პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ანგარიშთან დაკავშირებით კონკრეტულ თარიღს ელოდება
„ეს არის პრეზიდენტის მოხსენება, შესაბამისად, ინიციატივა არის მის მხარეს. მან უნდა შემოგვთავაზოს ჩვენ მოხსენების თარიღი და ჩვენ შეგვიძლია დაველოდოთ მხოლოდ და მხოლოდ ამ შემოთავაზებას და ჩვენ ვართ ნებისმიერ დროს მზად იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
გიორგი მარგველაშვილის ანგარიშსს პარლამენტში 2 თვეა ელოდებიან რადგან რეგლამენტის მიხედვით ყოველ წლიური ანგარიშით საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ისმენს.