თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, ათაშეირის დასახლებაში, ქართველი ქალი გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაციას თურქული სააგენტო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის შვილი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, დედას სამი დღე ვერ უკავშირდებოდა და დასახმარებლად მეგობარს დაუკავშირდა.
სწორედ მეგობარმა იპოვა ის საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი. მან დასახმარებლად 112-ის სამსახურს მიმართა. ადგილზე იმყოფებოიდა სამედიცინო ბრიგადა და ადგილობრივი პოლიცია.
ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული, მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ დადგინდება.