ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026

ინტიმური კადრები მუქარით გადაუღეს და სოციალურ ქსელში გაუვრცელეს – 12 წლის მოზარდის მძიმე ისტორია

12 წლის ბავშვის მძიმე ისტორია სოციალურ ქსელში დაიწყო. მას ინტიმური კადრები მუქარით გადაუღეს და გაუვრცელეს. ბავშვის შიშველი ფოტოები ჯერ დედას, შემდეგ კი ახლობლებს გაუგზავნეს – გაასაჯაროვეს სპეციალურად შექმნილ ყალბ ფეისბუქ გვერდზეც. გოგონა მომხდარის შესახებ რამდენიმე კვირა დუმდა – სტრესის და ჯანმრთელობის დამძიმების შემდეგ კი, შეძლო და მომხდარი დედას გაუმხილა.

12 წლის გოგო, შანტაჟსა და მუქარაში რამდენიმე პირს ამხელს. დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები აშანტაჟებდნენ მსხვერპლის ოჯახსაც. ბავშვის დედა “კურიერიP.S-ს” უყვება, რომ დამნაშავეებმა ყალბი გვერდი ფეისბუქზე მისი სახელითაც შექმნეს და შვილის ინტიმური კადრები ასე გაავრცელეს.

ვინ არიან საიდან მოქმედებენ დამნაშავეები – ამ შეკითხვას გამოძიება სავარაუდოდ მალე უპასუხებს. “კურიერიP.S-მა” კი გაარკვია, რომ ახალგაზრდების რამდენიმეკაციან ჯგუფს, სამართალდამცველები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. გაირკვა ისიც, რომ 12 წლის გოგო ამ დაჯგუფების ერთადერთი მსხვერპლი არ არის.

სოციალური ქსელი სახიფათო სივრცეა არასრულწლოვანებისთვის – ბოლო 2 წელში, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მსგავსი დანაშაულის ფაქტზე, დაზარალებული სტატუსი 15 არასრულწლოვანს მიანიჭა. უწყება მოზარდებს მიმართავს.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა – დანაშაული, რომელიც ადამიანის მორალურ განადგურებას ემსახურება და ხშირად, გრძელვადიან ფსიქორეაბილიტაციას საჭიროებს. დანაშაული მძიმე სასჯელს, 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეფე ჩარლზმა დონალდ ტრამპს მიმართა – ჩვენ რომ არა, ფრანგულად ილაპარაკებდით

ჩვენ რომ არა, ფრანგულად ილაპარაკებდით, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზმა თეთრ სახლში, სახელმწიფო ვახშამზე აშშ-ის კოლონიური წარსულის შესახებ წარმოთქმულ ხუმრობაზე საპასუხოდ განაცხადა.ჩარლზი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის კომენტარს, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შტატების გარეშე ევროპელების უმეტესობა დღეს გერმანულად ისაურებდა.„მართლაც, ბატონო პრეზიდენტო, ცოტა ხნის წინ აღნიშნეთ, რომ შეერთებული შტატების გარეშე ევროპული ქვეყნები გერმანულად ილაპარაკებდნენ. გავბედავ და ვიტყვი, რომ ჩვენ რომ არა, ფრანგულად ილაპარაკებდით“, – განაცხადა მან.ამასთან, მეფემ დაამატა, რომ საფრანგეთის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.„რა თქმა უნდა, ორივეს ძალიან გვიყვარს ჩვენი ფრანგი ბიძაშვილები“, – განაცხადა მონარქმა.

გთხოვთ გაავრცელეთ-ოჯახი ახალგაზრდა კაცს ეძებს – რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში

ვრცელდება ინფორმაცია ახალგაზრდა კაცის შესახებ, რომელსაც ოჯახი ეძებს. სოციალურ ქსელში წერენ, რომ გიორგი ლალიაშვილს, უკვე ორი დღეა, ვერ უკავშირდებიან.„ვეძებთ (დაიკარგა) გიორგი ლალიაშვილი, სახლიდან გავიდა 26 აპრილს, ღამის 1 საათზე, ვერ ვუკავშირდებით, გვაქვს ინფორმაცია რომ გაჰყვა ბათუმის მარშუტკას, თბილისიდან, დიდუბიდან. დიდი ალბათობით, ჩავიდოდა გამთენიისას. აცვია ზუსტად ის ტანსაცმელი, რასაც ფოტოზე ხედავთ. თუ ვინმე ნახავთ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ, ძალიან სასწრაფოა.ტელ: 551 25 45 28;592 25 24 66“, - წერენ სოციალურ ქსელში.

მეუფე სტეფანე – გგონიათ, ტელეფონი რომ გაქვთ, სპეცსამსახურები არ გისმენენ, როცა დასჭირდებათ? უკანონობაა, მაგრამ ვერ შეცვლი – რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ, პატრიარქი ამბობდა ხოლმე:...

რაც დრო გადის ტექნოლოგიები უფრო ვითარდება, თქვენ გგონიათ, ტელეფონი რომ გაქვთ, სპეცსამსახურები არ გისმენენ, როცა დასჭირდებათ? უკანონობაა, მაგრამ ამას ვერ შეცვლი, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა ე.წ. სუს-ის კრებსებთან დაკავშირებულ კითხვაზე.როგორც მიტროპოლიტი აღნიშნავს, როდესაც ადამიანი ღვთის წინაშე დგას, მისთვის მეორეხარისხოვანია, ვინ რას უსმენს, ხოლო მთავარი არის რწმენა და სწორი ცხოვრების გზა.მეუფეს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ქმედება უკანონოა, ეს რეალობაა და რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ.„ჩვენ ყველას გააზრებული გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა - ჩაწერენ თუ არა, ჩვენ ღმერთის წინაშე ვართ პასუხისმგებელი. ის, რასაც ჩაწერს საერთოდ არ მაინტერესებს. რაც დრო გადის ტექნოლოგიები უფრო ვითარდება, თქვენ გგონიათ, ტელეფონი რომ გაქვთ, სპეცსამსახურები არ გისმენენ, როცა დასჭირდებათ? უკანონობაა, მაგრამ ამას ვერ შეცვლი. მთელი მსოფლიო ამით არის გაჟღენთილი. რომ ამბობენ, საქართველოში ასე იქცევიან და სადღაც ანგელოზები არიან და ამას არ აკეთებენ, იქ უფრო უარესები არიან, სადაც ანგელოზებად ევლინებიან ხალხი. რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ. როდესაც ღვთის წინაშე დგახარ, საერთოდ არ გაინტერესებს ვინ, რას ისმენს. პატრიარქი ამბობდა ხოლმე, ნეტა მომისმინონო, რამე მაინც გაიგონო. ეს არ არის ფანატიზმი, ეს არის ღვთის რწმენა. მე მწამს იმის, რომ თუ უფლის ნებით ვივლი, ვერავინ ვერაფერს დამაკლებს. წმინდა გიორგის რა დააკლეს, როდესაც ბორბალზე გააკრეს და დაფლითეს?“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მეფე ჩარლზი – საერთო ღირებულებებსა და ტრადიციებზე დაყრდნობით, აშშ და ბრიტანეთი არაერთხელ პოულობდნენ გაერთიანების გზებს, ახლა ჩვენ ვერთიანდებით არა მხოლოდ ჩვენი ხალხის, არამედ ყველა...

ჩვენი ერები ინსტინქტურად ერთნაირი აზროვნების არიან, ამ ღირებულებებსა და ტრადიციებზე დაყრდნობით, აშშ და ბრიტანეთი არაერთხელ პოულობდნენ გაერთიანების გზებს. ახლა ჩვენ ვერთიანდებით არა მხოლოდ ჩვენი ხალხის, არამედ ყველა ხალხის საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მონარქმა მეფე ჩარლზმა, აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.ჩარლზის თქმით, ორი ერის, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ აშენებული ალიანსი „ჭეშმარიტად უნიკალურია“  და მათ ბევრი მსგავსება აქვთ.„ორივე ქვეყანაში სწორედ ჩვენი ცოცხალი, მრავალფეროვანი და თავისუფალი საზოგადოებების არსებობა გვაძლევს ჩვენს კოლექტიურ ძალას. სწორედ ამიტომ მჯერა, რომ ჩვენი ორი ერის არსი სულის კეთილშობილებაა და მოვალეობა, ხელი შევუწყოთ თანაგრძნობას, ხელი შევუწყოთ მშვიდობას, გავაღრმაოთ ურთიერთგაგება და დავაფასოთ ყველა ადამიანი, ნებისმიერი სარწმუნოების ადამიანი, თუ არც ერთი რწენის მიმდევარი“, – განაცხადა მან.მონარქის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ბრიტანეთი არასტაბილურ და საშიშ ეპოქაში არიან, მათ წინაშე არსებული გამოწვევები ძალიან დიდია, რომ რომელიმე ერმა მარტომ გაუძლოს.„მაგრამ ამ არაპროგნოზირებად გარემოში, ჩვენი ალიანსი არ შეიძლება, დაეყრდნოს წარსულ მიღწევებს ან ვივარაუდოთ, რომ ფუნდამენტური პრინციპები უბრალოდ გრძელდება“, – განაცხადა მან.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა, სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა

საქართველოს საზღვრიდან 27 კმ-ში, თურქეთში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

ბოლო სიახლეები