ორშაბათი, ოქტომბერი 20, 2025

ირაკლი კობახიძე ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერის პოსტის მეოთხე ვადით დაკავებას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერის პოსტზე მეოთხე ვადით არჩევას ულოცავს.

„საქართველოს პარლამენტის სახელით, ვულოცავ ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერის პოსტის მეოთხე ვადით დაკავებას. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, ანგელა მერკელის ხელმძღვანელობით, ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი გერმანია წარმატებით გააგრძელებს თავისი უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს მშენებლობასა და კიდევ უფრო გაძლიერებაში.

მოველით ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობისა და ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაში.

ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერად მეოთხე ვადით აირჩიეს. მას სამას სამოცდაოთხმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სოზარ სუბარი: უნდა დავიცვათ სუვერენიტეტი და სამშობლოს ინტერესები. ამ შემთხვევაში ადამიანები, ვისაც ჩვენ „მეგობრებს“ ვუწოდებთ, იძულებული იქნებიან გაითვალისწინონ ჩვენი ინტერესები და დაგველაპარაკონ, როგორც თანასწორ...

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ევროპელი ბიუროკრატების მოთხოვნების მიმართ სახელმწიფოს პოზიციას მედიასთან ეხმიანება.„აღარ გაგრძელდება ძველებურად, როცა რომელიმე ქვეყნის ელჩი, დიღმიდან თუ თბილისის რომელიმე სხვა ნაწილიდან, ერთ თითს დაატკაცუნებდა და მთელი ქვეყანა უკანა თათებზე უნდა დამდგარიყო“, - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უნდა დაიცვას სუვერენიტეტი და ქვეყნის ინტერესები და თუ რომელიმე ევროპელ ბიუროკრატს ეს არ მოეწონება, ადრე თუ გვიან იძულებული გახდება, შეეგუოს ამ ვითარებას და საქართველოს ესაუბროს ისე, როგორც თანასწორ პარტნიორ ქვეყანას.„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და ღირსება. თუ დღეს ვინმეს ეს არ მოსწონს, იძულებული იქნება შეეგუოს და დაგველაპარაკოს, როგორც თანასწორ პარტნიორს. აღარ გაგრძელდება ძველებურად, როცა რომელიმე ქვეყნის ელჩი, დიღმიდან თუ თბილისის რომელიმე სხვა ნაწილიდან, ერთ თითს დაატკაცუნებდა და მთელი ქვეყანა უკანა თათებზე უნდა დამდგარიყო. აღარ მოხდება ის, რისკენაც მოგვიწოდებენ ჩვენი ოპოზიციონერები - რომ თუკი ევროპელი ბიუროკრატები გვეტყვიან, ცალ ფეხზე დადექითო, ჩვენც უსიტყვოდ უნდა დავემორჩილოთ და ასე ცალ ფეხზე უნდა ვიყანყალოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ასე სურს ვიღაც ევროპელ ბიუროკრატს. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, სახელმწიფოს ინტერესები და ამ შემთხვევაში ის ადამიანები, ვისაც ჩვენ "მეგობრებს" ვუწოდებთ (მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არამეგობრულად იქცევიან), იძულებული იქნებიან გაითვალისწინონ ჩვენი ინტერესები და დაგველაპარაკონ, როგორც თანასწორ პარტნიორებს და არა ისე, როგორც თავიანთ ქვეშევრდომებს“, - განაცხადა სუბარმა.

ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება – რომელ რეგიონებშია ნავარაუდევი ამინდის გაუარესება

ამინდის ახალ პროგნოზზე ,,დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში დოდო გვაზავა საუბრობს.ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება - ნახეთ, რომელ რეგიონებშია ნავარაუდევი ამინდის გაუარესება:

ემანუელ მაკრონი: ლუვრში ჩადენილი ქურდობა არის თავდასხმა იმ მემკვიდრეობაზე, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ, რადგან ის ისტორიის ნაწილია

ემანუელ მაკრონმა ლუვრში ქურდობას საფრანგეთის მემკვიდრეობაზე თავდასხმა უწოდა. მომხდარს ის სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.„ლუვრში ჩადენილი ქურდობა არის თავდასხმა იმ მემკვიდრეობაზე, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ, რადგან ის ისტორიის ნაწილია. ჩვენ დავიბრუნებთ ნამუშევრებს და დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან. იანვარში დაწყებული ლუვრის რენესანსის პროექტი, უსაფრთხოების გაზრდილ ზომებს მოიცავს. ის უზრუნველყოფს ჩვენი მეხსიერებისა და კულტურის შენარჩუნებასა და დაცვას“, - დაწერა მაკრონმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზედაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.“უმაღლესი წარმომადგენელი ისაუბრებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე და მინისტრებს მიაწვდის ინფორმაციას უახლესი მოვლენების შესახებ, მათ შორის 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული მუნიციპალური არჩევნებისა და დემოკრატიული უკუსვლის შესახებ“, - აღნიშნულია ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.ამასთან, საბჭო განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებულ უახლეს მოვლენებს, გაცვლის მოსაზრებებს ევროკავშირსა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონს შორის ურთიერთობებზე.ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრებენ. მიმდინარე მოვლენების ფარგლებში კი მათ მიეწოდებათ ინფორმაცია საქართველოს, მოლდოვასა და სუდანის საკითხებთან დაკავშირებით.საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა საქართველოს დროით 11:15 საათზე დაიწყება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.

„ფაინენშელ თაიმსი“ – დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რუსეთის პირობები მიიღოს და განუცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პუტინი უკრაინას განადგურებით დაემუქრა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების თაობაზე რუსეთის პირობები მიიღოს, – ამის შესახებ გამოცემა „ფაინენშელ თაიმსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.როგორც გამოცემა წერს, ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ვლადიმერ პუტინი უკრაინას „განადგურებით“ დაემუქრა. როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა გვერდზე გადადო უკრაინის ფრონტის ხაზის რუკები, მოითხოვა, რომ ზელენსკის მთელი დონბასის რეგიონი პუტინისთვის ჩაებარებინა და არაერთხელ გაიმეორა რუსეთის ლიდერის მიერ ერთი დღით ადრე სატელეფონო საუბრისას წამოჭრილი საკითხები.ამასთან, სტატიის მიხედვით, ზელენსკი და მისი გუნდი თეთრ სახლში იმ იმედით მივიდნენ, რომ ტრამპს დაარწმუნებდნენ, რომ მათთვის შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები მიეწოდებინა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა საბოლოოდ ამაზე უარი თქვა.ლიდერების შეხვედრის შესახებ ინფორმირებული ევროპელი ოფიციალური პირის სიტყვებით, ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ, პუტინის თქმით, კონფლიქტი იყო „სპეციალური ოპერაცია და არა ომი“ და დასძინა, რომ უკრაინის ლიდერს შეთანხმების დადება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა განადგურდება.როგორც გამოცემა „ფაინენშელ თაიმსი“ წერს, ტრამპმა შეხვედრისას ასევე თქვა, რომ რუსეთის ეკონომიკა „შესანიშნავად ფუნქციონირებს“. ამასთან, ზელენსკიმ საბოლოოდ მოახერხა ტრამპის დარწმუნება, რომ ფრონტის ამჟამინდელი ხაზების გაყინვას მხარს დაუჭერდა.შეხვედრის შემდეგ ტრამპმა მედიას განუცხადა, რომ მხარეებმა ომი უნდა შეწყვიტონ ფრონტის ხაზზე. ზელენსკიმ თქვა, რომ ეს მნიშვნელოვანი იყო.თეთრ სახლში გამართული დისკუსიების შესახებ ინფორმირებულმა კიდევ სამმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან დაადასტურა, რომ ტრამპმა შეხვედრის დიდი ნაწილი ზელენსკისთვის ლექციების კითხვას დაუთმო, კონფლიქტთან დაკავშირებით პუტინის არგუმენტებს იმეორებდა და მას რუსეთის წინადადების მიღებისკენ მოუწოდებდა.

ბოლო სიახლეები