თებერვალი 25, 2024
0 0
Read Time:49 Second

12 წლის ბავშვის მძიმე ისტორია სოციალურ ქსელში დაიწყო. მას ინტიმური კადრები მუქარით გადაუღეს და გაუვრცელეს. ბავშვის შიშველი ფოტოები ჯერ დედას, შემდეგ კი ახლობლებს გაუგზავნეს – გაასაჯაროვეს სპეციალურად შექმნილ ყალბ ფეისბუქ გვერდზეც. გოგონა მომხდარის შესახებ რამდენიმე კვირა დუმდა – სტრესის და ჯანმრთელობის დამძიმების შემდეგ კი, შეძლო და მომხდარი დედას გაუმხილა.

12 წლის გოგო, შანტაჟსა და მუქარაში რამდენიმე პირს ამხელს. დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები აშანტაჟებდნენ მსხვერპლის ოჯახსაც. ბავშვის დედა “კურიერიP.S-ს” უყვება, რომ დამნაშავეებმა ყალბი გვერდი ფეისბუქზე მისი სახელითაც შექმნეს და შვილის ინტიმური კადრები ასე გაავრცელეს.

ვინ არიან საიდან მოქმედებენ დამნაშავეები – ამ შეკითხვას გამოძიება სავარაუდოდ მალე უპასუხებს. “კურიერიP.S-მა” კი გაარკვია, რომ ახალგაზრდების რამდენიმეკაციან ჯგუფს, სამართალდამცველები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. გაირკვა ისიც, რომ 12 წლის გოგო ამ დაჯგუფების ერთადერთი მსხვერპლი არ არის.

სოციალური ქსელი სახიფათო სივრცეა არასრულწლოვანებისთვის – ბოლო 2 წელში, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მსგავსი დანაშაულის ფაქტზე, დაზარალებული სტატუსი 15 არასრულწლოვანს მიანიჭა. უწყება მოზარდებს მიმართავს.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა – დანაშაული, რომელიც ადამიანის მორალურ განადგურებას ემსახურება და ხშირად, გრძელვადიან ფსიქორეაბილიტაციას საჭიროებს. დანაშაული მძიმე სასჯელს, 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები