ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026

ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნება“ ლეგიტიმაციას ქართველი ხალხისგან იღებს, სწორედ ხალხისგან მინიჭებული ლეგიტიმაციის შედეგია, რომ დღეს საქართველოს აქვს განვითარების მკაფიო ხედვა

14 წლის წინ, დღევანდელ დღეს, საქართველოს უახლეს ისტორიაში გარდამტეხი მოვლენა მოხდა, დაფუძნდა პოლიტიკური გაერთიანება – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. 2012 წლის 21 აპრილი, რომელსაც, ლოგიკურად 2012 წლის პირველ ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დამარცხება მოჰყვა, სიმბოლურად, იმ წერტილად იქცა, საიდანაც ავტოკრატიული მმართველობის მოდელის მქონე, გარე ინტერესებს დაქვემდებარებული ქვეყნიდან, თანამედროვე, დემოკრატიულ, ღირსეულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც კობახიძე განცხადებაში აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა, ნაბიჯ-ნაბიჯ, სუვერენული, სტაბილური, განვითარებული სახელმწიფოს მშენებლობისკენ დაიწყო სვლა და დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ წარსულს სამუდამოდ ჩააბარეს ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა შექმნა.

„დღეს, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დაფუძნებიდან 14 წლის შემდეგ, შეუძლებელია, არ გავიხსენოთ ის სირთულეები, რომელიც ჩვენმა გუნდმა და ქართველმა ხალხმა გადალახა. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, მიაჩნია, რომ 14 წლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს არსებულ მდგომარეობასთან პარალელების გავლება დღეს არარელევანტურია, აუცილებელია გვახსოვდეს, როგორი ქვეყნის მართვის მანდატი მიანიჭა ქართულმა საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას“ და როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ დღეს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია, უმთავრესი პრიორიტეტი კი სახელმწიფო სუვერენიტეტის, დემოკრატიული და ეროვნული ღირებულებების დაცვაა.

2012 წლამდე საქართველო სისტემური პრობლემების წინაშე იდგა, პრობლემებისა, რომლებიც არა მხოლოდ თავისუფლად სუნთქვას ხდიდა შეუძლებელს, არამედ ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს აზიანებდა.

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ჩაიბარა ქვეყანა, სადაც მართლმსაჯულება შერჩევითი იყო, სასამართლოს კი მოსახლეობის ნულოვანი ნდობა ჰქონდა; ადამიანის უფლებების უხეში და სისტემური დარღვევები ჩვენს ყოველდღიურობას წარმოადგენდა, რაც იგრძნობოდა არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ საზოგადოებრივ დონეზე; ყველა მსხვილი, მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობის შესაძლებლობის მქონე მედია, ერთი პარტიის ინტერესებს ექვემდებარებოდა, მედიის შეზღუდვის დონე კი ისეთ მასშტაბს აღწევდა, რომ ინფორმაციის მრავალფეროვნებისა და კრიტიკული აზრის მნიშვნელობაზეც კი ვეღარავინ ბედავდა საუბარს; ანტიეროვნული რეჟიმის ტერორის მთავარ საყრდენს პოლიტიზებული ძალოვანი სტრუქტურები წარმოადგენდნენ, რომლებიც საკუთარი თანამემამულეების დაცვასა და მშვიდად ცხოვრებაზე კი არ ზრუნავდნენ, არამედ მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ იარაღად იყვნენ ქცეული, იარაღად, რომელიც კლავდა, ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს და ტოტალური კონტროლისა და ზეწოლისთვის გამოიყენებოდა. ლოგიკურია, რომ ამგვარი „სამართალდამცავი უწყებების“ ფონზე, მთავარ სადამსჯელო ფუნქციას საპატიმროები წარმოადგენდა – ჩაკეტილი სისტემა, სადაც ძალიან ბევრ ადამიანს უსამართლოდ, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ათავსებდნენ რომლიდანაც არ ისმოდა ნაწამები პატიმრების ხმა და რომელშიც, ვერ აღწევდა სასჯელის მოხდის შემდეგ თავისუფლად ცხოვრების გაგრძელების იმედი.

ცალკე საკითხია უპრეცედენტო ზეწოლა კერძო საკუთრებასა და ბიზნესზე. უნდა გვახსოვდეს ათეულობით ათასი დაზარალებული, ქონებაწართმეული მოქალაქე, რომელიც სწორედ „სამართალდამცავი“, სინამდვილეში კი სადამსჯელო უწყებისა და ციხეში აღმოჩენის შიშით ვერც ხმას იღებდა და ვერც სამართალს პოულობდა.

სოციალური უთანასწორობის მაღალ დონეზე, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის დაუცველობაზე, არასაკმარისი სოციალური დაცვის მექანიზმებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, წლების განმავლობაში ვცხოვრობდით ქვეყანაში, რომელსაც პრაქტიკულად არ გააჩნდა სახელმწიფო ინსტიტუტები, ქვეყანაში, სადაც განსხვავებული აზრი არა დემოკრატიის ნაწილად, არამედ საფრთხედ და პრობლემად აღიქმებოდა და რაც მთავარია, ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ენდობოდა!

სწორედ ამგვარი იყო ის ქვეყანა, რომელსაც გარე ძალები „დემოკრატიის შუქურად“ ასაღებდნენ…“, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

განცხადებაში ირაკლი კობახიძე ასევე აღნიშნავს, რომ ამ უმძიმესი მემკვიდრეობის ფონზე, საქართველოს მოსახლეობის ლეგიტიმაციით, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან „ქართულმა ოცნებამ“ სრული პასუხისმგებლობა აიღო ქვეყნის წინაშე და ფუნდამენტური პრობლემების მიუხედავად, წლების განმავლობაში განხორციელებული სისტემური ცვლილებებით, სამართლიანი, დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა.

„დღეს, 14 წლის შემდეგ, საქართველო უკვე სრულიად განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობს, ქვეყანაში, სადაც ეტაპობრივად განმტკიცდა სამართლებრივი სახელმწიფო და მნიშვნელოვნად გაიზარდა საზოგადოების ნდობა ინსტიტუტების მიმართ. მართლმსაჯულების სისტემა გახდა გამჭვირვალე და დამოუკიდებელი, ხოლო სასამართლო კანონის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებები და თავისუფლებების დაცვა ფორმალობიდან – რეალობად იქცა, რადგან სახელმწიფოს პოლიტიკა თითოეული მოქალაქის ღირსების ხელშეუვალობასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული.

მედია გარემო მრავალფეროვანი და პლურალისტური გახდა – დღეს ქვეყანაში თავისუფლად ფუნქციონირებს განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე არაერთი ტელევიზია, ონლაინ და ბეჭდური საშუალება, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და კრიტიკული აზრის თავისუფალ გამოხატვას.

ძალოვანი სტრუქტურები გათავისუფლდა პოლიტიკური გავლენებისგან და დღეს ემსახურება კანონსა და საზოგადოებას. მათი მთავარი ამოცანაა მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა და არა პოლიტიკური ინტერესების გატარება. ეკონომიკის სფეროში შევქმენით სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო, რომელშიც დაცულია ბიზნესი და აღარ არსებობს ზეწოლის რისკები, რაც ინვესტიციების ზრდასა და კერძო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს, საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე.

„ქართული ოცნების“ პირობებში სოციალური პოლიტიკა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა – დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, გაფართოვდა სოციალური დაცვის პროგრამები, გაიზარდა მათი მასშტაბი და ხელმისაწვდომობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ამას გარდა, შემცირდა უკიდურესი სიღარიბე და გაიზარდა სახელმწიფო მხარდაჭერა მოქალაქეების მიმართ. ამ ყველაფერთან ერთად, გაძლიერდა სახელმწიფო ინსტიტუტები, გაიზარდა მათი დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, რაც ქმნის მყარ საფუძველს ქმნის ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის. პოლიტიკური გარემო, მიუხედავად არსებული განსხვავებებისა, დღეს აღიარებს და იცავს მრავალფეროვნებას, როგორც დემოკრატიის აუცილებელ ელემენტს, პარალელურად კი სახელმწიფო ახერხებს რადიკალური, ექსტრემისტული და ქვეყნის საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედების აღკვეთას..

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ბუნებრივია, გაიზარდა მოქალაქეთა ნდობა სახელმწიფოს მიმართ, რადგან დღეს საქართველო არის ქვეყანა, სადაც ხელისუფლება ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე, ხოლო ინსტიტუტები ემსახურება საზოგადოებას. რასაკვირველია, ამ ისტორიულ პროცესში განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტური როლი, რომელიც დღეს უკვე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარემ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ფორმირებაში შეიტანა. სწორედ მისმა ხედვამ და ქვეყნისა და ხალხის წინაშე აღებულმა პირადმა პასუხისმგებლობამ განსაზღვრა გზა, რომელმაც საქართველო გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა, სწორედ მისი ლიდერობით გახდა შესაძლებელი საზოგადოების გაერთიანება საერთო ეროვნული მიზნის გარშემო, დემოკრატიული ცვლილებების მშვიდობიანი გზით განხორციელება და იმ სისტემური მანკიერებების დემონტაჟი, რომლებიც წლების განმავლობაში აფერხებდა ქვეყნის განვითარებას. ეს არის გზა, რომელიც 14 წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ ნაბიჯ-ნაბიჯ გაატარა ჩვენს ქვეყანას, გზა გამოწვევებიდან – პროგრესისკენ, დაპირისპირებიდან – სტაბილურობისკენ და უნდობლობიდან – ნდობისკენ. ეს არის გზა, რომელმაც დაამტკიცა, რომ თანმიმდევრული პოლიტიკა, სუვერენიტეტის დაცვა და მშვიდობაზე ორიენტირებული ხედვა შესაძლებელია ქვეყნის წარმატების საფუძვლად იქცეს. რა თქმა უნდა, გამოწვევები კვლავ არსებობს, მით უფრო თანამედროვე მსოფლიო წესრიგის გათვალისწინებით, როდესაც გეოპოლიტიკური ინტერესები ხშირად კვეთს მცირე და განვითარებადი სახელმწიფოების ეროვნულ ინტერესებს.

ამგვარ ვითარებაში საქართველოსთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად სუვერენიტეტის დაცვა და დამოუკიდებელი პოლიტიკური კურსის შენარჩუნება რჩება. უკვე არაერთხელ ვიხილეთ ქვეყნის შიდა პროცესებზე გავლენის მოხდენის სხვადასხვა მცდელობები, იქნებოდა ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ საინფორმაციო ზეწოლა. სწორედ ამ ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მმართველი პოლიტიკური გუნდის უნარი და გამბედაობა, გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად მიიღოს და არ დაუშვას იმ ძალების გაძლიერება, რომლებიც ვიწროპოლიტიკური ინტერესის გათვალისწინებით, ყველაფერზე არიან წამსვლელი და რომელთა მმართველობაც წარსულის უმძიმეს გამოცდილებას უკავშირდება. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ლეგიტიმაციას ქართველი ხალხისგან იღებს, რაც წლიდან წლამდე ჩატარებული დემოკრატიული არჩევნებით და საზოგადოების მხარდაჭერით მტკიცდება. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი ამოცანა ქვეყნის იმ მიმართულებით განვითარებაა, რომელიც მოქალაქეთა მოთხოვნას პასუხობს. სწორედ ქართველი ხალხისგან მინიჭებული ლეგიტიმაციის შედეგია ის, რომ დღეს საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ძლიერი საფუძველი და განვითარების მკაფიო ხედვა. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თითოეულ წევრს, ჩვენი პოლიტიკური გუნდის თითოეულ მხარდამჭერს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ პატრიოტს გილოცავ ამ მნიშვნელოვან იუბილეს. წინ კიდევ უფრო დიდი მიზნები და შესაძლებლობებია, შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებითაც ერთად გავაძლიერებთ ჩვენს სამშობლოს!“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ირაკლი კობახიძის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რა წერია წერილში, რომელიც პრინცესა დაიანამ მეგობარს მისწერა? “აქ რომ დავრჩე, თავს მოვიკლავ. იმედია 1997 წელი ყველასთვის უფრო მარტივი იქნება”

ერთ-ერთ წერილში პრინცესა დაიანა აღნიშნავდა, რომ მას მკაცრად აკვირდებოდნენ და მეგობრებთან ურთიერთობის ერთადერთი გზა სწორედ წერილების გაგზავნა იყო.გამოცემა Independent-ის ცნობით, წერილები, რომლებსაც პრინცესა დაიანა მეფე ჩარლზთან განქორწინების დროს ორ ახლო მეგობარს წერდა აუქციონზე 141 150 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. სუზი და ტარეკ კასემებისთვის მიწერილი 32 წერილი აუქციონზე Lay's Auctioneers-მა გაიტანა.როგორ ამბობენ, უელსის პრინცესას ახლო მეგობრები, სუზი და ტარეკი, ამ წერილებს 25 წელზე მეტხანს ინახავდნენ. მათ არ სურდათ ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტების საკუთრების უფლება შვილებისთვის ან შვილიშვილებისთვის გადაეცათ, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება რომ წერილები გაეყიდათ, მიღებული თანხა კი იმ საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის გადაერიცხათ, რომლებზეც დაიანა და სუზი ზრუნავდნენ.აუქციონის სახლმა განცხადებაში აღნიშნა, რომ ზოგიერთი წერილი ეხება სტრესს, რომელიც დაიანამ განქორწინების პერიოდში განიცადა, თუმცა მასში მაინც იკითხებოდა პრინცესას მტკიცე და ძლიერი ხასიათი.1996 წლის 17 თებერვლით დათარიღებულ ერთ-ერთ წერილში პრინცესა წერდა, რომ მას აკვირდებოდნენ და მეგობრებთან ურთიერთობის ერთადერთი გზა სწორედ წერილების წერა იყო. რას წერდა პრინცესა დაიანა მეგობრისთვის მიწერილ წერილში? "ერთი წლის წინ რომ მცოდნოდა, რისი გამოვლა მომიწევდა, ამ განქორწინებას არასდროს დავთანხმდებოდი. ეს საშინელი და ამაზრზენი პროცესია. პირად საკითხებზე საუბარი რთულია, რადგან ჩემს სატელეფონო ხაზებს მუდმივად უსმენენ, იწერენ და ინფორმაციას გადასცემენ" - წერდა დაიანა.სხვა წერილში, რომელიც 1996 წლის 28 აპრილით თარიღდება, პრინცესა დაიანა ოპერაში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმების გამო ბოდიშს იხდიდა და მიზეზად განქორწინებით გამოწვეულ სტრესს ასახელებდა."ხანდახან ძალიან რთულია თავის მოთოკვა, დღეს მუხლებზე ვარ დაჩოქილი და მხოლოდ იმას ვნატრობ, რომ ეს განქორწინების პროცესი მალე დასრულდეს, რადგან მისი ფასი წარმოუდგენლად დიდია" - წერდა დაიანა.1996 წლის 17 დეკემბრის წერილში კი სუზის სწერდა, რომ 24 დეკემბერს სამოგზაუროდ წავიდოდა, რადგან შობა არ უყვარდა და თუ დარჩებოდა შესაძლოა თავიც მოეკლა."აქ რომ დავრჩე, თავს მოვიკლავ. იმედია 1997 წელი ყველასთვის უფრო მარტივი იქნება" - დაამატა პრინცესამ.უელსის პრინცესა 1997 წლის 31 აგვისტოს პარიზში, ტრაგიკულ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.

დონალდ ტრამპი – მივიღე გადაწყვეტილება, გავახანგრძლივოთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, ვიდრე ირანის წინადადება არ იქნება წარმოდგენილი და განხილვები არ დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაგრძელდება, ვიდრე თეირანი კონფლიქტის მუდმივ წინადადებას არ წარადგენს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა truth social-ზე დაწერა.„იმის გათვალისწინებით, რომ ირანის ხელისუფლება სერიოზულად არის გახლეჩილი, რაც მოულოდნელი არ არის, პაკისტანის ფელდმარშალ ასიმ მუნირისა და პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შარიფის თხოვნის საფუძველზე, ჩვენ გვთხოვეს, შევაჩეროთ, ირანის წინააღმდეგ დარტყმები, ვიდრე მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას არ შეიმუშავებენ. შესაბამისად, მივეცი მითითება ჩვენს სამხედრო ძალებს, გააგრძელონ ბლოკადა და ყველა სხვა მიმართულებით დარჩნენ სრულ მზადყოფნაში. ასევე მივიღე გადაწყვეტილება, გავახანგრძლივოთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, ვიდრე მათი წინადადება არ იქნება წარმოდგენილი და განხილვები არ დასრულდება ამა თუ იმ გზით“, – აღნიშნავს ტრამპი.ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 22 აპრილს იწურებოდა და აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ვადის გახანგრძლივებას არ გეგმავდა.

„ოპოზიციის ალიანსი” განცხადებას ავრცელებს

დღევანდელი საკადრო კარუსელი ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის კრიზისის კიდევ ერთი დადასტურებაა, - ამის შსახებ ნათქვამია „ოპოზიციის ალიანსის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სწრაფად ვიწროვდება იმ ადამიანების წრე, ვისაც ბიძინა ივანიშვილი ენდობა, რომ ძალაუფლება დააყრდნოს.„საკუთარი მავნე განზრახვების განსახორციელებლად, რეჟიმს სასიცოცხლოდ სჭირდება თავის წიაღში სტაბილურობა; თუმცა ეს სტაბილურობა მისთვის შეუძლებელ ამოცანად იქცა: სწრაფად ვიწროვდება იმ ადამიანების წრე, ვისაც ივანიშვილი ენდობა, რომ ძალაუფლება დააყრდნოს.ამ მდგომარეობამდე ავტოკრატი ოლიგარქი ქართული საზოგადოების უწყვეტმა და გაუტეხელმა წინააღმდეგობამ მიიყვანა. არაღიარებისა და ართანამშრომლობის პოლიტიკა, საერთაშორისო სანქციებთან ერთად, რეჟიმს ვითარების ნორმალიზების შესაძლებლობას არ აძლევს; „ქართულ ოცნებაში“ ნდობის კრიზისი ღრმავდება.„ოპოზიციის ალიანსი" გააგრძელებს არაღიარებისა და ართანამშრომლობის პოლიტიკას მანამდე, სანამ რუსეთის მოკავშირე რეჟიმს საყრდენს ბოლომდე არ გამოვაცლით და მიტაცებულ სახელმწიფოს ქართველი ხალხის სამსახურში არ დავაბრუნებთ.ამის შემდეგ ჩვენი ამოცანა იქნება კანონის უზენაესობის და სამართლიანობის დამკვიდრება, გათელილი სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენა, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საქართველოს შეუქცევადი დაბრუნება ევროატლანტიკური განვითარების ისტორიულ გზაზე.26 მაისს, 19:00 საათზე, მსვლელობა თსუ-ს I კორპუსიდან პარლამენტამდე! "- ნათქვამია განცხადებაში.

მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ძლიერი ქარი – მეტეოროლოგის გაფრთხილება მომდევნო დღეების ამინდზე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე წერს:„ამინდი: ამჟამინდელი მდგომარეობა და პროგნოზი, რომელიც ისევ წვიმიანი და ცივია. 22 აპრილისთვის, ანტიციკლონური მდგომარეობის ხანმოკლე ჩამოყალიბებით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე შედარებით დათბება და უნალექო დღე იქნება.23 აპრილს კი - ღამის საათებიდანვე სანაპირო ზოლსა და დასავლეთ საქართველოში, ხოლო დღის ბოლოდან აღმოსავლეთში - მოსალოდნელია წვიმა, ელჭექით, ზოგან შესაძლოა ლოკალურად აღინიშნოს ძლიერი ნალექი, პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის ქარი.მაღალ მთაში ისევ მოთოვს. საქართველოში 24 აპრილიც წვიმიანი და ცივი იქნება. ხშირად დასმული კითხვა როდის დათბება? აბსოლუტურად ლეგიტიმურია. თუმცა თვის ბოლომდე სტაბილურად თბილი და უნალექო ამინდები მოსალოდნელი არ არის, იქნება მხოლოდ ხანმოკლე მშრალი პერიოდები, ტემპერატურა რჩება ცვალებად რეჟიმში, წვიმა და ქარი პერიოდულად კვლავ დაბრუნდება“, - წერს მეტეოროლოგი.

ორბანი: ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან – ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ორბანის განცხადებით, მიუხედავად ბრიუსელის მხრიდან ზეწოლისა, მისი მთავრობა არ აპირებს პოზიციების დათმობას.„ბრიუსელის სატკეპნი მანქანა უკვე ამუშავდა. ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან. ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს. ჩვენ არ დავთმობთ ბრძოლას ევროპის სულისთვის!“ - წერს ვიქტორ ორბანი.ევროკავშირის სასამართლომ დღეს უნგრეთის 2021 წლის კანონი ევროპულ სამართალთან შეუსაბამოდ ცნო და ბუდაპეშტს მისი გაუქმება დაავალა. აღნიშნული კანონი კრძალავდა არასრულწლოვნებისთვის ისეთი კონტენტის მიწოდებას, რომელიც ჰომოსექსუალობის ან სქესის შეცვლის პოპულარიზაციას ახდენს.

ბოლო სიახლეები