ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2026

ირაკლი კობახიძე – გვქონდა კონსულტაციები პარტიიდან წასულებთან და პრინციპულ საკითხებზე მიღებული იქნება ერთიანი გადაწყვეტილებები

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიიდან წასულ დეპუტატებთან ჰქონდათ კონსულტაციები, რის თანახმადაც, ისინი პრინციპულად საერთო გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერენ.

ამის შესახებ კობახიძემ უპასუხა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას – „ქართულ ოცნებას“ 75 ხმა აქვს, კანონპროექტების მიღებისთვის საჭიროა 76 ხმა, დაუჭერენ თუ არა „ოცნებიდან“ წასული ხალხი მხარს 12 რეკომენდაციის შესრულებას?“.

კობახიძის თქმით, პარტიიდან წასულები რჩებიან საპარლამენტო უმრავლესობაში და ეს ნიშნავს იმას, რომ პრინციპულ საკითხებზე მიღებული იქნება ერთიანი გადაწყვეტილებები.

„ჩვენ მათთან კონსულტაცია გვქონდა, მათ შორის ამ თემასთან დაკავშირებით, რაც არის ძალიან პრინციპული. მათი საერთო პოზიცია გვაქვს მოსმენილი იმის თაობაზე, რომ ისინი პრინციპულად საერთო გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერენ. მათ შორის ეს ეხება 12 რეკომენდაციის გარშემო მისაღებ გადაწყვეტილებებს, პარლამენტის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებს. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამაზე გვქონდა კონსულტაციები. ერთად ვრჩებით საპარლამენტო უმრავლესობაში და ეს ნიშნავს იმას, რომ პრინციპულ საკითხებზე მიღებული იქნება ერთიანი გადაწყვეტილებები ამ მოძრაობის დეპუტატი წარმომადგენლების მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

უკრაინის დაზვერვა – ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო დანაყოფმა დასავლეთ რუსეთში განლაგება დაიწყო

ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო დანაყოფმა დასავლეთ რუსეთში განლაგება დაიწყო, – ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის დაზვერვის ანგარიშში. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ შეიძლება, დანაყოფს 120-მდე ბალისტიკური რაკეტა და ექვსი გამშვები მოწყობილობა ჰქონდეს.უკრაინის დაზვერვის მთავარი დირექტორატის წარმომადგენელმა, ანდრეი ჩერნიაკმა განაცხადა, რომ რუსეთი გეგმავს ჩრდილოეთ კორეის დაახლოებით 90 სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი სარაკეტო დანაყოფის განთავსებას რუსეთის დასავლეთში, ვორონეჟის რეგიონში, მისი 112-ე სარაკეტო ბრიგადის ფარგლებში.დასავლური მედიის შეფასებით, ფხენიანმა უკვე გაუგზავნა რუსეთს 40 ერთეული KN-23 და KN-24 ბალისტიკური რაკეტების ახალი პარტია, ხოლო გასულ კვირას რუსეთმა, თითქმის ერთი წლის განმავლობაში პირველად, ჩრდილოეთკორეული ორი რაკეტა გაუშვა უკრაინის მიმართულებით.

გთხოვთ, გააზიაროთ, რომ მეტმა ადამიანმა ნახოს!”

,,სასწრაფო ინფორმაცია! მანგლისში ახალგაზრდა ქალი, თამარ ფერცულიანი იძებნება. ​ოჯახის წევრების განცხადებით, იგი მანგლისიდან გუშინ გავიდა და სახლში აღარ დაბრუნებულა. ​ოჯახმა პოლიციას უკვე მიმართა, თუმცა დროის ფაქტორიდან გამომდინარე, მოსახლეობის ჩართულობასა და მაქსიმალურ გავრცელებაზე დიდ იმედს ამყარებენ. ​თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ მის ადგილსამყოფელზე, გთხოვთ დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ ოჯახს ნომერზე: 597-17-77-58 ​გთხოვთ, გააზიაროთ, რომ მეტმა ადამიანმა ნახოს!''-ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ

ცნობილი მექსიკელი ბლოგერი პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს

ცნობილი მექსიკელი ბლოგერი, სეზარ გასტელუმი TikTok-ზე პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.მედიის ცნობით, გასტელუმი ორ მეგობართან ერთად ვიდეოს იღებდა ტრეს რიოსში, კულიაკანის ჩრდილოეთით მდებარე სწრაფი კვების რესტორნის წინ, როდესაც მას მოტოციკლით ორი მამაკაცი მიუახლოვდა და ერთ-ერთმა ახლო მანძილიდან ესროლა.როგორც BBC წერს, მას TikTok-ზე ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა და ძირითადად კომედიურ ვიდეოებს აქვეყნებდა.მედიის ინფორმაციით, პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია. ეჭვმიტანილები ადგილიდან მიიმალნენ.ცნობისთვის, ეს მექსიკაში ინფლუენსერის მკვლელობის პირველი შემთხვევა არ არის. გასულ წელს, 23 წლის ვალერია მარკესი სილამაზის სალონში, TikTok-ზე პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს.

📚 1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში მნიშვნელოვანი სიახლეები ელით – ნახეთ, რა იცვლება ახალი სასწავლო წლიდან

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე, რომ საუბარი გვაქვს მოსწავლეებს შორის თანასწორობაზე, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და სწავლის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობაზე, ეს მსოფლიო პრაქტიკითა არის დადგენილი, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.გივი მიქანაძის თქმით, რეფორმა, სასკოლო ფორმების შემოღებასთან ერთად, სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებზეა ორიენტირებული.„რეფორმა ჩვენ სასკოლო ფორმებითა და კიდევ სხვა ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტით დავიწყეთ - 15 სექტემბერს პირველ, მეშვიდე და მეათე კლასელებს სრულიად ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ სკოლებში. სახელმძღვანელოები ჰუმანიტარული და STEM მიმართულებების მიხედვით ძალიან მაღალი ხარისხისაა და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამისთვის წარმოუდგენლად დიდი სამუშაოები ჩატარდა.მოსწავლეებს სკოლებში დახვდებათ ახალი წესი, რომლითაც იზღუდება მობილური საშუალებების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში იმისთვის, რომ ბავშვი მაქსიმალურად კონცენტრირებული იყოს სასწავლო პროცესზე. ამის გარდა, გვაქვს სხვა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებები, რომლებიც რეფორმის კონცეფციით არის გათვალისწინებული.აბსოლუტურად ვერ გავიზიარებ იმ პოზიციას, რომ თითქოსდა მხოლოდ ფორმებზე ვართ კონცენტრირებული. ფორმა არის ერთ-ერთი, მაგრამ, ამავდროულად, უმნიშვნელოვანესი კომპონენტი“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ლევან ხაბეიშვილი – მინდა გთხოვოთ, გაუფრთხილდეთ ჩვენს დიდ ოჯახს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – ყველა მოერიდოს, საჯაროდ შეურაცხყოს ჩვენი ოჯახი, ყველამ გამოიჩინოს თმენის უნარი, გონიერება და...

მინდა გთხოვოთ, გაუფრთხილდეთ ჩვენს დიდ ოჯახს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - ყველა მოერიდოს საჯაროდ შეურაცხყოს ჩვენი ოჯახი. ყველამ გამოიჩინოს თმენის უნარი, გონიერება და ზიანი არ მოვუტანოთ ჩვენს გუნდს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, „წყალსაც წაუღია ყველა თანამდებობა და რეგალია, გარდა ხალხის მსახურებისა“.„ნამდვილი ქართული, პატრიოტული პარტია არის „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ არჩეული გვაქვს აღმაშენებლის, თამარის, ილია ჭავჭავაძის, ამბროსი ხელაიას, იესოს გზა!ჩვენს წინააღმდეგ კი არის ბოროტება, სიძულვილი! ავაზაკ ბარაბას, მოღალატე იუდას და ყაჩაღურ გზას ადგას ივანიშვილი!მათ დაანგრიეს, ააფეთქეს საყდრისი - ჩვენ აღვადგინეთ ბაგრატი, ისინი ანგრევენ გელათს - ჩვენ ასობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აღვადგინეთ!ჩვენ ავაშენეთ რიყის პარკი, დავამშვენეთ მსოფლიოში აღიარებული “დოქებით”, ისინი კი ანგრევენ, ანადგურებენ!ჩვენ გერბზე ამოვტვიფრეთ ამოვტვიფრეთ “ძალა ერთობაშია” და ისინი კი ანგრევენ ყველაფერს, რის გარშემო გაერთიანებაც შეიძლება!ჩვენთვის ანწუხელიძე გმირია, მათთვის კი არავინ - შეურაცხყოფენ მის სულს, საფლავს!ჩვენთვის წმინდაა ჩვენი დროშა, ისინი კი ებრძვიან მას!ჩვენ წმინდა გიორგის მონუმენტი აღვმართეთ თავისუფლების მოედანზე, ისინი კი ჯვრის მონასტერს ანგრევენ.ჩვენ გვინდა სოხუმში ავაშენოთ ყველაზე დიდი აეროპორტი ევროპაში, ისინი კი ევროპულ პერსპექტივას, საქართველოს ერთიანობის იდეას კლავენ!ჩვენ გვინდა საქართველოდან გადახვეწილი ჩვენი ხალხი დაბრუნდეს მის სანუკვარ ოჯახში და ესენი კი ხმის უფლებასაც კი ართმევენ!ჩვენ გვინდა საქართველოში გათენდეს და მათ სურთ ბნელი და უკუნი!მივესალმები თქვენს შრომას, ბრძოლას, გაუტეხელობას და ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის წინაშე!მადლობელი ვარ, რომ მქვია თქვენი მსახური.არაფრის შეგეშინდეთ, არაფერმა გაგტეხოთ და მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის!ჩემი მოკითხვა მიხეილ სააკაშვილს, ჩემს ძმადნაფიც ირაკლი ნადირაძეს და ჩვენს წევრებს, რომლებიც საპყრობილეში სხედან.მიიღეთ ჩემი სიყვარული და პატივისცემა!ბოლოს, მინდა გთხოვოთ, გაუფრთხილდეთ ჩვენს დიდ ოჯახს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.ყველა მოერიდოს საჯაროდ შეურაცხყოს ჩვენი ოჯახი. ყველამ გამოიჩინოს თმენის უნარი, გონიერება და ზიანი არ მოვუტანოთ ჩვენს გუნდს!წყალსაც წაუღია ყველა თანამდებობა და რეგალია, გარდა ხალხის მსახურებისა!ღმერთმა დალოცოს საქართველო!დიდება გმირებს”, - წერს ხაბეიშვილი.შეგახსენებთ, ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობას მართავს, რომელზეც პარტია დროებით მმართველ საბჭოს აირჩევს.

ბოლო სიახლეები