სამშაბათი, მაისი 5, 2026

ირაკლი კობახიძე – 2012 წლიდან ჩვენ დავამკვიდრეთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრაქტიკა, საუბარი არარსებულ გაყალბებაზე არის თავის მართლების ერთგვარი ფორმა

ოპოზიცია უმტკიცებდა საკუთარ მხარდამჭერებს, რომ ისინი იგებდნენ არჩევნებს და დღეს უწევთ თავის მართლება, საუბარი არარსებულ გაყალბებაზე არის თავის მართლების ერთგვარი ფორმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან შედარებით მმართველმა პარტიამ აიღო 890 000-ით მეტი ხმა და ასეთ დროს გაყალბებაზე საუბარი ღიმილის მომგვრელია.

„თქვენ იცით, რომ მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან ჩვენი სხვაობა არის 890 000-ზე მეტი ხმა. ასეთ დროს გაყალბებაზე საუბარი უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. თავიდან დაიწყეს საუბარი, რომ 300 000 ხმა გაყალბდა, საერთოდ ჰაერიდან, უსაფუძვლოდ. შემდეგ ჩამოვიდნენ 200 000-ზე, როცა ნახეს, რომ ჭარბი რიცხვებით საუბრობდნენ და მერე როცა შეხედეს, რომ 335 000 ხმაც გვყოფნიდა, რათა არ ჩამოვცილებოდით ოპოზიციას, დაიწყეს საუბარი 400 000 ხმაზე. ყველა ეს ციფრი არის ერთნაირი სიყალბე. სინამდვილეში საქართველოში ჩატარდა უმაღლესი ხარისხის არჩევნები. აიღეთ მოლდოვის არჩევნები, ამერიკის არჩევნები, ხარისხობრივად ქართული არჩევნები ბევრად აღემატებოდა არჩევნებს როგორც ერთ, ასევე მეორე ქვეყანაში. ჩვენ 2012 წლიდან დავამკვიდრეთ ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრაქტიკა და ეს არის ის პრაქტიკა, რომელსაც განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო უწყება – ვგმობთ ირანის მზაკვრულ თავდასხმებს, ეს წარმოადგენს საშიშ ესკალაციას, ვიტოვებთ სრულ და ლეგიტიმურ უფლებას, ვუპასუხოთ

არაბთა გაერთიანებული საამიროები გმობს ირანის განახლებულ მზაკვრულ თავდასხმებს, ეს თავდასხმები წარმოადგენს საშიშ ესკალაციას, – ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანი სამოქალაქო ობიექტებს დაესხა თავს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანს იერიშების დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა.ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და ისინი იტოვებენ „სრულ და ლეგიტიმურ უფლებას“, რომ უპასუხონ.ცნობისთვის, დღეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ფუჯაირას პორტში ირანული დრონით თავდასხმის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ფუჯაირა ქვეყნის უმსხვილესი პორტი და ნავთობსაცავია.

დონალდ ტრამპი – ირანი თუ თავს დაესხმება აშშ-ის გემებს, მათ დედამიწიდან გავაქრობ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი აშშ-ის გემებს თავს დაესხმება, მათ „დედამიწიდან გააქრობს“.როგორც ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში აღნიშნა, მისი აზრით, ირანი სამშვიდობო მოლაპარაკებებში „ბევრად უფრო მოქნილი“ გახდა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების გაძლიერება გრძელდება.„ჩვენ გვაქვს იმაზე მეტი და ბევრად მაღალი კლასის იარაღი და საბრძოლო მასალა, ვიდრე ადრე გვქონდა. ჩვენ საუკეთესო აღჭურვილობა გვაქვს. გვაქვს ბაზები ყველგან და ისინი სავსეა ტექნიკით. ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფრის გამოყენება და გამოვიყენებთ კიდეც, თუ ეს საჭირო გახდება“, – განაცხადა ტრამპმა.

ნიკა გვარამია – პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები, ვიდრე ჩვენ, ქართველები – ტრაგიკულ და სამარცხვინო დღეში ვართ, მაგრამ...

ვინც სამშობლოს ინტერესების დამთმობნი არა ვართ, იმიტომ, რომ არც მშობლებს გავუზრდივართ ასე და ვერც „ქოცებმა“ დაგვაჩაჩანაკეს, ვისაც ბრძოლის არც გვეშინია და არც გვეზარება, შევიკრიბებით 26 მაისს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია წერს.ნიკა გვარამიას განცხადებით, პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად უფრო ახლოს და რუსეთისგან ბევრად უფრო შორს არიან სომხები, ვიდრე ქართველები.„რაც თავი მახსოვს, ქართველები სომხებს ეჯიბრებიან და სომხები ქართველებს. ურბანულ (და არაურბანულ) ლეგენდებს თავი რომ დავანებოთ, საბჭოთა კავშირის დროს, თბილისის "დინამოს" და ერევნის "არარატის" საფეხბურთო მატჩები ჩვენთვის ლამის მთავარი ეროვნული მოვლენა იყო. ბოლოს 1988 წელს მოუგო "არარატმა" "დინამოს" (3:1 ერევანში და 2:1 თბილისში) და გველის ნაკბენივით ახსოვს დღემდე ყველას, ვინც თავის დროზე უყურა.ახლა კი ისეთ სფეროში "დაგვიაბგონეს" სომხებმა, არასდროს რომ არ მოგვახლოებიან, ჩვენი ზურგიც კი რომ არ დაუნახავთ ჩვენს უკან მორბენალთ:პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები! ბევრად, ვიდრე ჩვენ, ქართველები - არა მხოლოდ კავკასიის, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცის ყოფილი ჩემპიონები ამ სფეროში. ყოფილი ჩემპიონები და დღევანდელი ბოლოადგილოსნები.ახლა უკვე ისიც იკვეთება, რომ საქართველომ შეიძლება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა დაკარგოს, თან იმ ფონზე, როცა სომხეთი მალე ამ უფლებას მიიღებს, რაზეც ცოტა ხნის წინ ჩვენი მეზობლები ვერც კი იოცნებებდნენ.ერევნის ქუჩებში დღეს მაკრონი დარბის, თბილისის ქუჩებში კი „ქოცების“ მიერ გაღარიბებული ქართველები. ქანცგაწყვეტილები დარბიან ერთი მაღაზიიდან მეორეში, იქნებ კვერცხი 5 თეთრით იაფად მაინც იშოვონ, ან ნახევარი კილოგრამი ხორცი - 10 ლარად.და ვერ შოულობენ.ვერ შოულობენ, მაგრამ მათ ნაწილს, მთავრობა, რომელიც კვერცხის ფასსაც ვერ უგვარებს, ომის შემაკავებელი ჰგონია და იმით იმშვიდებენ თავს, რომ ბომბები არ ცვივა. ოღონდ, კაცმა არ იცის, რა ბომბებზეა ლაპარაკი, რა ომზე, რა საშიშროებაზე, გარდა იმ ბოროტი ზღაპრებისა, რასაც დასანქცირებული პროპაგანდისტები უყვებიან იმედზე თუ რ2ზე. ვითომ, დღეს, ამ არხებზე, იგივე ვითომპრემიერი, "ცალ ფეხზე მდგომი" თვალებში არ შესციცინებდა იმავე ზელენსკის, რომელსაც მანამდე ომის გამღვივებლად, კლოუნად და კოკაინშიკად აცხადებდა, ამავე პროპაგანდისტულ არხებზე.აი, ასე გამოათაყვანა ქოცპროპაგანდამ ქართველების ნაწილი და შეაგუა შიშში, სიღარიბეში და დამცირებაში ცხოვრებას. შეაგუა და თან იმათი ზიზღი ასწავლა, ვინც ასე არ ცხოვრობს, სისულელეებს არ იჯერებს, თავს არ იმკვდარუნებს და სამშობლოს ინტერესებისთვის ბოლომდე იბრძვის.ერთდროულად ტრაგიკულ და სამარცხვინო დღეში ვართ, მოკლედ რომ ვთქვათ. მაგრამ გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს. და ეს გამოსავალი ჩვენშია!სუპის ხვრეპაზე ვინც თანახმაა, კი ბატონო, ხვრიპოს. ოღონდ ისიც იცოდეს, რომ ამასობაში სომხები მწვადს შეჭამენ (იცოცხლე, კაი მწვადის კეთება კი იციან).და ვინც სამშობლოს ინტერესების დამთმობნი არა ვართ, იმიტომ, რომ არც მშობლებს გავუზრდივართ ასე და ვერც „ქოცებმა“ დაგვაჩაჩანაკეს, ვისაც ბრძოლის არც გვეშინია და არც გვეზარება, შევიკრიბებით 26 მაისს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე!შევიკრიბებით ბევრნი! შევიკრიბებით, რომ შევცვალოთ! და ვიდგებით ერთად, ბოლომდე, გამარჯვებამდე!“, - წერს ნიკა გვარამია.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ვაცხადებთ 5-6 მაისის ღამეს, დარჩენილ დროში სრულიად რეალისტურია იმის უზრუნველყოფა, რომ სიჩუმის რეჟიმი ძალაში შევიდეს

უკრაინის პრეზიდენტმა 6 მაისს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.ზელენსკის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ძალაში 5 მაისს, 00:00 საათზე ამოქმედდება.„დღევანდელი მდგომარეობით, უკრაინის მიმართ არანაირი ოფიციალური მიმართვა არ ყოფილა საომარი მოქმედებების შეწყვეტის ფორმატთან დაკავშირებით, რომელსაც რუსულ სოციალურ მედიაში აცხადებენ. გვჯერა, რომ ადამიანის სიცოცხლე გაცილებით უფრო ძვირფასია, ვიდრე ნებისმიერი წლისთავის „ზეიმი“. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ვაცხადებთ 5-6 მაისის ღამეს, 00:00 საათიდან. დარჩენილ დროში სრულიად რეალისტურია იმის უზრუნველყოფა, რომ სიჩუმის რეჟიმი ძალაში შევიდეს. აღნიშნული მომენტიდან ჩვენ სარკისებური პრინციპით ვიმოქმედებთ. დროა, რუსეთის ლიდერებმა რეალური ნაბიჯები გადადგან ომის დასასრულებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიაჩნია, რომ მას მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის კეთილი ნების გარეშე არ შეუძლია“, – წერს ზელენსკი.  

დონალდ ტრამპი – ირანი თუ თავს დაესხმება აშშ-ის გემებს, მათ დედამიწიდან გავაქრობ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი აშშ-ის გემებს თავს დაესხმება, მათ „დედამიწიდან გააქრობს“.როგორც ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში აღნიშნა, მისი აზრით, ირანი სამშვიდობო მოლაპარაკებებში „ბევრად უფრო მოქნილი“ გახდა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების გაძლიერება გრძელდება.„ჩვენ გვაქვს იმაზე მეტი და ბევრად მაღალი კლასის იარაღი და საბრძოლო მასალა, ვიდრე ადრე გვქონდა. ჩვენ საუკეთესო აღჭურვილობა გვაქვს. გვაქვს ბაზები ყველგან და ისინი სავსეა ტექნიკით. ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფრის გამოყენება და გამოვიყენებთ კიდეც, თუ ეს საჭირო გახდება“, – განაცხადა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები