ოთხშაბათი, მარტი 12, 2025

თეა წულუკიანი PACE-ზე: რაკი ჩვენს უფლებამოსილებებს აღიარებდნენ, რაღაცა უნდა გადაეგდოთ იმ მყეფარე ძაღლებისთვის, რომლებიც დერეფნებში დაძრწოდნენ

იქნებოდა ეს ჩვენი ექსტრემისტი ოპოზიცია, მასთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ მათი მოკავშირე უცხო ქვეყნის დეპუტატები, ვინც ხმაურობდა, მათ ყველას სურდა და გადაწყვეტილიც ჰქონდათ, რომ ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო აღიარებული, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობასა და იქ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა“.

„თქვენ ევროსაბჭოს ძირითადი შენობის დერეფნებში, სავარძლებზე, კაფეტერიაში და სხვა ამგვარ ადგილებში მრავლად ნახავდით ჩვენს ე.წ. არასამთავრობო სექტორს და ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც რომ მიეღოთ ქართული მანდატები საქართველოს პარლამენტში, შესაძლებლობა ექნებოდათ, რომ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსულიყვნენ.

მრავლად იყვნენ ისინიც, ვინც საქართველოს პარლამენტში წევრად არ არის არჩეული, მაგალითად თქვენ იქ ნახავდით ქალბატონ თინა ხიდაშელს, რომელიც დერეფნებში იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგ, ასევე ბატონ უჩა ნანუაშვილს, რომელიც თავის ქვეყანას ებრძოდა დერეფნებში და სხვადასხვა სამუშაო ოთახებში შეხვედრებს აწყობდა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ასევე ისაუბრა უკრაინისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების დელეგაციების წევრებრების აგრესიულ ქცევებსა და ჩარევაზეც.

„უკრაინელებს და ბალტიისპირელებს განსაკუთრებით აგრესიული რიტორიკა ჰქონდათ არჩეული და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ ხოლმე მაშინ, როდესაც ესა თუ ის სხდომა გახლდათ დახურული. ეს იყო საკომიტეტო მოსმენების დროს, როდესაც ისინი არ ერიდებოდნენ პირად შეურაცხყოფას, იმის ძახილს, რომ ჩვენ ვიყავით რუსეთის მიერ მოგზავნილი და ბევრ მსგავს აბსურდულს ეპითეტს“, – განახადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა აქვე განმარტა, თუ რა დათქმები დაუწესეს ევროსაბჭოში და რა იყო საქართველოს დელეგაციისთვის წითელი ხაზები.

„ჩვენთვის წითელი ხაზი იყო განსაკუთრებით პირველი დათქმა, რომელიც გულისხმობს ახალი არჩევნების ჩატარებას იმიტომ, რომ ჩვენი თავებით უნდოდათ საქართველოს ხელისუფლებასთან ვაჭრობა, რომ თუ გინდათ, რომ ეს დელეგაცია კარგად იყოს და გააგრძელოს აქ მუშაობა, მაშინ ჩაატარეთ ახალი არჩევნებიო, რისი დაშვებაც, რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმიტომ, რომ ეს ხმები ჩვენ გვეკუთვნის, ეს ხმები ყველგან დასაცავია და უნდა დაგვეცვა, ამიტომაც ჩვენ უარი ვთქვით მძევლობაზე.

სხვა გზა არც ჰქონდათ [საპარლამენტო ასამბლეას] იმიტომ, რომ რაკი ჩვენს უფლებამოსილებებს აღიარებდნენ, რაღაცა უნდა გადაეგდოთ იმ მყეფარე ძაღლებისთვის, რომლებიც დერეფნებში დაძრწოდნენ. ეს რეალურად მათ გადაუგდეს, მაგრამ ეს გადაგდებულიც დარჩა ხმელ პურად იმიტომ, რომ ჩვენ წამოვედით. ოპოზიციამ ალბათ, უნდა გადაწყვიტოს, სად წაიღოს ახლა ეს დათქმები და პასუხი ალბათ, გასაგებიც არის, თუ სად“, – აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სტუ-ის კურსდამთავრებული – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სწავლის ადგილი – ის არის ცენტრი, სადაც ტრადიცია ხვდება ინოვაციებს

უნივერსიტეტის არჩევა არ არის მხოლოდ დაწესებულების შერჩევა. ეს უნდა იყოს გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ზრდას, სტუდენტს აღჭურავს წარმატებისთვის საჭირო ცოდნითა და უნარებით - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სწავლის ადგილი, ის არის ცენტრი, სადაც ტრადიცია ხვდება ინოვაციებს და სადაც სტუდენტები მზად არიან გახდნენ ლიდერები თავიანთ სფეროებში, - ამის შესახებ სტუ-ის ყოფილი სტუდენტი თამთა ბრეგვაძე აცხადებს.როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თამთა ბრეგვაძემ უმაღლესი განათლების ორივე საფეხური - ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, სტუ-ში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე გაიარა.სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, ასოცირებულ პროფესორ მამუკა გიორგაძის თქმით, უნივერსიტეტი წარმატებულ სტუდენტებს აძლევს საშუალებას, თავიანთი ცოდნა მომავალ იურისტებსა და დიპლომატებს გაუზიარონ.დეკანის განცხადებით, თამთა ბრეგვაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც სწავლის დასრულების შემდეგ მშობლიური ფაკულტეტის თანამშრომელი გახდა.„თამთა ბრეგვაძე იმ წარმატებულ სტუდენტთაგანია, რომელმაც კარიერული განვითარება თავის ალმა-მატერს დაუკავშირა. დღეს ის უფროს სპეციალისტად მუშაობს და პარალელურად, მომავალ იურისტებს უზიარებს გამოცდილებას, უძღვება სემინარებს. სამართალმცოდნეობა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სფეროა, რომელიც არა მხოლოდ მცოდნე, არამედ ეთიკურ, ანალიტიკური აზროვნებისა და სამართლიანობისადმი თავდადებულ ინდივიდებს ითხოვს. თამთა სწორედ ასეთი კადრია, წარმატებებს ვუსურვებ მას“, - აცხადებს მამუკა გიორგაძე.თამთა ბრეგვაძის თქმით, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს სასწავლო პროგრამას, რომელიც აერთიანებს თეორიულ ცოდნას პრაქტიკასთან, ხოლო ფაკულტეტზე მოღვაწე მაღალკვალიფიციური პედაგოგები და მკვლევრები კი, სტუდენტებს კანონონშემოქმედად და კანონის სამართლიან აღმსრულებლად ჩამოყალიბებაში ეხმარებიან.„სწორედ ტექნიკურ უნივერსიტეტში მომეცა შესაძლებლობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში გაცვლითი პროგრამით წავსულიყავი იტალიაში, მილანის უნივერსიტეტში, რამაც გარდამტეხი მნიშვნელობა იქონია ჩემს კარიერულ თუ პიროვნულ განვითარებაზე.ჩემი მაგალითიდან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ ამ ტექნიკური უნივერსიტეტის საქმიანობის სტილი მთლიანად მორგებული და ორიენტირებულია ახალგაზრდების ინტერესებსა და საუკეთესო წლების - სტუდენტური ცხოვრების პროდუქტიულად, სასიამოვნოდ გატარებაზე. უნივერსიტეტი უამრავ შესაძლებლობას იძლევა პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად. სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებიდან თუ იმიტირებული სასამართლო პროცესებიდან დაწყებული, იურიდიულ ფირმებსა და საჯარო უწყებებში სტაჟირებებით დამთავრებული, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ თავიანთი ცოდნა და პრაქტიკაში განავრცონ. ეს გამოცდილება ფასდაუდებელია იურისტის პროფესიისთვის, საჭირო ნდობისა და გამოცდილების გასავითარებლად“, - აცხადებს თამთა ბრეგვაძე.

როდის უნდა ველოდოთ ტემპერატურის კლებას საქართველოში

როგორი ამინდი იქნება საქართველოში თვის განმავლობაში, -  ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე "პრაიმტაიმთან" საუბრობს."15 მარტის ჩათვლით, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში +26 გრადუსამდეც კი მოიმატებს ტემპერატურა.აღმოსავლეთ საქართველოში, 25 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მთიან რაიონებშიც მოიმატებს ტემპერატურა.მაღალმთიან რაიონები, ფიქსირდება ტემპერატურის მომატება 15, 16 გრადუსამდე. მაღალმთაში, ღამის ტემპერატურა, ისევ დაბალი რჩება, რაც ძალიან კარგია, რადგან თოვლის ინტენსიურ დნობას უკვეთ შეაჩერებს.ზოგადად, მარტის თვის მთლიანი პროგნოზი,  ნორმასთან შედარებით 2 გრადუსით მაღალია და ნალექები, ნორმაზე ნაკლებია. მარტი, ასეა თუ ისე მაინც ცვალებადია.17-18 მარტს, დასავლეთ საქართველოში, ველოდებით ნოტიო მასების შემოსვლას და ნალექიან ამინდს, შესაძლებელია იწვიმოს. მარტს როგორც ახასიათებს, ცვალებადი ამინდები იქნება რამდენიმე დღე.თვის ბოლოსკენ, ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს. დედაქალაქში, უნალექო და მზიანი ამინდებია მოსალოდნელი. მარტის ბოლოს გაზაფხული ძალაში შედის, ამიტომ თვის ბოლოსკენ, კიდევ უფრო საგრძნობი იქნება გაზაფხულის შემოსვლა",-ამბობს ხათუნა ქოქოსაძე.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, პროფესორ გიორგი ჭეიშვილის საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის - „ქართული თვითმყოფადობა“, ფარგლებში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გიორგი ჭეიშვილმა საჯარო ლექცია - „საქართველო IV-VI საუკუნეებში, ქრისტიანობასა და მაზდეანობას შორის“, გამართა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნიივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორები, „Logos - ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან“ ერთად, არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და ქრისტიანული კვლევების ლაბორატორია.საჯარო ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის ცენტრის თავმჯდომარე მეუფე დანიელი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის” მთავარი რედაქტორი, ენათმეცნიერი ავთანდილ არაბული, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მამუკა გიორგაძე, სტუდენტები და მოწვეული პირები. როგორც სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიაქროს ერთობლივი პროექტი - „ქართული თვითმყოფადობა“ ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის შემეცნება-გაანალიზებას ისახავს მიზნად.„საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, ეს მორიგი შეხვედრაა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სასულიერო პირთა, მეცნიერთა და სტუდენტთა მონაწილეობით. პროგრამა - „ქართული თვითმყოფადობა“ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, შეახსენებს ისტორიის იმ უმნიშვნელოვანეს ეტაპებს, რომელთაც განსაზღვრეს ეროვნული ფასეულობები. პროფესორი გიორგი ჭეიშვილი აუდიტორიის წინაშე წარსდგა მნიშვნელოვანი საჯარო ლექციით, რომელმაც მსმენელების დიდი ინტერესი გამოიწვია. საუკუნეების წინ, ისევე როგორც დღეს, საქართველოს მუდმივად უწევს არჩევანის გაკეთება უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. ჩვენი დიდი წინაპრების გადაწყვეტილებებს შესწავლა, გაანალიზება, შეჯერება და თანამედროვეობისთვის მისაღები ფორმების მიცემა სჭირდება - უნივერსიტეტში გამართული მსჯელობა სწორედ ამის მაგალითია. ძალიან გვახარებს ჩვენი ახალგაზრდობის ასეთი აქტიურობა და დაინტერესება“, - აღნიშნა მამუკა გიორგაძემ.სტუ-ის ინფორმაციით, საჯარო ლექციის დასასრულს, პროფესორმა გიორგი ჭეიშვილმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა და დაინტერესებულ პირებს საქართველოში IV-VI საუკუნეებში განვითარებულ მოვლენებზე არაერთი დამატებითი ცნობა მიაწოდა.ინფორმაციისთვის, 2026 წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, შემუშავდა სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა - „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც 2024 წლის მაისიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია, საზოგადოების ჩართულობით, გაანალიზოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს საქართველოს უნიკალური კულტურა და ფასეულობები. ჩატარებული საჯარო ლექციების ვიდეოჩანაწერების ნახვა შესაძლებელია Youtube არხზე, მისამართით: logos ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.

გია ბარამიძე – ბიბლიოთეკის ასაშენებლად მიხეილ სააკაშვილმა ღვიძლ ბებიას სახლი დაუნგრია, თვითონ კი, თბილისში სახლი არ აქვს, ერთი აქვს ყვარელში

ბიბლიოთეკის ასაშენებლად მიხეილ სააკაშვილმა ღვიძლ ბებიას სახლი დაუნგრია. თვითონ თბილისში სახლი არ აქვს, ერთი აქვს ყვარელში, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გია ბარამიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.როგორც ბარამიძემ აღნიშნა, სააკაშვილს სახლი ეღირსა მას შემდეგ, რაც უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა.„ეს ნაძირლები, კრიმინალები ცდილობდნენ პრეზიდენტ სააკაშვილის სახელი გაესვარათ და ლაპარაკობდნენ, რომ მან ფული მოიპარა, სახლში წაიღო, საბანკო ანგარიშებზე მოახდინა აკუმულირება და რაღაც სხვა მიზნით გამოიყენა, ხან 7 მილიარდს იძახდნენ, ხან 9-ს, ხან 17-ს, რას არ მიედ-მოედებოდნენ. ბუნებრივია, რაც არ მომხდარა, რას აღმოაჩენდნენ. პრეზიდენტ სააკაშვილს მართლა პრეზიდენტობის დატოვების შემდეგ თითზე გადასახვევი არ გაუტანია და არ წაუღია. მან ისიც კი გააკეთა, რომ ბიბლიოთეკის ასაშენებლად ღვიძლ ბებიას სახლი დაუნგრია და თვითონ თბილისში სახლი არ აქვს, ერთი აქვს ყვარელში. სახლი ეღირსა მას შემდეგ, რაც უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა. იქ მუშაობდა და აქვს უკრაინაში სახლი. ეს არის და ეს. ეს ყველამ კარგად იცის“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

4 დაღუპული და 2 დაშავებული – ოდესის პორტის მიმართულებით რუსეთმა ბალისტიკური რაკეტა ისროლა

4 დაღუპული და 2 დაშავებული - ოდესის პორტის მიმართულებით რუსეთმა ბალისტიკური რაკეტა ისროლა. დაიწვა ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი. მსხვერპლია კრივი რიჰშიც.ბალისტიკურმა რაკეტამ გაანადგურა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. მედიის ინფორმაციით, კურსკში მყოფი უკრაინული ძალები რუსეთის ტერიტორიას ტოვებენ. რუსული ძალები ანგრევენ ხიდებს ქალაქ სუჯაშიც, რომ 10 000-მდე უკრაინელ სამხედროს ტერიტორიაზე გადმოსვლის გზა აღარ დარჩეს.

ბოლო სიახლეები