ორშაბათი, ივლისი 13, 2026

ირაკლი კობახიძე – რასაც ღიად ვერ ბედავენ პოლიტიკოსები, მათი ტელევიზიები აკეთებენ, პირდაპირ რუკა ჰქონდათ გაშლილი და საუბრობდნენ, როგორ შეიძლება, შეიჭრას საქართველო სოხუმში და ცხინვალში

რასაც ღიად ვერ ბედავენ პოლიტიკოსები, მათი ტელევიზიები აკეთებენ, პირდაპირ რუკა ჰქონდათ გაშლილი და რუკის ფონზე საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, შეიჭრას საქართველო სოხუმსა და ცხინვალში; ეს არის მათი რიტორიკა, ეს არის უდიდესი საფრთხის შემცველი და ყველას კარგად გვესმის, მის უკან რა ინტერესი შეიძლება იდგეს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პოსტივის“ ეთერში.

კობახიძის თქმით, ეს რიტორიკა ისმის პირდაპირი ფორმითაც და მათ ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ, ეს არის ქვეყნის ჩართვა სამხედრო კონფლიქტში.

„ჯერჯერობით, პოლიტიკოსები იმდენად ვერ ბედავენ, მაგრამ თუ ჩართავთ მათ სატელევიზიო არხებს – „მთავარ არხს“, „ტვ პირველს“, „ფორმულას“, მათ ეთერებში პირდაპირი თუ ირიბი ძალიან ღია რიტორიკა გვესმის იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში. რამდენჯერმე პოლიტიკოსებმა სცადეს ამ თემის შემოტანა დისკუსიაში, იგივე უსუფაშვილი, მარგველაშვილი, ისინი ღიად საუბრობენ ომზე, იარაღზე და ა.შ. ჩვენ რომ ვუპასუხეთ, უსუფაშვილს უკან დაწევა მოუწია, მაგრამ მცდელობა იყო. რასაც ღიად ვერ ბედავენ პოლიტიკოსები, მათი ტელევიზიები აკეთებენ, პირდაპირ რუკა ჰქონდათ გაშლილი ამასწინათ და რუკის ფონზე საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, შეიჭრას საქართველო სოხუმში და ცხინვალში. ეს არის მათი რიტორიკა, ეს არის უდიდესი საფრთხის შემცველი და ამის უკან რა ინტერესი შეიძლება, იდგეს, ყველას კარგად გვესმის, თუმცა, ამ სიღრმეებში არ შევალ, რადგან ძალიან მგრძნობიარე თემაა. ერთი, რაც შეიძლება ცალსახად ითქვას, არის ის, რომ ისინი თავიანთ პოლიტიკურ შანსს ხედავენ საქართველოში ვითარების არევაში და სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვაში. ისინი ვერანაირად ვერ ახერხებენ ხელისუფლების პოზიციების შერყევას და რა თქმა უნდა, საქართველო რომ ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, ეს ბევრ სხვა სიმძიმესთან ერთად გამოიწვევს იმასაც, რომ შესუსტდება ხელისუფლების სისტემა, რაც მმართველ პარტიაზეც აისახება. ეს არის მათი მიზანი, რაზეც ღიად საუბარს ვერ ბედავენ, თუმცა, ყველა პროვოკაციიდან ჩანს, რომ მათ ახლა ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ, ეს არის ქვეყნის ჩართვა სამხედრო კონფლიქტში, ეს არის ომის პარტია, რაც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარიამ ქვრივიშვილი – სახელმწიფო თავად განავითარებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, შექმნის იმ ეკოსისტემას, რომელიც გააერთიანებს არაერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს ტრადიციულად ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო წლების განმავლობაში შვიდ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ამ სექტორში, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინვესტიციების ფარგლებში აშენდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მაგისტრალური გზები, ახალი საერთაშორისო აეროპორტი და საქართველოს მთავრობა ასევე განაგრძობს ინვესტიციას საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაში.ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ის „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება და მისი მფლობელი სახელმწიფო იქნება.„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი ჩვენი ქვეყნისთვის. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩვენი ქვეყნისთვის – სტრატეგიული ობიექტის მფლობელი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შემთხვევაში იქნება სახელმწიფო. სახელმწიფო თავად განავითარებს პორტს, შექმნის იმ ეკოსისტემას, რომელიც გააერთიანებს არაერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ძალიან დიდი დაინტერესება არის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ოპერირებასთან დაკავშირებით ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან – მათ შორის აზერბაიჯანიდან, ასევე დასავლური კომპანიებიდან.„ჩვენს ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, რომ ძალიან სწორი პოლიტიკით, ძალიან სწორი მიდგომით აირჩიოს ის პარტნიორები, რომლებთან ერთადაც უკვე ოპერირების განსხვავებული მოდელით, ქართული მფლობელობით, მაგრამ საერთაშორისო თანამშრომლობით უზრუნველყოფს ტვირთნაკადების მოზიდვას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განსაკუთრებულ წარმატებას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობილია, რამდენ დოლარს მიიღებენ RAF-ში გამარჯვებული ქართველი მოჭიდავეები

ცნობილი გახდა, რა ოდენობის ფულად ჯილდოს მიიღებენ ქართველი მოჭიდავეები, რომლებმაც RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვეს.ორგანიზატორების ინფორმაციით, თითოეული გამარჯვებული სპორტსმენი 100 000 აშშ დოლარით დაჯილდოვდება, ხოლო გამარჯვებულებს 200 000 გადაეცემათ.ტურნირზე გამარჯვება მერაბ დვალიშვილმა, გენო პეტრიაშვილმა, გივი მაჭარაშვილმა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოიპოვეს.რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველ მონაწილეს, ვლადიმერ გამყრელიძე საჩემპიონო შეხვედრაში ამერიკელ კაილ დეიკთან 0:2 დამარცხდა.

„სრულიად საქართველოს ეხება!“ – ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება, რომელიც 6 ივლისით თარიღდება.„იყავით ფრთხილად ზღვისპირა ქალაქებში და არამარტო... შოვის მსგავსი საკითხების წინაშე დავდგებით! გაუფრთხილდით ერთმანეთს. ძალიან დიდი ნგრევები წყლის სახით, მცოცავი მიწა! სახლებს მიხედეთ. სრულიად საქართველოს ეხება! ძალიან ბევრი აღმოსავლეთით და დასავლეთში,“ - წერს ეზოტერიკოსი.

შსს-ს მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, 13 ივლისს თელავში პრაქტიკული გამოცდის­ როგორც პირველი ეტაპი (მოედანი), ისე მეორე ეტაპი (ქალაქი) არ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.მათივე ცნობით, მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მძღოლობის კანდიდატებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და გამოცდის ახალ თარიღს შეუთანხმებენ.„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ ქალაქ თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, 13 ივლისს ქალაქ თელავში პრაქტიკული გამოცდის როგორც პირველი ეტაპი (მოედანი), ისე მეორე ეტაპი (ქალაქი) არ ჩატარდება.მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მძღოლობის კანდიდატებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და გამოცდის ახალ თარიღს შეუთანხმებენ.პრაქტიკული გამოცდის განახლებისა და სააგენტოს სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით ვაცნობებთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რომის პაპი – სამწუხაროდ, ომის ქარები კვლავ უბერავს ახლო აღმოსავლეთში, უკრაინასა და მრავალ სხვა რეგიონში, ნუ მივცემთ ამ ქარებს საშუალებას, ჩააქრონ იმედისა და მშვიდობის...

რომის პაპმა, ლეო XIV-მ ახლო აღმოსავლეთში, უკრაინასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში არსებული კონფლიქტების ფონზე, ქვეყნებს დიალოგისა და დიპლომატიისკენ მოუწოდა.მისი თქმით, აუცილებელია, შეჩერდეს „ომის ქარები“, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში ქრის.„სამწუხაროდ, ომის ქარები კვლავ უბერავს ახლო აღმოსავლეთში, უკრაინასა და მსოფლიოს მრავალ სხვა რეგიონში. ისინი ძალადობას, ტერორსა და სიკვდილს თესავენ და კვლავ უამრავ უდანაშაულო ადამიანს სწირავენ. ნუ მივცემთ ამ ქარებს იმის საშუალებას, რომ ჩააქრონ იმედისა და მშვიდობის ალი, მაშინაც კი, როცა ის მყიფე და მერყევი ჩანს. კვლავ გამოვთქვამ იმედს, რომ დიალოგის, ურთიერთგაგებისა და დიპლომატიის გზას ერთგულად გაჰყვებიან. ეს ერთადერთი გზაა, რომელსაც შეუძლია, სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობამდე მიგვიყვანოს, სადაც ხალხები ურთიერთუსაფრთხოების პირობებში და თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემით იცხოვრებენ“, – განაცხადა პაპმა.რომის პაპის მოწოდება იმ ფონზე გაჟღერდა, როცა ახლო აღმოსავლეთში აშშ-სა და ირანს შორის საჰაერო იერიშები განახლდა, ხოლო უკრაინაში რუსეთმა კიევზე თავდასხმები გააძლიერა. ივლისში კიევსა და მის შემოგარენში განხორციელებულ დარტყმებს 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. საპასუხოდ, უკრაინამ რუსეთის სამხედრო ლოგისტიკაზე დარტყმები გააძლიერა.

ბოლო სიახლეები