თბილისი-მარნეულის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაღუპულია ერთი პირი, ხოლო სამი დაშავდა.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

