სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე გაამახვილა. „ბოლო დროს მომხდარ ტრაგიკული ინცინდენტთან – ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, აღმოფხვრან ნებისმიერი დაბრკოლება, რაც ხელს უშლის მშვიდობიანი მოქალაქეების წინაშე ჩადენილი ყველა დანაშაულის ობიექტურ გამოძიებას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მიუხედავად გამოწვევებისა და იმ საფრთხეებისა, რომლებიც მომდინარეობს რუსეთის მიერ მუდმივი აგრესიიდან, ჩვენ მივაღწიეთ ეროვნული სტაბილურობის განსაკუთრებულ ხარისხს. ამის მიუხედავად, ჩვენ არ დაგვითმია ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის არცერთი ნაწილი და ყოველდღიურ რეჟიმში ვეწინააღმდეგებით რუსეთის შემოტევებს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, ჩვენი საზღვრებს გარეთ თუ შიგნით. საქართველოს ტერიტორიების ფარული და მცოცავი ანექსიის პოლიტიკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ყოველდღიურად გრძელდება, ხოლო ეკლიანი მავთულხლართები, რომლებიც რუსმა სამხედროებმა აღმართეს ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შუაზე ჰყოფს არა მხოლოდ ქართველ და ოს მოსახელობას ერთმანეთისგან, არამედ შუაზე ჰყოფს სოფლებსა და ოჯახებსაც კი. მზარდი მილიტარიზაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ უდიდეს რისკებს შეიცავს არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებისათვის, არამედ რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. სოფლებისა და ოჯახების დაყოფა, რასაც ემატება რუსეთის არადემოკრატიული მოქმედებები, საფრთხეს უქმნის იმ მოსახლეობის ადამიანის უფლებებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველოს მთავრობა შეშფოთებულია არა მხოლოდ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საკითხებით, არამედ ამ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობით. ბავშვებს ჩამორთმეული აქვთ განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უფლება, მოსახელობას შეზღუდული აქვს თავისუფლად გადაადგილების უფლება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძე: „რეგიონში არსებული გამოწვევები საკმაოდ რთულია იმისთვის, რომ მას მხოლოდ ერთი ქვეყანა გაუმკლავდეს“
გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და იორდანიაზე ირანის თავდასხმებს გმობს
გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო სპარსეთის ყურის ქვეყნების მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომელიც გმობს ირანის თავდასხმებს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და იორდანიაზე.რეზოლუცია ასევე მოითხოვს ირანის მხრიდან ყველა თავდასხმისა და მუქარის, მათ შორის, დაჯგუფებების მეშვეობით განხორციელებული თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტას.დოკუმენტი ასევე გმობს ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო ნაოსნობის შეფერხებისკენ მიმართულ ნებისმიერ ქმედებას.რეზოლუციას 130-ზე მეტი თანაავტორი ჰყავდა. მას უშიშროების საბჭოს 13-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, რუსეთმა და ჩინეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.როგორც „ბიბისი“ წერს, რეზოლუცია აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს არ მოიცავს.
ლიეტუვა: უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა ერთ წელიწადში 10 ათასზე მეტით გაიზარდა
ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ქვეყანაში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა გასული წლის განმავლობაში 10 000-ზე მეტით გაიზარდა.
მიმდინარე წლის 5 მარტის მდგომარეობით, ლიეტუვაში სულ 53 379 უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობდა, მაშინ როცა ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 43 071-ს, ხოლო 2024 წლის მარტის დასაწყისში 39 468-ს შეადგენდა.განახლებული მონაცემები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ლიეტუვის ხელისუფლებამ, ევროკავშირის დროებითი დაცვის მექანიზმის ფარგლებში, უკრაინელ ლტოლვილებზე გაცემული დროებითი ბინადრობის ციფრული ნებართვების შეცვლის პროცესი დაასრულა.მიგრაციის დეპარტამენტის განცხადებით, ახალი მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინიდან გამოქცეული უკრაინელების უმეტესობა, ევროპის სხვა ქვეყნებში გადასვლისა ან სამშობლოში დაბრუნების ნაცვლად, ლიეტუვაში დარჩენას ამჯობინებს.„რა თქმა უნდა, უკრაინელ ლტოლვილთა გადაადგილება არ შეჩერებულა, ისინი კვლავ საკმაოდ აქტიურად მიგრირებენ. თუმცა, უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ იმ ლტოლვილების უმრავლესობა, რომლებიც ადრე ჩამოვიდნენ და ლიეტუვაში, სულ მცირე, ერთი წელია ცხოვრობენ, ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტად მკვიდრდება“, - ნათქვამია მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის, ინდრე გასპერეს განცხადებაში.ევროკავშირმა უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმი 2022 წლის მარტში აამოქმედა. თავდაპირველად, ის ერთი წლის ვადით შემოიღეს, თუმცა მას შემდეგ რამდენჯერმე გახანგრძლივდა.უკრაინელ ლტოლვილებსა და მათი ოჯახის წევრებზე გაცემული, ამჟამად მოქმედი ბინადრობის ციფრული ნებართვები მომავალი წლის 4 მარტამდეა ძალაში. ლიეტუვაში ლეგალური სტატუსის შესანარჩუნებლად, დოკუმენტის მფლობელებმა ის ყოველწლიურად უნდა განაახლონ ან შეცვალონ.დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ნებართვა 42 500-ზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა განაახლა ან შეცვალა, გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი თითქმის 37 000-ს შეადგენდა.2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ლიეტუვის მიგრაციის საინფორმაციო სისტემა MIGRIS-ში 103 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი დარეგისტრირდა, თუმცა ყველა მათგანი ქვეყანაში არ დარჩენილა.
უკრაინა მსოფლიოში იარაღის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია
2021-2025 წლებში უკრაინა, 9.7%-იანი წილით, ძირითადი შეიარაღების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი გახდა მსოფლიოში. უკრაინისთვის იარაღის უმსხვილესი მიმწოდებლები არიან ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და პოლონეთი.
ეს ინფორმაცია სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) ახალ ანგარიშშია შეტანილი.ანგარიშის თანახმად, 2021-2025 წლებში იარაღის უმსხვილესი იმპორტიორების ხუთეულში შედიან:უკრაინა;
ინდოეთი;
საუდის არაბეთი;
კატარი;
პაკისტანი.დოკუემენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების დღიდან, უკრაინას ძირითადი შეიარაღება, სულ მცირე, 36-მა სახელმწიფომ მიაწოდა. უმსხვილესი მიმწოდებლები არიან:აშშ (უკრაინის იარაღის იმპორტის 41%);
გერმანია (14%);
პოლონეთი (9.4%).ამავდროულად, SIPRI -ი აცხადებს, რომ 2025 წელს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მოცულობა მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე 2023 ან 2024 წლებში. ამის მიზეზი, კერძოდ, 2025 წელს აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემცირებაა. ამასთან, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საგრძნობლად გაიზარდა აშშ-დან უკრაინაში იარაღის ექსპორტის გასაიდუმლოების ხარისხი, რაც ართულებს სანდო შეფასებების მომზადებას.2025 წელს, სულ მცირე, 25 სახელმწიფო დათანხმდა აშშ-სგან ძირითადი შეიარაღების შეძენას უკრაინისთვის გადასაცემად. ამ იარაღის, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის რაკეტებისა და მართვადი ბომბების მიწოდება, SIPRI-ის მიერ ფიქსირდება, როგორც აშშ-დან იარაღის ექსპორტი.
იარაღის ექსპორტი
მსოფლიოში ძირითადი ტიპის შეიარაღების ექსპორტის მოცულობა 2021-2025 წლებში, წინა ხუთწლიან პერიოდთან (2016-2020) შედარებით, 9.2%-ით გაიზარდა. ამავდროულად, რუსეთი არის ათეულში შემავალი ერთადერთი მიმწოდებელი ქვეყანა, რომლის იარაღის ექსპორტი შემცირდა. ამერიკის შეერთებული შტატები;
საფრანგეთი;
რუსეთი;
გერმანია;
ჩინეთი;
იტალია;
ისრაელი;
გაერთიანებული სამეფო;
სამხრეთ კორეა;
ესპანეთი.SIPRI-ის მონაცემებით, ხუთმა უმსხვილესმა მომწოდებელმა — შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა, რუსეთმა, გერმანიამ და ჩინეთმა — ამ პერიოდში მთლიანი იარაღის 70% გაყიდეს ექსპორტზე.2021-2025 წლებში, აშშ-ზე მოდიოდა იარაღის საერთაშორისო მიწოდების 4%, მაშინ როცა 2016-2020 წლებში ეს მაჩვენებელი 36% იყო. 2021-2025 წლებში აშშ-მ იარაღის ექსპორტი 99 ქვეყანაში განახორციელა. ამავდროულად, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პირველად, აშშ-ის იარაღის ექსპორტის ყველაზე დიდი წილი ევროპაზე მოდიოდა (38%), და არა ახლო აღმოსავლეთზე (33%).საფრანგეთი, იარაღის გლობალური ექსპორტის 9.8-პროცენტიანი წილით, რიგით მეორე უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა, ხოლო მისი იარაღის ექსპორტი, 2016-2020 და 2021-2025 წლების პერიოდებს შორის, 21%-ით გაიზარდა.რუსეთმა მესამე ადგილი დაიკავა და ერთადერთია იარაღის ათ უმსხვილეს მიმწოდებელს შორის, რომლის ექსპორტი შემცირდა (-64%).საერთო ჯამში, რუსეთის წილი იარაღის გლობალურ ექსპორტში 21%-დან (2016-2020 წლები) 6.8%-მდე (2021-2025 წლებში) შემცირდა. 2021-2025 წლებში რუსეთი ძირითადი ტიპის შეიარაღებას 30 სახელმწიფოსა და 1 არასახელმწიფო აქტორს აწვდიდა. რუსეთის იარაღის ექსპორტის თითქმის სამი მეოთხედი (74%) 2021-2025 წლებში ინდოეთზე (48%), ჩინეთსა (13%) და ბელარუსზე (13%) გადანაწილდა.ამავდროულად, გერმანიამ ჩინეთს გადაასწრო და 2021-2025 წლებში იარაღის მეოთხე უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა. გლობალურ ექსპორტში მისმა წილმა 5.7% შეადგინა. გერმანული იარაღის მთელი ექსპორტის თითქმის მეოთხედი (24%) უკრაინას დახმარების სახით გადაეცა, 17% კი ევროპის სხვა ქვეყნებში გაიგზავნა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ადვოკატის, ჩვენი კოლეგის, პაატა ბერიძის გარდაცვალების გამო. პაატა მრავალი წლის განმავლობაში ღირსეულად ემსახურებოდა ადვოკატის პროფესიას და ადამიანის უფლებების დაცვას.ვიზიარებ ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებას''-წერს სოციალურ ქსელში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი
დონალდ ტრამპი – ირანის ხელმძღვანელობა ორჯერ გავანადგურეთ, ახლა ახალი ჯგუფი მოდის, ვნახოთ, რა დაემართებათ, მათთვის ეს ომია, ჩვენთვის კი უფრო მარტივი „ექსკურსია“ აღმოჩნდა, ვიდრე...
ირანის ხელმძღვანელობა ორჯერ გავანადგურეთ, ახლა ახალი ჯგუფი მოდის, ვნახოთ, რა დაემართება მათ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.ტრამპის თქმით, ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციები დაგეგმილ გრაფიკზე სწრაფად მიმდინარეობს და ეს „რამდენიმე კვირის ექსკურსიაა“.„ეს არის ექსკურსია, რომელიც ომისგან დაგვიცავს. მათთვის ეს ომია, ჩვენთვის კი უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.შეერთებული შტატების პრეზიდენტის განმარტებით, ირანის სამხედრო და საზღვაო შესაძლებლობები პრაქტიკულად განადგურებულია.რაც შეეხება ნავთობის ფასების მატებას, როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, ეს „საომარი ვითარების შედეგია“, თუმცა აღნიშნა, რომ ფინანსური ბაზრები მალე „ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება“.

