ოთხშაბათი, მაისი 7, 2025

თამარ ჩიბურდანიძე: თუკი ტრამპი ხელს მოაწერს ამ აქტს, მაშინ ყველა დარწმუნდება, თუ როგორი „მეგობარია“ ამერიკა საქართველოსი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „MEGOBAR აქტის“ მიღებას სოციალური ქსელით ეხმიანება.

ექსპერტის თქმით, ახლა არჩევანი ტრამპზეა – დარჩება თუ არა ამერიკა საქართველოს მეგობრად.

ჩიბურდანიძე სვამს კითხვას რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ტრამპი ხელს მოაწერს ამ აქტს? და კითხვას თავადვე პასუხობს „ამერიკაში ვერ შევა რამდენიმე პირი, ხოლო საქართველო ისევ მყარად განაგრძობს სვლას სუვერენული სახელმწიფოსთვის“.

„ავტორებმა „მეგობარი აქტის“ შიგთავსი შეცვალეს იმ მიზნით, რომ ბაიდენი ტრამპმა ჩაანაცვლა და იქნებ როგორმე ახალს ხელი მოაწერინონ. არჩევანი ტრამპზეა, რჩება თუ არა საქართველოს მეგობრად ამერიკა?”

არ ვისურვებდით იმ ეჭვების გამართლებას, რაც ქართველ ხალხში უკვე რამდენიმე წელია მუსირებს. ეს ეჭვები გამყარებულია ფაქტებით, თუმცა, ხალხისთვის კიდევ ბევრი რამ არ არის ცნობილი, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ საქართველო ბოლომდე უფრთხილდება პარტნიორებთან ურთიერთობებს.

კონგრესში დემოკრატების და რესპუბლიკელებიდან მაკკეინის ფრთის წარმომადგენლების ხმები საკმარისი იყო ამ აქტის მისაღებად. დემოკრატები, რომლებიც ბოლო წლებში ომის პარტიად იქცნენ და მაკკეინის ფრთა, რომელიც რეალურად ცალკე პარტიაა რესპუბლიკელებში, გამოირჩეოდნენ ომის ძლიერი და აგრესიული პროპაგანდით, რომელშიც საქართველო არ ჩაერთო. დაუმორჩილებელი და ეროვნულ პრინციპებზე მყარად მდგარი საქართველოს ხელისუფლება მათგან „ჰიბრიდული ომის“ სამიზნე გახდა. დეზინფორმაცია, განსხვავებული აზრისთვის დაბლოკილი სოციალური ქსელი, მართული არასამთავრობოები და მართული კულტურის სფეროს წარმომადგენლები – ეს იყო და არის დღესაც მათი ბრძოლის მთავარი დასაყრდენი.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ტრამპი ხელს მოაწერს ამ აქტს? ამერიკაში ვერ შევა რამდენიმე პირი, ხოლო საქართველო ისევ მყარად განაგრძობს სვლას სუვერენული სახელმწიფოსთვის.

ეს რთული ბრძოლაა, მაგრამ სამართლიანი და აუცილებლად შედეგიანი. ჩვენ ამ გზას გავივლით მშვიდობით და მივაღწევთ იმას, რისთვისაც თაობები სიცოცხლეს სწირავდნენ თავისუფალ, სუვერენულ და ჭეშმარიტად დემოკრატიულ საქართველოს,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

როდემდე შენარჩუნდება არამდგრადი ამინდი – სინოპტიკოსების პროგნოზი

 „მაისის თვის ტემპერატურა, წინა წლებთან შედარებით ნორმაზე, 1 გრადუსით მაღალი იქნება. დასავლეთ საქართველოში, საშუალო ტემპერატურა, +17 გრადუსი იქნება. მთიან რაიონებში, 16, 17 გრადუსი. მაღალმთიან რაიონებში, 11, 13 გრადუსი.ცალკეულ დღეებში, შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება 11, 8 გრადუსამდე. მთიან რაიონებში, +1 გრადუსამდე.8 მაისს, საკმაოდ დაბალ ტემპერატურას ველოდებით.ცალკეულ დღეებს რაც შეეხება, ტემპერატურა მოიმატებს 15 მაისის მერე და შესაძლებელია, +32 +34 გრადუსი დაფიქსირდეს. მთიან რაიონებში, +29 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოში, ნალექები, ნორმის ფარგლებში იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში, საშუალო ტემპერატურა, ქართლში +15 +18 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში +16 +17 გრადუსი. მთიან რაიონებში +14, +15 გრადუსი და მაღალ მთაში +10, +12 გრადუსი. რაც ნორმის ფარგლებშია.ცალკეულ დღეებში, ტემპერატურა დაიკლებს, ქართლში 7 გრადუსამდე, კახეთში +6 გრადუსამდე, ხოლო მთიან რაიონებში +3 გრადუსამდე.მაისის თვე, საკმაოდ ცვალებადია, იწყება გრილად. ასე, რომ თბილ მაისს არ ველოდებით. უარყოფითისკენ გადახრასაც არ ველოდებით. კლიმატურად, გაზაფხული წვიმიანია და, განსაკუთრებით, მაისი. ამიტომ, წვიმიანი ამინდები ხშირი იქნება.დედაქალაქს რაც შეეხება, საშუალო ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება. ცალკეულ დღეებში კი, ტემპერატურა +31 გრადუსამდეც მოიმატებს, თუმცა დასაწყისი საკმაოდ წვიმიანი იქნება, გამოიდარებს მომდევნო კვირიდან“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ხათუნა ქოქოსაძე.

„პირველადი ჯანდაცვის რგოლმა გაცილებით მეტ ადამიანს უნდა აარიდოს თავიდან ჯანმრთელობის გართულებები“ – მიხეილ სარჯველაძე

„პირველადი ჯანდაცვის რგოლმა გაცილებით მეტ ადამიანს უნდა აარიდოს თავიდან ჯანმრთელობის გართულებები“, - აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ, პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.„პირველადი ჯანდაცვის მაღალეფექტიანად გამართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ,ეს არის ის რგოლი, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად იქნება პასუხისმგებელი სწორ ნავიგაციაზე პაციენტისა ამ დიდ ლაბირინთში, რასაც ჯანდაცვის სისტემა ჰქვია.პაციენტს ბევრი დილემის წინაშე უწევს არჩევანის გაკეთება და ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის ეფექტურად ფუნქციონირება. პრევენციულ მედიცინაში განსაკუთრებული წვლილი აქვს პირველად ჯანდაცვას.პირველადი ჯანდაცვის ექიმმა უნდა აუხსნას მოქალაქეს, თუ რა დადებითი მხარე აქვს ვაქცინაციას, თუ როგორი შეიძლება რთული დაავადებების პრევენცია.ეს არის პრევენციულად მართვა გარკვეული პათოლოგიების თავიდან ასარიდებლად. აქ დევს პოტენციალი იმისა, რომ მასიური გართულებული თავიდან იქნას არიდებული. ადამიანი თუ სწორედ დაგეგმავს ჰიპერტენზიის მართვას, ნაკლებია ინსულტის განვითარების რისკი, ან გულის პათოლოგიების. გამართულად პირველადი ჯანდაცვის ფუნქციონირების შემთხვევაში ეს ძალიან მარტივად მიღწევადია. ძალიან მარტივი რეკომენდაციებით, შეიძლება ადამიანმა სწორად დაგეგმოს ეს ყოველივე.საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით გაკეთდა გარკვეული გათვლები და დადგინდა, რომ მაგ: 0-5 წლამდე ბავშვისთვის, ან ასაკიანი პაციენტისთვის სხვა ინტენსივობის მართვა და სამკურნალო რჩევების მიცემაა აუცილებელი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ზოგადად იზრდება დაფინანსების მოცულობა. თუ ზოგიერთ ასაკობრივ ჯგუფში, შეიძლება დღევანდელ მოცულობასთან შედარებით ნაკლების გადახდა ხორციელდებოდეს, ძირითადად ჯამში მთლიანად რიცხვი იზრდება და პირველად ჯანდაცვაში კონკრეტული პაციენტების მომსახურებისთვის თითქმის გაორმაგებული იქნება ღირებულება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური განაცხადია ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან.ამის სანაცვლოდ ჩვენ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ ეს ყოფილიყო არა უბრალოდ დაფინანსების გაზრდა , არამედ ჩვენ, საპასუხოდ ოჯახის ექიმებისგან, კლინიკებისგან კონკრეტული შესრულებაც მოვითხოვოთ. ამის სტიმულირებაც მოხდება ,რომ რაც შეიძლება უკეთეს ეფექტზე იყოს ორიენტირებული და ექიმების საქმიანობა იყოს შედეგზე ორიენტირებული.პირველადი ჯანდაცვის რგოლმა გაცილებით მეტ ადამიანს უნდა აარიდოს თავიდან ჯანმრთელობის გართულებები. ამაზე იქნება დამოკიდებული დაფინანსების მოცულობაც. აქ გვაქვს გათვალისწინებული შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელებიც, რომლის შედეგადაც, რაც უფრო მეტი იქნება შესრულება, ბუნებრივია მზარდი იქნება დაფინანსებაც. ეს გვჭირდება იმისთვის რომ ამ ექიმების საქმიანობა ეფექტის მომტანი იყოს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

7 მაისი კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის დაბადების დღეა

დღეს ცნობილი კომპოზიტორი, მარიკა კვალიაშვილი დაიბადა.კომპოზიტორი და პედაგოგი მარიკა კვალიაშვილი დაიბადა 1937 წლის 7 მაისს თბილისში. დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1956 წელს, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს (საკომპოზიციო). 1961-2006წწ. იყო თბილისის N1 მუსიკალური სკოლის პედაგოგი (თეორიული საგნები); საქართველოს რუსთაველის საზოგადოების კულტურული განყოფილების თავმჯდომარე; დააარსა პროექტი: „ქართული სიმღერის პროპაგანდა“, რომელიც გულისხმობს საქართველოს ყველა კუთხის დაბა-სოფლებში ქართული სიმღერის პროპაგანდას, ნიჭიერი ბავშვების მოძიებას; თხზულებებიდან გამოირჩევა: საბავშვო, საესტრადო სიმღერები, მათ შორის: „იანვარიც მოირთვება“, ოდები (მიძღვნილი საქართველოს თითოეული კუთხისადმი), გუნდები; 2010 წელს გაიხსნა მარიკა კვალიაშვილის ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან; იგი ქართული ხალხური სიმღერის ცნობილი შემსრულებლის, მომღერალ მარო თარხნიშვილის შვილიშვილია. მარიკა კვალიაშვილის თბილისის საპატიო მოქალაქეა, არის წლის საუკეთესო კომპოზიტორი საესტრადო სიმღერებისთვის; ღირსების ორდენის კავალერი; წლის საუკეთესო პედაგოგი. 

ირაკლი კობახიძე – ვულოცავ ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას, ვიმედოვნებ, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება

გულწრფელად ვულოცავ ბატონ ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას, ვუსურვებ მას წარმატებას წამყვანი ევროპული სახელმწიფოს ხელმძღვანელობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ კანცლერ მერცის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები შეიქმნება.„გამოვთქვამ იმედს, რომ კანცლერ მერცის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება და შეიქმნება თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები ჩვენი ერების საკეთილდღეოდ“, – აღნიშნავს პრემიერი. 

მოძრაობა შეიზღუდება – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 10 მაისიდან 10 ივნისამდე ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე მოძრაობა დღის განმავლობაში რამდენიმე საათით შეიზღუდება.„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი- ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პერიოდში, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 2025 წლის 10 მაისიდან 10 ივნისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები