ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025

იორგი ქალდანი მსოფლიოს ჩემპიონია

ქართველი პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი (-70 კგ) მსოფლიოს ჩემპიონია. ასტანაში მიმდინარე შეჯიბრების ფინალში ქალდანმა იაპონელი მეტოქე დაამარცხა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ასევე იასპარეზებს საბა ბაღდავაძე. ტურნირი დღეს, 13 მაისს დაიწყო და 15 მაისს დასრულდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:J1 კატეგორია (უსინათლოთა შორის):

გოგიტა ტერუნაშვილი (-70 კგ)

საბა ბაღდავაძე (-81 კგ)

მიშიკო შიობრიშვილი (-81 კგ)

რამინი ყიფშიძე (-95 კგ)

გიორგი ბერიძე (-95 კგ)

J2 კატეგორია (მცირემხედველთა შორის):

ზურაბ ზურაბიანი (-64 კგ)

გიორგი ქალდანი (-70 კგ)

ბაჩუკი შელია (-81 კგ)

ზვიად გოგოჭური (-95 კგ)

ლაშა ყიზილაშვილი (-95 კგ)

რევაზ ჩიკოიძე (+95 კგ)

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თეა წულუკიანი გახარიას: როდესაც თქვენ გახდით ყველაფერზე პასუხისმგებელი, რატომ არ გააგრძელეთ, თუ ეს კარგი ნაბიჯი იყო, საგუშაგოების ჩადგმა?

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც განიხილება სოფ. ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების საკითხი, იმჟამინდელ შს მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ.პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას კითხვით მიმართა, როდესაც ის გახდა პრემიერ-მინისტრი და ყველაფერზე პასუხისმგებელი პირი, თუ ასეთი კარგი ნაბიჯი იყო საგუშაგოების ჩადგმა რატომ არ გააგრძელა აღნიშნული პროცესი.„სასაცილო ამბავს ვისმენ, ესე იგი თურმე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, რომელმაც აგვისტოს ბოლოს, ისე რომ ეგონა, რომ ეფექტური კონტროლი აღარ აქვს ქვეყანას მოცემულ ტერიტორიაზე გადადგა ნაბიჯი საგუშაგოს დასადგმელად, გეგმავდა კიდევ 6 საგუშაგოს ჩადგმას და ამ დროს გადაინაცვლა პრემიერ-მინისტრის სკამზე და მან ვინც გახდა ყველაფრის ხელმძღვანელი აქვს პრეტენზია ვინმე სხვასთან, როდესაც თქვენ გახდით ყველაფერზე პასუხისმგებელი რატომ არ გააგრძელეთ თუ ეს კარგი ნაბიჯი იყო საგუშაგოების ჩადგმა?“, - მიმართა თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას.რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ გააგრძელებდა უბრალოდ დროის საკითხი იყო ეს ყოველივე.„რა თქმა უნდა გავაგრძელებდი დროის საკითხი იყო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

თეა წულუკიანი გიორგი გახარიას: უკვე მივხვდი, რომ ის, რასაც ჩვენი სამართალი და ევროპული კონვენცია ეფექტურ კონტროლს ეძახის, თქვენ, „გაგნებაში არ ხართ“ რას ნიშნავს –...

2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილ შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრს, „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას, ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდთან დაკავშირებით, დისტანციურად უსმენენ.კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, გახარიას შეახსენა, რომ მისი ქმედებების შედეგი ნათელია, ვინაიდან, ქვეყანას მილიონი კვადრატული მეტრი დააკარგვინა.მისივე განცხადებით, გამოჩნდა, რომ გახარია „გაგნებაში არ არის“, რას ნიშნავს სამართლებრივად ეფექტური კონტროლი, რაც მას, როგორც შს მინისტრს, უნდა სცოდნოდა.„მოდით, ასე შევთანხმდეთ, რომ როცა გატყობინებთ, კომისიაზე მოდიო და ბილეთს ყიდულობ და გარბიხარ, დაასრულეთ თუ რამე გაქვთ სათქმელი, როცა აგერ არის შედეგი, რომ მილიონი კვადრატული მეტრი დააკარგვინეთ ქვეყანას. ასე რომ, ვის რისი ეშინია, გამოჩნდა და საზოგადოება ხედავს.მე, როგორც იურისტმა, უკვე მივხვდი, რომ ის, რასაც ჩვენი სამართალი და ევროპული კონვენცია ეფექტურ კონტროლს ეძახის, თქვენ, ჟარგონზე რომ ვთქვა, „გაგნებაში არ ხართ“ რას ნიშნავს. ეს არ არის გასაკვირი, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეფექტური კონტროლი რა არის, მინიმუმ უნდა იცოდეს.“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიის წევრებს – ძალიან კი გინდათ, რომ გავიქცე, მაგრამ ვერ მოესწრებით!

მოთმინების ამოუწურავი ლიმიტი არ მაქვს. თქვენ ვალდებულება გაქვთ, რომ იქ იჯდეთ, სადაც ზიხართ და ჩემს კითხვებს უპასუხოთ, - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, ყოფილ შს მინისტრს გიორგი გახარიას, როცა ის ე.წ. ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით საუბრობდა.მან თეა წულუკიანს სთხოვა, რომ მისთვის საკითხზე საუბრის დასრულება ეცლია და არ გაეწყვეტინებინა.„ჩემთვის მორალურად, ადამიანურად, აბსოლუტურად გაუგებარია და მიუღებელია, როდესაც სახელმწიფო, რომელსაც მიაჩნია, რომ ეროვნულ ინტერესებს იცავს, სოფლის მოსახლეობას იყენებს, იმისთვის, რომ ჩვენებები მოაგროვოს პროკურატურის პოლიტიკური დევნისთვის. მაშინ, როდესაც თქვენივე მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი და სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი ჩვეულებრივ ცრუმოწმედ და დამსმენად აქციეთ. საქართველოს მაშინ ამ ტყეზე ეფექტური კონტროლი არ ჰქონდა და ამ ტყეზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა საოკუპაციო ძალები. ამას ადასტურებს არა ჩემი სიტყვები, ამას ადასტურებს სუს-ის 2019 წლის წლიური ანგარიში, EUMM -ის 2019 წლის პრესსრელიზი. ასევე, ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის შედეგობრივი განცხადება, რომელიც საქართველოს წარმომადგენლებმა გააკეთეს.საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ამ ტერიტორიაზე ეფექტური კონტორლი საქართველოს არ ჰქონდა და ამას ახოციელებდა საოკუპაციო ძალები. შესაბამისად, 2019 წლის დასაწყისიდან ყველა შესაბამისი ორგანო, მათ შორის EUMM -იც, სუს-იც, მათ შორის გდდ-ის შესაბამისი დანაყოფებიც, რომლებიც ამ ტერიტორიაზე დრო და დრო იყვნენ, იმიტომ, რომ მუდმივი პატრულირების რესურსი არ არსებობდა და შეუძლებელი იყო. შედეგად, იქ აღმოჩნდა ეს ნიშნები, რომ საოკუპაციოდ, ბორდერიზაციის განსახორციელებლად ეს ტერიტორია მზადდებოდა. აქედან მომდინარეობდა ეს რისკები, როცა იქ შესულ ადამიანებს აკავებდნენ, ზოგს უშვებდნენ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.მას კომისიის წევრებმა სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინეს იმ მიზეზით, რომ ყოფილი შს მინისტრისთვის კითხვები უნდა დაესვათ.„ჩაიწერეთ და ბოლოში მკითხეთ!“- მიმართა გახარიამ წულუკიანს, რასაც წულუკიანმა უპასუხა, რომ თავად გადაწყვეტდა, რას ჩაიწერდა და რას არა.„მე რას ჩავიწერ და გადმოვიწერ ჩემი საქმეა. მომისმინეთ, კითხვას ვსვამ, აქ მე მოთმინების ამოუწურავი ლიმიტი არ მაქვს. თქვენ ვალდებულება გაქვთ, რომ იქ ისხდეთ, სადაც ზიხართ და ჩემს კითხვებს უპასუხოთ, ჩემგან განსხვავებით. „სისხლის სამართლის კოდექსში“ წერია ეს ვალდებულება. ვალდებულება რომ არ გქონდეთ, ჩართვაზე ვედრებას არ გამოაგზავნიდით“, - მიმართა წულუკიანმა გახარიას.წულუკიანის ამ რეპლიკას გახარიამ უპასუხა, რომ „მოთმინების ლიმიტი არც მას აქვს“.„მოთმინების ლიმიტი არც მე არ მაქვს, გთხოვეთ, რომ დამასრულებინეთ. არ მაქვს ვალდებულება. ნუ ღელავთ თან, დამშვიდდით!“- განაცხადა გახარიამ. მის ამ განცხადებას კი კომისიის წევრი თენგიზ შარმანაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დასასამშვიდებელი თავად გახარიაა.„დასამშვიდებელი ვინაა და გაქცეული ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კარგად ჩანს“,- მიმართა შარმანაშვილმა გახარიას.თავის მხრივ კი გახარიამ უპასუხა, რომ „ძალიან კი გინდათ, რომ გავიქცე, მაგრამ ვერ მოესწრებით!“აქვე, ამ განცხადებას მცირე რეპლიკით უპასუხა წულუკიანმაც.„მიიღებთ, ალბათ, იქ გარანტიებს და ჩამოხვალთ მერე“,- აღნიშნა წულუკიანმა.

იაპონიაში მეგამიწისძვრას ელოდებიან, რომელსაც შესაძლოა 300 000 ადამიანი შეეწიროს – სამთავრობო კომისიის დასკვნით მიწისძვრის ალბათობა 82%-ია

იაპონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ შესაძლო "მეგამიძვრის" შედეგების შესაბსუბუქებლად ბევრად უკეთ უნდა მოემზადონ, რათა დაღუპულთა რიცხვი 300 000-მდე შემცირდეს. ინფორმაციას daily mail-ი ავრცელებს.როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, მიწისძვრების პროგნოზირება უკიდურესად რთულია, თუმცა იანვარში, იაპონიის სამთავრობო კომისიამ დასკვნა დადო, რომლის მიხედვითაც ნანკაის ღარში მომდევნო 30 წლის განმავლობაში ძლიერი ბიძგების ალბათობა 75-82 პროცენტია.მარტში მთავრობამ ახალი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ასეთ მეგამიწისძვრას და მის შემდგომ ცუნამს შეუძლია 298 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს და 2 ტრილიონ დოლარამდე ზარალი გამოიწვიოს.2014 წელს, კატასტროფების მართვის ცენტრალურმა საბჭომ გამოსცა მზადყოფნის გეგმა, რომელიც რეკომენდაციას უწევდა ზომებს, რომლებიც სიკვდილიანობას 80 პროცენტით შეამცირებდა. თუმცა, მთავრობამ განაცხადა, რომ გადადგმული ნაბიჯები ახლა მხოლოდ 20 პროცენტით შეამცირებს მსხვერპლთა რაოდენობას.სამშაბათს გამოქვეყნდა მზადყოფნის განახლებული გეგმა, სადაც რეკომენდირებულია ძალისხმევის დაჩქარება, მათ შორის, სანაპიროების გამაგრება და საევაკუაციო შენობების მშენებლობა, ასევე უფრო რეგულარული წვრთნები მოსახლეობის მზადყოფნის გაზრდის მიზნით.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ონუფრის

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ონუფრის (ორესტ ბერეზოვსკის). ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სამსახურის ცნობით, ზელენსკიმ შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა.უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ ბერეზოვსკიმ 2002 წელს ნებაყოფლობით მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, რის შესახებაც არ აცნობა უკრაინის შესაბამის ორგანოებს.უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბერეზოვსკის აქვს კავშირი მოსკოვის საპატრიაქროსთან და გამიზნულად ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მიღებას.უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნავენ, რომ ფართომასშტაბური ინტერვენციის მიუხედავად, ბერეზოვსკი ფაქტობრივად განაგრძობს რუსეთის ეკლესიის და მისი ხელმძღვანელობის პოლიტიკის მხარდაჭერას. უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის პატრიარქმა „დალოცა რუსეთის ჯარების შეიარაღებული აგრესია და ატარებს უკრაინელი ხალხის გენოციდისკენ წაქეზებისა და გამართლების პროპაგანდისტულ  პოლიტიკას“.

ბოლო სიახლეები