ჩვენ ვიცავთ მათ. ჩვენ მათთან ერთად ვმუშაობთ უკრაინაზეც. უკრაინა ჩვენგან ათასობით მილით არის დაშორებული, უზარმაზარი ოკეანე გვყოფს. ჩვენ ამას საერთოდ არ უნდა ვაკეთებდეთ, მაგრამ გავაკეთეთ. უფრო სწორად, ბაიდენმა გააკეთა. სიმართლე უნდა ვთქვა, ბაიდენი იქ სრულიად გააცურეს, მაგრამ მაინც ვიმუშავეთ მათთან უკრაინის საკითხზე. სინამდვილეში კი საერთოდ არ გვჭირდება მათთან უკრაინაზე მუშაობა“, – თქვა ტრამპმა.

ირაკლი კობახიძე – ევროპულ ბიუროკრატიაში უმძიმეს მდგომარეობაზე როცა ვსაუბრობთ ხოლმე, ეს ყველაფერი გამოხატულია კომპეტენციაშიც, კეთილსინდისიერების დეფიციტში, არის კომპეტენციის კრიზისი

ჩვენ როცა ვსაუბრობთ ხოლმე ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე, ეს ყველაფერი არის, მათ შორის, კომპეტენციაშიც გამოხატული, ასევე – კეთილსინდისიერების დეფიციტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.აღნიშნული განცხადება კობახიძემ გააკეთა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც, ევროპარლამენტარები ვიდეოში სწორად ვერ პასუხობენ კითხვას, სად არის რუკაზე ირანი.ირაკლი კობახიძის შეფასებით, სახეზეა კომპეტენციის კრიზისი.„საქართველოსთან დაკავშირებით რომ ჩატარდეს იგივე გამოკითხვა ევროპარლამენტში, იგივე შედეგს მიიღებთ, მაშინ როდესაც ხედავთ, რომ 600-დან 500 ევროპარლამენტარი აძლევს ხოლმე ხმას ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. არის კომპეტენციის კრიზისი. ჩვენ როცა ვსაუბრობთ ხოლმე ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე, ეს ყველაფერი არის, მათ შორის, კომპეტენციაშიც გამოხატული, ასევე – კეთილსინდისიერების დეფიციტში. ეს გამოკითხვაც ამის მაჩვენებელია“, – განაცხადა პრემიერმა.

ესპანეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ ესპანეთი არ მიიღებს მონაწილეობას ჰორმუზის სრუტეში სამხედრო მისიაში, რადგან ირანის წინააღმდეგ ისრაელ-აშშ-ის ომს უკანონოდ მიიჩნევს

ესპანეთი არ მიიღებს მონაწილეობას სამხედრო მისიაში ჰორმუზის სრუტეში, რადგან ირანის წინააღმდეგ ისრაელ-აშშ-ის ომს უკანონოდ მიიჩნევს. ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა აღნიშნა, რომ ესპანეთი მსგავს ნაბიჯს მხარს არ დაუჭერს.„ესპანეთი არასოდეს მიიღებს დროებით ზომებს. მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ომი დასრულდეს და დასრულდეს ახლა“, – განაცხადა რობლესმა.ამასთან, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა აღნიშნა, რომ სრუტეში არსებული ვითარება ევროპელებისთვის სერიოზული შეშფოთების საგანია, თუმცა ევროკავშირის პოზიცია უნდა იყოს, რომ ომი, ეკონომიკური მოსაზრებების მიუხედავად, უნდა დასრულდეს.„ჩვენ არ უნდა გადავდგათ ნაბიჯი, რომელიც დამატებით დაძაბულობას გამოიწვევს ან ვითარების ესკალაციას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ალბარესმა.როგორც „როიტერი“ წერს, ევროკავშირის წევრმა რამდენიმე ქვეყანამ უკვე განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას არ გეგმავს, მათ შორის არის გერმანია, იტალია და საბერძნეთი.

ირანი მეზობელ ქვეყნებს აშშ-ის იერიშების მხარდაჭერაში ადანაშაულებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ მეზობელი ქვეყნები ირანზე თავდასხმების ხელშეწყობაში დაადანაშაულა და პოზიციების მკაფიოდ დაფიქსირებისკენ მოუწოდა.„არსებობს ცნობები, რომ ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფო, რომელიც აშშ-ის ძალებს მასპინძლობს და ირანზე თავდასხმების უფლებას აძლევს, ასევე აქტიურად უწყობს ხელს ამ ხოცვა-ჟლეტვას. ამ ქვეყნებმა პოზიციები დაუყოვნებლივ უნდა განმარტონ“, – წერს არაღჩი.ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივი „დაბომბვების“ შედეგად ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 200-ზე მეტი ბავშვი.როგორც „სიენენი“ ირანის ოფიციალური პირებზე დაყრდნობით წერს, ომის დაწყებიდან ირანში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დაშავდა.

ბოლო სიახლეები