სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე გაამახვილა. „ბოლო დროს მომხდარ ტრაგიკული ინცინდენტთან – ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, აღმოფხვრან ნებისმიერი დაბრკოლება, რაც ხელს უშლის მშვიდობიანი მოქალაქეების წინაშე ჩადენილი ყველა დანაშაულის ობიექტურ გამოძიებას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მიუხედავად გამოწვევებისა და იმ საფრთხეებისა, რომლებიც მომდინარეობს რუსეთის მიერ მუდმივი აგრესიიდან, ჩვენ მივაღწიეთ ეროვნული სტაბილურობის განსაკუთრებულ ხარისხს. ამის მიუხედავად, ჩვენ არ დაგვითმია ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის არცერთი ნაწილი და ყოველდღიურ რეჟიმში ვეწინააღმდეგებით რუსეთის შემოტევებს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, ჩვენი საზღვრებს გარეთ თუ შიგნით. საქართველოს ტერიტორიების ფარული და მცოცავი ანექსიის პოლიტიკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ყოველდღიურად გრძელდება, ხოლო ეკლიანი მავთულხლართები, რომლებიც რუსმა სამხედროებმა აღმართეს ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შუაზე ჰყოფს არა მხოლოდ ქართველ და ოს მოსახელობას ერთმანეთისგან, არამედ შუაზე ჰყოფს სოფლებსა და ოჯახებსაც კი. მზარდი მილიტარიზაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ უდიდეს რისკებს შეიცავს არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებისათვის, არამედ რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. სოფლებისა და ოჯახების დაყოფა, რასაც ემატება რუსეთის არადემოკრატიული მოქმედებები, საფრთხეს უქმნის იმ მოსახლეობის ადამიანის უფლებებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველოს მთავრობა შეშფოთებულია არა მხოლოდ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საკითხებით, არამედ ამ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობით. ბავშვებს ჩამორთმეული აქვთ განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უფლება, მოსახელობას შეზღუდული აქვს თავისუფლად გადაადგილების უფლება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძე: „რეგიონში არსებული გამოწვევები საკმაოდ რთულია იმისთვის, რომ მას მხოლოდ ერთი ქვეყანა გაუმკლავდეს“
ესტონური დაზვერვა: რუსეთის არმიის დანაკარგი ახალწვეულთა ნაკადს აჭარბებს
რუსეთი კვლავ აგრძელებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშებსა და ფრონტზე ზეწოლას, თუმცა იმაზე მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე შეიარაღებულ ძალებში ახალი კადრების მობილიზებას ახერხებს. ამის შესახებ ესტონეთის სამხედრო დაზვერვამ პარასკევს განაცხადა.ესტონეთის თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის ცენტრის ხელმძღვანელის, პოლკოვნიკ ანტს კივისელგის განცხადებით, გასულ კვირას რუსეთის ყოველდღიური დანაკარგი საშუალოდ 1 400 ჯარისკაცს შეადგენდა. ამის შესახებ მან პარასკევის ყოველკვირეულ ბრიფინგზე ისაუბრა.„ეს ტენდენცია გრძელდება და რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ახალწვეულთა რაოდენობას თვეში რამდენიმე ათასით აჭარბებს“, აღნიშნა მან.ფრონტის ხაზზე შეტაკებები კვლავ ინტენსიურია, დღეში საშუალოდ 231 საბრძოლო ეპიზოდი ფიქსირდება. ყველაზე მძიმე ბრძოლები დონეცკის ოლქში, პოკროვსკისა და კონსტანტინოვკის მიმდებარედ მიმდინარეობს, რასაც სლავიანსკის, გულიაიპოლესა და სამხრეთ სლობოჟანსკის მიმართულებები მოსდევს. პარალელურად, უკრაინულმა ძალებმა რამდენიმე სექტორში კონტრიერიშები განახორციელეს.რუსულმა შორ მანძილზე მოქმედმა იარაღმა უკრაინის სულ მცირე 10 რეგიონში ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ობიექტები დააზიანა, ხოლო ავიადარტყმებმა ელექტროენერგიის გათიშვა სულ მცირე 6 რეგიონში გამოიწვია. გარდა ამისა, გრძელდება იერიშები უკრაინის პორტებსა და მიმდებარე აკვატორიაში მყოფ გემებზე.
მშვიდობიანი მოსახლეობის უდიდესი მსხვერპლი 2022 წლის მაისის შემდეგ
მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის უმეტესი ნაწილი კვლავ რუსულ შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებაზე მოდის. ივლისში უკრაინაში სამოქალაქო პირთა ყოველთვიური მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2022 წლის მაისის შემდეგ, კერძოდ 437 დაღუპული და 2 610 დაშავებული, რაც 2025 წლის ივლისის მაჩვენებელზე 70 პროცენტით მეტია.კივისელგმა აღნიშნა, რომ რუსული იერიშების მეხუთედიდან ორ მესამედამდე უკვე რეაქტიულ დრონებზე მოდის და მათი წილი მუდმივად იზრდება.რუსულმა საჰაერო დარტყმებმა მეზობელი მოლდოვაც დააზარალა. მოლდოვის საჰაერო სივრცეში S8000 Banderol-ის ტიპის მოხეტიალე საბრძოლო მასალა შეფრინდა და უკრაინის საზღვრიდან 20 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე ჩამოვარდა.კივისელგის განცხადებით, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ აღნიშნა, რომ რუსული დრონების ნაწილი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შემთხვევით შედის, თუმცა ზოგიერთი საფრენი ტრაექტორია განზრახ შეჭრაზე მიუთითებს.
უკრაინა იერიშებს აძლიერებს
პარალელურად, უკრაინამ რუსეთისა და მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ენერგეტიკულ და სამხედრო ობიექტებზე იერიშები გააძლიერა. გასულ კვირას უკრაინულმა ძალებმა ორჯერ დაარტყეს ყირიმის ენერგოინფრასტრუქტურას. დრონების ქვედანაყოფებმა ნახევარკუნძულზე განთავსებულ Bastion-M-ის სარაკეტო სისტემებს, აეროდრომებს, რადარებსა და დრონების მართვის ცენტრებსაც მიაყენეს დარტყმა.კივისელგის ცნობით, პირველი ივლისის შემდეგ უკრაინულმა ჯარებმა ყირიმში 240-მდე ენერგეტიკულ ობიექტს დაარტყეს.უკრაინულმა ძალებმა ბოლო პერიოდში იერიშები განახორციელეს როსტოვის ოლქში მდებარე სარაკეტო საწვავის ქარხანაზე, ლენინგრადის ოლქსა და ბაშკირეთში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე, მოსკოვისა და ტვერის ოლქებში Wildberries-ის საწყობებზე, მოსკოვის ოლქში ქიმიურ ქარხანასა და ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე „სავასლეიკას“ ავიაბაზაზე.კივისელგმა ასევე დასძინა, რომ სამარის ოლქში „როსკოსმოსის“ საწარმო „პროგრესზე“ მიტანილმა იერიშმა, სადაც თანამგზავრების ორბიტაზე გასაყვანი „სოიუზ-2“-ის ტიპის რაკეტები იწყობა, შესაძლოა შეაფერხოს რუსული პროექტის, Starlink-ის ალტერნატივად ჩაფიქრებული „რასვეტის“ თანამგზავრების გაშვება, რაც რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს სერიოზულად შეზღუდავს.
იერიშების გავლენა რუსეთის ონლაინვაჭრობასა და საჯარო ღონისძიებებზე
საწვავის ინდუსტრიაზე დარტყმებმა რუსეთში საწვავის დეფიციტი გამოიწვია. დეფიციტი უკვე დაფიქსირდა 10 რეგიონსა და უკრაინაში მებრძოლ რუსულ დანაყოფებში. გარდა ამისა, Wildberries-ის ათი უდიდესი საწყობიდან შვიდზე მიტანილმა იერიშებმა რუსული ონლაინვაჭრობის გიგანტის ბრუნვა 25 პროცენტამდე შეამცირა.უკრაინული იერიშები რუსეთში საჯარო ღონისძიებების ჩატარებასაც აფერხებს. კივისელგის თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ სამხედრო-მუსიკალური ფესტივალი და სხვა პატრიოტული შეკრებები გააუქმა. ორგანიზატორების მიერ დასახელებული „დაუძლეველი გარემოებები“ კი, სავარაუდოდ, სწორედ უკრაინული დრონების თავდასხმის საფრთხეს გულისხმობს.
სტატიის ავტორია „ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი” – ERR. თავდაპირველად გამოქვეყნდა: 21 აგვისტო, 2026, 15:29 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ გააუქმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომელიც 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერებას ითვალისწინებდა
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გააუქმა, რომლითაც 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეჩერდა, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ეხებოდა, მათ შორის, საქართველოს, აზერბაიჯანს და სომხეთს.აკრძალვა ეხებოდა საიმიგრაციო ვიზებს – ოჯახის წევრებთან შეერთების ან სამუშაოს დაწყების მიზნით, მაგრამ არ ვრცელდებოდა არაიმიგრაციულ ვიზებზე, როგორებიცაა ტურისტული ან სტუდენტური ვიზები.მოსამართლის განცხადებით, სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ამის გაკეთების უფლება არ ჰქონდა და აღნიშნული პოლიტიკა კანონს ეწინააღმდეგებოდა.დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აღნიშნავდნენ, რომ საიმიგრაციო ვიზებზე უარის თქმა საჭირო იყო, რადგან ამ ქვეყნების მოქალაქეები, სავარაუდოდ, სახელმწიფო შეღავათებით ისარგებლებდნენ.ხოლო სასამართლომ დაადგინა, რომ სინამდვილეში უარს ეუბნებოდნენ ისეთ ადამიანებსაც, რომლებსაც აშკარად შეეძლოთ საკუთარი თავის რჩენა, ყოველგვარი დახმარების გარეშე. კანონით კი, თითოეული განმცხადებელი ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, ამიტომ ეს გადაწყვეტილება კანონის დარღვევად ჩაითვალა.სიაში შესული 75 ქვეყნის უმეტესობა აფრიკის, ლათინური ამერიკის, კარიბის ზღვის, აღმოსავლეთ ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებია, მათ შორის არიან აშშ-ის მოკავშირეებიც – იორდანია და ეგვიპტე.როგორც „სიენენი“ იტყობინება, გადაწყვეტილება აუქმებს ყველა იმ სავიზო უარს, რომელიც მხოლოდ აღნიშნულ პოლიტიკას ეფუძნებოდა და შესაძლოა, ათასობით განაცხადის ხელახალი განხილვა გახდეს საჭირო.დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია, გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
იაპონიაში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – არიან დაშავებულები
იაპონიაში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც ძლიერი ბიძგები და ათობით ადამიანის დაშავება გამოიწვია. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს (JMA) ცნობით, მიწისძვრა იბარაკის პრეფექტურის სამხრეთით, ტოკიოს მახლობლად, დაახლოებით 68 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. ცუნამის საშიშროების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.იაპონიის ხანძარსაწინააღმდეგო და კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 37 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი მძიმე მდგომარეობაშია. საიტამას პრეფექტურაში ასევე დაზიანდა ერთი შენობა.მიწისძვრის შედეგად, ტოკიოში ზოგიერთი რეგიონალური სარკინიგზო მომსახურება შეფერხდა.
ხატს „გველის ღვთისმშობელს“ უწოდებენ-რას გვეუბნება ძველი გადმოცემა
კუნძული კეფალონია (საბერძნეთი), რომელიც იონიის ზღვაში მდებარეობს, მარტო იმით არაა გამორჩეული, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძულია ამ ზღვაში.სწორედ ამ კუნძულზე, ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამის მიძინების დღეს, ყოველწლიურად აღესრულება სასწაული, რომელიც მნახველებს აცვიფრებს – სოფელ მარკო პოლოში, ღვთისმშობლის მიძინების სამლოცველოში, დღესასწაულზე დასასწრებად და ხატის თაყვანის საცემად ტაძარში… შხამიანი გველები მოდიან.ხატს „გველის ღვთისმშობელს“ უწოდებენ.გადმოცემის თანახმად, იმ ადგილას, სადაც ახლა სამლოცველოა, ადრე ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი ყოფილა.ერთხელ, როდესაც სოფლის ყველა მამაკაცი ზღვაში სათევზაოდ იყო გასული, მონაზვნებმა მეკობრეთა გემი დალანდეს და შეშინებულებმა ჩარაზეს მონასტრის ჭიშკარი, თავად კი გულმოდგინედ ევედრებოდნენ დედა ღვთისმშობლის ხატს, დაეფარა მათი ღირსება.მაგრამ ხის ალაყაფმა მეკობრეთა ძალას ვერ გაუძლო. როდესაც ისინი მონასტერში შეცვივდნენ, იქ, მონაზონთა ნაცვლად, შავი გველები დახვდათ.მოძალადეები თავზარდაცემულნი გაერიდნენ იქაურობას. როგორც მარკო პოლოს მცხოვრებნი ამტკიცებენ, მათ სამლოცველოში სწორედ ის ხატია დაცული, რომელსაც ასე გულმოდგინედ ევედრებოდნენ მონაზვნები მეკობრეთაგან ხსნას და ეს ხატი პანაგია ფეტუსა გახლავთ.ყოველი წლის მარიამობის წინა საღამოს მთებიდან ჩამოდიან შხამიანი გველები და სწორედ ამ სამლოცველოსთან იკრიბებიან, ტაძარში მორწმუნეებთან ერთად შედიან და წირვას ესწრებიან.მიუხედავად იმისა, რომ სამლოცველოში უამრავი ხატია, გველები ღვთისმშობლის ხატისაკენ მიიწევენ და მასზე გართხმულები უსმენენ ღვთისმსახურებას.რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ეს შხამიანი გველები ამ დღესასწაულზე სრულიად უვნებელნი ხდებიან-მლოცველებს ისინი ხელში აჰყავთ, ტაძარში შესვლაში ეხმარებიან, ეთამაშებიან და ეფერებიან ხოლმე.წირვის დასრულებისთანავე გველები ჩამოცოცდებიან ღვთისმშობლის ხატიდან და კვლავ მთებს მიაშურებენ.იმ წუთებიდან მათთან შეხებას არავის ურჩევენ, რადგან მათი შხამი მომაკვდინებელია. მარიამობას მათ დანახვას არავინ უფრთხის-ადგილობრივი თუ სტუმრად ჩასული მართლმადიდებლები სიხარულით ელიან ამ დიდი სასწაულის ხილვას.მარკოპოლოელმა ქრისტიანებმა იციან, რომ, თუკი გველები არ გამოჩნდნენ, ესე იგი, იმ წელს დიდი განსაცდელს უნდა ელოდნენ. ასე იყო 1943 წელს-მაშინ ფაშისტებმა უამრავი ადამიანი დახვრიტეს – თითო ოჯახიდან თითო კაცი; გველები არ მოდიან ეკლესიაში მაშინაც, თუკი იმ წელს გვალვა ან მიწისძვრაა მოსალოდნელი.
გიორგი ქინქლაძე ევროპის ჩემპიონია, შოთა კაკაბაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა
პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (U17) საქართველოს ნაკრებიდან გიორგი ქინქლაძემ (65 კგ) და შოთა კაკაბაძემ (65 კგ) იასპარეზეს და ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.ქინქლაძემ ატაცში 118 კგ დაძლია, აკვრაში 148 კგ, ორჭიდის ჯამში 266 კგ მოაგროვა, სამი ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტული არავის დაუთმო.შოთა კაკაბაძე ატაცში ქინქლაძეს ერთი კოლოგრამით ჩამორჩა, 117 კგ დაძლია, აკვრაში 143-კილოგრამიან შტანგას გაუმკლავდა, ხოლო ორჭიდის ჯამში მოგროვილი 260 კილოგრამით სამი ვერცხლი მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონი გახდა.

