ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაცმოძრაობა“, რაც უფრო მეტად აჩვენებს საკუთარ მხარდამჭერებს, რომ არათანმიმდევრული პოლიტიკური ძალაა, მით უკეთესი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტას გამოეხმაურა.

„რეალურად რა მოხდა. მათ გამოაცხადეს ბოიკოტი, ამის შემდეგ პარტია და შესაბამისად ფრაქცია დატოვა რომან გოცირიძემ და მიხვდნენ, რომ ბოიკოტი კიდევ უფრო ხელს უწყობს მათ დაშლას. ამის გამო გამოავლინეს კიდევ ერთხელ არათანმიმდევრულობა და გადაწყვიტეს პარლამენტის ბოიკოტის მოხსნა. შემოდიან კომიტეტებზე, მერე ისევ სხვა ვითარება ექნებათ და შეიცვლიან პოზიციას. ეს არათანმიმდევრულობა არის თავიდან ბოლომდე მათი სისუსტის შედეგი. კარგია, კარგია, რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაცმოძრაობა“, რაც უფრო მეტად აჩვენებს მათ შორის საკუთარ მხარდამჭერებს, რომ არათანმიმდევრული პოლიტიკური ძალაა, მით უკეთესი. ხაბეიშვილს ახლა არავინ არაფერს ეკითხება. ყველამ ვიცით, რომ ის არის ფორმალური თავმჯდომარე და სინამდვილეში კეზერაშვილი და მერაბიშვილი მართავენ ყველაფერს ამ პოლიტკურ პარტიაში და ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს ამ პარტიაში. არც ხაბეიშვილის სიტყვა და არც მისი რეპუტაცია არავის აინტერესებს“, – განაცხადა კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სირიისა და საქართველოს მიმართ აშშ-ს აქვს სხვადასხვა სტანდარტი, საქართველოში მათი ინვესტიცია, გაწეული შრომა განუზომლად დიდია, ვიდრე სირიაში – ლევან სანიკიძე

სირიისა და საქართველოს მიმართ აშშ-ს აქვს სხვადასხვა სტანდარტი, საქართველოში მათი ინვესტიცია, გაწეული შრომა და ჯაფა განუზომლად დიდია, ვიდრე სირიაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.ლევან სანიკიძეს კითხვა დაუსვეს, რამდენად სწორია აშშ-ის გადაწყვეტილება სირიისთვის სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით.„იმ კატასტროფის შემდეგ, რასაც ბაშარ-ალ-ასადის რეჟიმი ერქვა, ბუნებრივია, შეუძლებელია, დღეს სირიაში ასე სწრაფად იყოს დამყარებული დემოკრატია, მაგრამ, რასაც ვუყურებ, ბაშარ-ალ-ასადის რეჟიმზე უკეთესი მდგომარეობა არის. მათ ძალიან ბევრი და სწორხაზოვანი ნაბიჯი აქვთ გადასადგმელი, რათა დემოკრატიული სახელმწიფო გახდნენ. სანქციები დაწესებული იყო ბაშარ-ალ-ასადის ავტოკრატიული დიქტატორული რეჟიმისთვის, რომელიც პირდაპირ ხვრეტდა განსხვავებული მოსაზრების ადამიანებს. ჩემი აზრით, ეს არის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ისინი შანსს მისცემენ, შანს აძლევენ სირიის ახალ ხელისუფლებას, რამენაირად მოხდეს ამ სახელმწიფოს დემოკრატიულ რელსებზე შეყენება“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.როგორც სანიკიძემ აღნიშნა, აშშ საქართველოს არ უწესებს სანქციებს, სანქციებს უწესებენ „ქართულ ოცნებას“.„საქართველოს არ უწესებენ, უწესებენ საქართველოს ხელისუფლებას. ეს კრიტიკული სხვაობაა. ხელისუფლებას და სახელმწიფოს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. სახელმწიფოსთვის დაწესებული სანქციაა მე და თქვენ რომ არ შეგვიშვან და თქვან, საქართველოს მოქალაქეებს აღარ ვიღებთო, მაგრამ შალვა პაპუაშვილზე თუ იტყვიან, არ ვუშვებთო, ეს პრობლემა არაა ჩემთვის. ქართული სახელმწიფო და „ქართული ოცნება“ არის სხვადასხვა. ისინი სანქციებს უწესებენ „ქართულ ოცნებას“, რათა გადარჩეს ქართული სახელმწიფო. ამ ვითარებაში ჩემი და მათი აზრი ემთხვევა ერთმანეთს. სირიის და საქართველოს მიმართ აშშ-ს აქვს სხვადასხვა სტანდარტი. საქართველოში მათი თუნდაც ინვესტიცია, გაწეული შრომა და ჯაფა არაღიარების პოლიტიკასთან, შეიარაღებული ძალების შენებასთან, ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით არის განუზომლად დიდი, ვიდრე სირიაში. შესაბამისად, სირიასთან მათ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება არ ჰქონიათ გაფორმებული, რაც საქართველოსთან ჰქონდათ. ჩვენ ერთ ნაბიჯში ვიყავით 2012 წელს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან. „მეგობარ აქტში“ რატომ ხედავს „ქართული ოცნება“ მაინც და მაინც ცუდს, იქ უვიზო მიმოსვლაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე, შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე არაა საუბარი? რითაც თითოეული ჩვენგანი იხეირებს. ირაკლი ზარქუას თუ დაასანქცირებენ, ამაზე ნამდვილად ვერ ვიჯავრებ, პირიქით, გამიხარდება“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში – ექსპერტები უფრო ძლიერ ბიძგებსაც არ გამორიცხავენ

თურქეთში, მუგლას სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 6.0 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.მედიის ცნობით, ბიძგები მეზობელ პროვინციებშიც იგრძნობოდა, როგორიცაა დენიზლი, ანტალია, აიდინი, იზმირი, ისპარტა, ბურდური და მანისა, ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი 20.41 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.როგორც ადგილობრივ მედიასთან პროფესორმა სულეიმან პამპალმა განაცხადა, "თუ ამ რეგიონში უფრო ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდება, ეს მოულოდნელი არ იქნება".

ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა სანქციების 17-ე პაკეტი შეათანხმეს, რომელიც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ არის მიმართული

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 17-ე პაკეტი შეათანხმეს.როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ „იქსში“ წერს, შემზღუდავი ზომების ახალი პაკეტი ძირითადად მიმართულია რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ.„ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვზღუდავთ წვდომას ტექნოლოგიებთან, რომლებიც ბრძოლის ველზე გამოიყენება. სიაში დავამატეთ კიდევ 189 ხომალდი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტიდან“, რათა დავარტყათ რუსეთის ენერგეტიკულ ექსპორტს. ეს ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მზარდ ზეწოლას კრემლზე“, – დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა.„დოიჩე ველეს“ ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცების შემდეგ შეზღუდვები, მთლიანობაში, დაწესებული იქნება რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში შემავალი 340-ზე მეტი ხომალდის მიმართ. ეს ის ხომალდებია, რომლებიც რუსული ნავთობით  უკანონოდ ვაჭრობენ.ამასთან, ახალ პაკეტში შევა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების თავის არიდებაში მხილებული 30 კომპანია და 75 ფიზიკური, თუ იურიდიული პირი, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის სამხედრო მრეწველობასთან.ოფიციალურად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 17-ე პაკეტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 20 მაისს დაგეგმილ შეხვედრაზე დაამტკიცებენ.როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ევროკავშირმა ასევე შექმნა სამართლებრივი ბაზა, რომელიც საშუალებას იძლევა, სანქციები დაუწესდეს პროპაგანდისტებს. როგორც ნავარაუდებია, ამ სიაში მოხვდება 20 პირი და ორგანიზაცია, რომელიც დეზინფორმაციას ავრცელებს.ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის სანქციები დაუწესდებათ იმ მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომლებიც დაკავშირებულები არიან რუსი ოპოზიციონერების ალქსეი ნავალნისა და ვლადიმირ ყარა მურზას საქმეებთან. ამ სიას 20 ადამიანი დაემატება.ამასთან, ქიმიური იარაღის გამოყენების აკრძალვის ფარგლებში ევროკავშირი დააწესებს შეზღუდვას იმ ქიმიური ნივთიერებების ექსპორტზე, რომელთა გამოყენებაც რაკეტებში ხდება.

თვითმხილველების ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები მტკვარში 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ეძებენ, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მდინარეში გადავარდნილ ავტომობილში იმყოფებოდნენ

თვითმხილველების ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები მტკვარში 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ეძებენ, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მდინარეში გადავარდნილ ავტომობილში იმყოფებოდნენ.მათივე ინფორმაციით, მანქანაში თავდაპირველად 4 პირი იმყოფებოდა, საიდანაც მაშველებმა 1 პირის გამოყვანა შეძლეს.„ვისაც ეძებენ, სამივე 20-დან 25 წლამდე ასაკის არის. ორი გადმოხტა და ერთის გადარჩენა შეძლეს, მეორე წყალმა წაიღო”, - აღნიშნავენ თვითმხილველები.მდინარე მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მტკვრის კალაპოტში წყლის დონე შეამცირეს ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან, ამიტომ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

დონალდ ტრამპი – ჩვენ ვაპირებთ, შევქმნათ აყვავებული ახლო აღმოსავლეთი და მსოფლიოს გეოგრაფიული ცენტრი

ჩვენ ვაპირებთ, შევქმნათ აყვავებული ახლო აღმოსავლეთი და მსოფლიოს გეოგრაფიული ცენტრი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.დონალდ ტრამპის თქმით, სირიის პრეზიდენტთან, აჰმად ალ-შარაასთან გამართული მნიშვნელოვანი შეხვედრის შემდეგ, აშშ იკვლევს ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობებს სირიასთან.ტრამპის განცხადებით, მისთვის პატივია სირიისთვის სანქციების მოხსნა და ლიბანსაც აქვს შანსი, ჰქონდეს „უკეთესი მომავალი“ და ისეთი, რომელიც „თავისუფალი იქნება „ჰეზბოლას“ გავლენისგან“.თეთრი სახლის განცხადების თანახმად, შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა ალ-შარაას შესთავაზა დირექტივების სერია, მათ შორის ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით აბრაამის შეთანხმებებზე ხელმოწერა, ყველა უცხოელი ტერორისტის მიერ სირიის დატოვებისკენ მოწოდება, პალესტინელი ტერორისტების დეპორტაცია, შეერთებული შტატების დახმარება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხელახალი აღორძინების თავიდან აცილებაში და პასუხისმგებლობის აღება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაკავების ცენტრებზე ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში.სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეგიონისთვის წარმოუდგენელი შეთავაზებებია ხელმისაწვდომი, შემდეგ კი, ბაიდენის ადმინისტრაცია „არაკომპეტენტურობით ქაოსის შექმნაში“ დაადანაშაულა. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სურს ირანთან შეთანხმების დადება, მაგრამ იმისთვის, რომ ეს მოხდეს, ირანმა უნდა „შეწყვიტოს ტერორის სპონსორობა“ და „არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი“.აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პალესტინელებისთვის „უსაფრთხოებისა და ღირსების“ მომავლს იმედოვნებს, თუმცა ეს შეუძლებელია, როდესაც ღაზის ლიდერები ძალადობას აგრძელებენ. ტრამპის თქმით, აფასებს „კონსტრუქციულ როლს, რომელიც რეგიონის ლიდერებმა შეასრულეს ამ კონფლიქტის დასრულების მცდელობაში“.

ბოლო სიახლეები