პარასკევი, აგვისტო 1, 2025

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფრიდონ სულაბერიძის 80 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობისთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფრიდონ სულაბერიძის 80 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დიდი მოცეკვავის, ანსამბლ „რუსთავის“ მთავარი ქორეოგრაფისა და საქართველოს სახალხო არტისტის, ფრიდონ სულაბერიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისის მერი კახა კალაძე და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თეა წულუკიანმა ფრიდონ სულაბერიძეს იუბილე მიულოცა და მადლობა გადაუხადა საზეიმო ღონისძიებაში მონაწილე ყველა შემსრულებელს.

„იმედია, მომავალშიც გვეყოლება ფრიდონ სულაბერიძის მსგავსი მოცეკვავეები, ვინაიდან იზრდება ახალგაზრდა თაობა, მაგრამ ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ, რომ ღვაწლმოსილი ადამიანებისადმი პატივის მიგება მოხდეს მათ სიცოცხლეშივე და შევძლოთ იმის თქმა, რომ მადლიერები ვართ იმ დიდი საქმისთვის, რაც მათ ქართული კულტურისთვის გასწიეს“, – აღნიშნა კულტურის მინისტრმა.

ლეგენდარულ მოცეკვავეს საიუბილეო თარიღი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ სხვადასხვა თაობის მოცეკვავეებთან ერთად, ქორეოგრაფიული ნომრებით მიულოცეს ანსამბლებმა „სუხიშვილები“ და „ერისიონი“. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ ანსამბლები „ბასიანი“ და „ქართული ხმები“, დათო ევგენიძე, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, იანო ალიბეგაშვილი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი და ხელოვნების აკადემია „მართვეს“ აღსაზრდელები. საღამოზე ნაჩვენები იყო ფრიდონ სულაბერიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფილმი.

ფრიდონ სულაბერიძემ ქორეოგრაფიული მოღვაწეობა 1960 წლიდან დაიწყო და ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „სუხიშვილების“ წამყვანი სოლისტი გახდა, ხოლო 1975 წლიდან დღემდე იგი საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავის“ მთავარი ქორეოგრაფია. ფრიდონ სულაბერიძის ქორეოგრაფიული რეპერტუარიდან განსაკუთრებით გამორჩეულია მის მიერ შესრულებული სოლო პარტიები ცეკვებში: „ქართული“ (რომლის მაღალპროფესიულად შესრულების გამოც მას ქართული ცეკვის რაინდს და ქართული ცეკვის მოცარტსაც კი უწოდებენ), „აჭარული“, „მოხეური“, „ძველი თბილისის სურათები“ და სხვა. მოღვაწეობის მანძილზე, ფრიდონ სულაბერიძე საკონცერტო გასტროლებით 60-ზე მეტ ქვეყანაში იმყოფებოდა და ქართულ კულტურულ სიმდიდრეს, ქართულ ნაციონალურ ცეკვებს უცხოელ მაყურებელს აცნობდა. ქორეოგრაფის ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან 2011 წელს გაიხსნა.

ფრიდონ სულაბერიძის საიუბილეო საღამოს რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი იყო, ღონისძიების წამყვანები კი მანიკა ასათიანი და ნიკოლოზ წულუკიძე. კულტურის სამინისტროსთან ერთად, ღონისძიების მხარდამჭერი იყო თბილისის მერია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – კანადა მაღალ ტარიფებს აწესებს ჩვენი ფერმერებისთვის, ისინი ცუდად ეპყრობოდნენ ჩვენს ქვეყანას, პრობლემის გადაწყვეტა მარტივია, კანადამ სამართლიანი ტარიფი უნდა გადაიხადოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანადასთან სავაჭრო შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა.დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ კანადა წლებია, უსამართლოდ ეპყრობა ამერიკელ ფერმერებს.„ისინი ძალიან მაღალ ტარიფებს აწესებენ ჩვენი ფერმერებისთვის. ისინი ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ ჩვენს ფერმერებს. ისინი ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ ჩვენს ქვეყანას წლების განმავლობაში“, – აღნიშნა ტრამპმა.ტრამპმა განმარტა, რომ პრობლემის გადაწყვეტა მარტივია, კანადამ სამართლიანი ტარიფი უნდა გადაიხადოს.ამერიკის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა კანადის სამხედრო ხარჯები.„მათ სურთ ბევრი რამ ჩვენი ქვეყნისგან და წლების განმავლობაში ჩვენ ამას ვაკეთებდით. ჩვენ ძირითადად ვიცავდით მათ ჩვენი სამხედროებით. ისინი ძალიან ცოტა ფულს ხარჯავენ თავიანთ სამხედროებზე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი – ახალი სავაჭრო შეთანხმებებიდან ჩვენი ქვეყნისთვის მივიღეთ ტრილიონობით დოლარი, ეს ქვეყნას ძალიან მდიდარს და კვლავ პატივსაცემს ხდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისაუბრა სატარიფო პოლიტიკის მიზნებსა და მიღწევებზე. მისი განცხადებით, ამერიკა უკვე უზარმაზარ შემოსავალს იღებს ახალი სავაჭრო შეთანხმებებიდან.„ჩვენი ქვეყნისთვის მივიღეთ ტრილიონობით დოლარი. ეს ქვეყნას ძალიან მდიდარს და კვლავ პატივსაცემს ხდის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ასეთივე აქტიური სატარიფო პოლიტიკა არ უწარმოებია.„როდესაც „კოვიდი“ გამოჩნდა, ბოლო, რაც მინდოდა, გამეკეთებინა, იყო ფრანგებისთვის, იტალიელებისთვის, ესპანელებისთვის მეთქვა, რომ ტარიფებით დაუწესდათ“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

თელავში ძლიერმა ქარმა და წვიმამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები

თელავში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, დაზიანდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის ნაწილი. მოგლეჯილია ხეები, რამაც ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანება გამოიწვია.ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები და მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოგლეჯილი ხეებისგან გზების გაწმენდის სამუშაოები.მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ქართველებმა მილიონ ლირამდე ძვირფასეულობა მოიპარეს – ისინი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა

თურქეთში, სივასის სუშეჰრის რაიონში მდებარე სამკაულების მაღაზიიდან მილიონ ლირამდე ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს.სამი პირი ეჭვმიტანილი ქვეყნის დატოვებას და საქართველოში გაქცევას შეეცადა.სამკაულების მაღაზიის მეპატრონემ მალევე შეამჩნია ქურდობის ფაქტი და დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას.გამოძიების დაწყებისთანავე სამართალდამცავებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დაადგინეს, რომ ეჭვმიტანილები გადაადგილდებოდნენ საქართველოს სანომრე ნიშნებით აღჭურვილი ავტომობილით.ეჭვმიტანილები სარფის საზღვართან დააკავეს. 

ქართველმა საბერძნეთში ეჭვიანობის ნიადაგზე, ცოლი მუცლის და კისრის არეში სასიკვდილოდ დაჭრა – მამაკაცი დაკავებულია

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში, ანალიფსის რაიონში ქართველმა კაცმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მუცლის და კისრის არეში სასიკვდილოდ დაჭრა.მომხდარის შესახებ ბერძნული მედია წერს.სამართალდამცველებმა ქართველი შემთხვევის ადგილას დააკავეს.ქალი კლინიკაშია გადაყვანილი მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ბრალდებული წარსულშიც ფიგურირებდა სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმეში, მათ შორის ყაჩაღობასა და ქურდობაში.

ბოლო სიახლეები