შაბათი, სექტემბერი 13, 2025

ირაკლი კობახიძე: შემაშფოთებელია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირმა თვითონ აღიარა, რომ უარი იყო უსამართლო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას აფასებს და აცხადებს, რომ ბევრი გაუგებარი განცხადება მოისმინა, რომელიც რადიკალური რიტორიკის გაგრძელებაა, რაც შემაშფოთებელია.

„დღესაც ბევრი გაუგებარი განცხადება მოვისმინეთ, რაც მოსალოდნელი იყო. სხვა მოლოდინი არც გვქონდა, ვერ გვექნებოდა. ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირმა თვითონ აღიარა, რომ უარი იყო უსამართლო. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის შემაშფოთებელი. როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო არც წელს დაიმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის შემაშფოთებელი. ეს არ არის იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც უნდა ზრუნავდეს საკუთარ სახელმწიფო ინტერესებზე. ერთი მხრივ საუბრობ შენ კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე და მეორე მხრივ, თავად უპირისპირდები კანდიდატის სტატუსს, ეს არის გაუგებარი და რადიკალური რიტორიკის გაგრძელება, რაც რბილად რომ ვთქვათ არის შემაშფოთებელი. ჩვენ მრავლად მოვისმინეთ გაუგებარი განცხადებები. ეს არის მოკლე კომენტარი, რომლითაც შემიძლია შემოვიფარგლო, ამის იქით ალბათ არც არის საჭირო“, – აცხადებს კობახიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სანდრო ელოშვილი: მოვედი… წელი გავიდა!- ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.მოვედი… წელი გავიდა! წერს სანდრო ელოშვილი და ფოტოს აქვეყნებს.მსახიობი ზურაბ ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მსახიობი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა.ზურაბ ბერიკაშვილი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო.თეატრალური სპექტაკლების გარდა, ზურაბ ბერიკაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული კინოფილმებსა და სატელევიზიო სერიალებში. 

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელი ცენტრი ავრცელებს.მიწისძვრა დედოფლისწყაროში, სოფელ საბათლოში დაფიქსირდა.ბიძგების სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შედაგინა.

გარდაიცვალა თსუ-ს ლეგენდა, ფოტოგრაფი ალეკო – უნივერსიტეტის ბაღის და ჩვენი სტუდენტობის ერთგული მემატიანე

ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია 90-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი, ვის­თვი­საც ალე­კოს ფოტო არ გა­უ­ღია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ის ჩვე­ნი - უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ლე­ბის მე­მა­ტი­ა­ნეც იყო.უმე­ტე­სო­ბამ მისი გვა­რიც არ ვი­ცო­დით, ჩვენ­თვის ის ალე­კო იყო, მუ­დამ ხა­ლი­სი­ა­ნი, მო­ღი­მა­რი, ფო­ტოს გა­და­ღე­ბი­სას კომ­პლი­მენ­ტებ­საც რომ არ იშუ­რებ­და.მისი ფირ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი, ძვე­ლი ტექ­ნი­კით და­ბეჭ­დი­ლი შავ-თეთ­რი ფო­ტო­ე­ბი, დღეს ციფ­რულ ეპო­ქა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხიბ­ლით იყო აღ­ბეჭ­დი­ლი.

ირაკლი კობახიძე – უნდა დავადგინოთ, ვის უნდა ჩვენს ქვეყანაში არეულობის შემოტანა, ქვეყნისთვის ზიანის მიყენება, ჩვენ არ დავუშვებთ ასეთ რამეს, რეაგირება ყველაფერზე იქნება მაქსიმალურად მკაცრი

თავისთავად მძიმე ფაქტია, რომ კონკრეტული ეჭვმიტანილი, საქმის ფიგურანტი საუბრობს უკრაინის სპეცსამსახურებზე. ეს არის ის საკითხი, რითიც განსაკუთრებულად უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და, ბუნებრივია, დაინტერესდება კიდეც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კობახიძის თქმით, უნდა დადგინდეს, ვის უნდა საქართველოში არეულობის შემოტანა და ქვეყნისთვის ზიანის მიყენება.„რაც შეეხება შესაძლო კავშირს იმ შიდაპოლიტიკურ მოვლენებთან, რომლებიც ვითარდება ქვეყანაში, მათ შორის დაანონსებულ ე.წ. დამხობასთან და ა.შ., თქვენ ხედავთ, რომ აბსოლუტურად სასოწარკვეთილია ოპოზიცია, არის დასუსტებული და ეს არის მთავარი მიზეზი. ასეთ დროს ნებისმიერი ტიპის პროვოკაცია შეიძლება დაიწყონ. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მართებს ყველა უწყებას, განსაკუთრებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. დარწმუნებული ვარ, რომ უსაფრთხოების სამსახური ბოლომდე მიჰყვება ამ საქმეს, ნებისმიერი ასეთი ფაქტი უნდა იყოს სრულად გამოძიებული და უნდა დავადგინოთ, ვის უნდა ჩვენს ქვეყანაში არეულობის შემოტანა, ვის უნდა ქვეყნისთვის ზიანის მიყენება. ჩვენ არ დავუშვებთ ასეთ რამეს, შესაბამისად, ჩვენი რეაგირება ყველაფერზე იქნება მაქსიმალურად მკაცრი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.საქართველოში უკრაინიდან შემოტანილ ასაფეთქებელ ნივთიერებასთან დაკავშირებით დღეს სუს-მა ახალ დეტალებზე გააკეთა განცხადება. კერძოდ, როგორც სუს-ში აღნიშნეს, ოპერატიული მასალების მიხედვით, უკრაინიდან შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერების დანიშნულების ბოლო ადგილად იკვეთება თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი.

მარტინ კუნი:„როდესაც გასართობი მედიცინად იქცა — ისტორია, რომელმაც სიცოცხლე ათასებს აჩუქა“

1903 წელს, როდესაც ნაადრევად დაბადებულ ბავშვებს საავადმყოფოს დერეფნებში სიკვდილისთვის ტოვებდნენ, მარტინ კუნს თამამი იდეა გაუჩნდა: სიცოცხლის გადარჩენის ტექნოლოგიების შემოტანა ამერიკაში — გართობის სახით.კუნიმ თავისი „ინფანტორიუმი“ კონი-აილენდზე მოაწყო, სადაც შუშის ინკუბატორების რიგებში ყველაზე პატარა მებრძოლები იყვნენ განთავსებული. ისინი იმდენად პატარები იყვნენ, რომ თოჯინების ტანსაცმელს ატარებდნენ, რადგან არცერთი მაღაზია არ ამზადებდა ტანსაცმელს საკმარისად პატარა, რომ ადამიანებისთვისაც კი.დაფაზე ეწერა: „მთელ მსოფლიოს უყვარს ბავშვი“, და ვიზიტორები 25 ცენტს იხდიდნენ შიგნით შესასვლელად. კრიტიკოსები ამას ექსპლუატაციად მიიჩნევდნენ, მშობლები კი — ხსნად.რაც ხალხმა ვერ გააცნობიერა, ის იყო, რომ ისინი სამედიცინო რევოლუციის მომსწრენი იყვნენ. შეგროვებული ყოველი მონეტა აფინანსებდა 24-საათიან საექთნო მომსახურებას, სპეციალიზებულ კვებას და კლიმატ-კონტროლირებად გარემოს — იმ სერვისებს, რომელთა უზრუნველყოფაზეც საავადმყოფოები უარს ამბობდნენ.კუნიმ ექთნებს მოუწოდა, აუდიტორიის წინაშე აეყვანათ და ჩაეხუტებინათ ჩვილები, რითაც აჩვენა, რომ ისინი არ იყვნენ „ნიმუშები“, არამედ ძვირფასი ბავშვები, რომლებიც სიყვარულისა და მზრუნველობის ღირსნი იყვნენ.ოთხი ათწლეულის განმავლობაში, სასოწარკვეთილმა ოჯახებმა ყველაზე სუსტი ბავშვები მიაბარეს მას და იპოვეს ის, რაც ექიმებმა ვერ იპოვეს: ეს იყო იმედი. როდესაც კუნის შოუები დასრულდა, მის კარებს 8000-ზე მეტი ახალშობილი იყო გამოვლილი, და დაახლოებით 6500 მათგანი ცოცხალი დაბრუნდა სახლში.ის, რასაც ბევრი „ყალბი“ ექიმის ყალბ კლინიკას უწოდებდა, თანამედროვე ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებების მოდელად იქცა. ზოგჯერ, უდიდესი სამედიცინო ინოვაციები არა სტერილურ საავადმყოფოებში, არამედ მათ ხელში იბადება, ვისაც გამბედაობა აქვს, იზრუნოს მათზე, როდესაც სამყარო გაჩერდა.მარტინ კუნს არასდროს მიუღია სამედიცინო ხარისხი. მაგრამ მან მიაღწია ბევრად უფრო დიდ რამეს: ათასობით ოჯახის მადლიერებას და მემკვიდრეობას, რომელიც დღესაც ბევრ სიცოცხლეს იხსნის.

ბოლო სიახლეები