ირაკლი კობახიძე ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერის პოსტის მეოთხე ვადით დაკავებას ულოცავს

Read Time:25 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერის პოსტზე მეოთხე ვადით არჩევას ულოცავს.

„საქართველოს პარლამენტის სახელით, ვულოცავ ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერის პოსტის მეოთხე ვადით დაკავებას. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, ანგელა მერკელის ხელმძღვანელობით, ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი გერმანია წარმატებით გააგრძელებს თავისი უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს მშენებლობასა და კიდევ უფრო გაძლიერებაში.

მოველით ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობისა და ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაში.

ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერად მეოთხე ვადით აირჩიეს. მას სამას სამოცდაოთხმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ სულაქველიძე – აკადემიაში ახალი მოედანი დიდი შეღავათი იქნება
Next post ტერეზა მეი: საქართველოდან ჯარების გაყვანაზე რუსეთს არაერთხელ მოვუწოდეთ