ლობისტების ხელი ძლიერია, მაგრამ აქ არის კიდევ სხვა რამ – ზოგიერთი ძალისთვის სასურველი ხელისუფალი იქნებოდა სააკაშვილი, ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ევროპარლამენტის დღევანდელ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
„სააკაშვილი ასრულებდა ყველა იმ დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ: ეტყოდნენ ადექი – ადგებოდა, ეტყოდნენ დაჯექი – დაჯდებოდა, ერთადერთი, რაც მოახერხა დამოუკიდებლად, სხვისი დავალების გარეშე, ეს იყო ფორთხვა. ასეთი ხელისუფალი მისაღებია ზოგიერთი გარე ძალისთვის ისეთ გეოგრაფიულ გზაჯვარედინზე, სადაც საქართველო მდებარეობს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.