თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებები პოზიტიური იყო.
მისი თქმით, შეხვედრიდან მიღებული სიახლეები მთელი დღის განმავლობაში პოზიტიური იყო და ორი ქვეყნის ოფიციალური პირების შეხვედრა პროდუქტიული აღმოჩნდა.