შაბათი, აპრილი 25, 2026

თამარ გაბუნია: ჩვენი სამიზნე წლის ბოლომდე არის 3 400 000 აცრა, რაც არის 1 700 000 მოსახლე

ჩვენი სამიზნე წლის ბოლომდე არის 3 400 000 აცრა, რაც არის 1 700 000 მოსახლე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში 1 400 000 აცრა არის ჩატარებული და ეს მაჩვენებელი სამიზნე ნიშნულის ნახევარს უახლოვდება.

„ეს რიცხვი ჯერჯერობით საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით რეალური გარდატეხა მოხდეს. საჭიროა მეტად ინტენსიური მუშაობა ვაქცინების გაფართოებაზე. გუშინ 16 000 აცრა ჩატარდა, რაც დაბალი მაჩვენებელია. გასულ დღეებში ყოველდღიურად 23 000-ზე მეტი აცრა გვქონდა. იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ტემპი და გვქონდეს მოლოდინი, რომ საყოველთაო იმუნიტეტი სწრაფად ჩამოყალიბდება, მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად 30 000 მაინც იყოს დღის განმავლობაში ჩატარებული აცრების რაოდენობა.

ამ მიმართულებით გარკვეული საგანმანათლებლო კამპანია მიმდინარეობს, თუმცა მეტი აქტივობა არის საჭირო. ასევე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს სხვადასხა ბიზნესთან, რათა ვაქცინაცია მეტად დაჩქარდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დავით სონღულაშვილი: 2012 წლიდან აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება ყოველწლიურად 7-8 %-ით იზრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო ხედვის შესახებ ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში სოფლის მეურნეობამ, როგორც სექტორმა განვითარება 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ პირობებში დაიწყო.„სოფლის მეურნეობა იყო სრულად მორღვეული. „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდა ამ სექტორზე სრული ფოკუსირება. 2012 წლიდან აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება ყოველწლიურად 7-8 %-ით იზრდება. 10-15 წელიწადში ერთხელ ჩვეულებრივი პრაქტიკაა პოლიტიკის გადახედვა. ჩვენ შემთხვევაში ამ ყველაფერს აუცილებლად უნდა დავურთო ის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, მიწოდების ჯაჭვის რღვევა, რომელიც ჩვენს რეგიონში არსებობს; რეგიონში მყიფე გარემო, ფასების ზრდა საწვავზე, ასევე პესტიციდებზე. ეს ყველაფერი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი სოფლის მეურნეობის პროდუქციის და ამ ყველაფერის ცვლილებებმა კიდევ უფრო მეტად დააჩქარა სოფლის მეურნეობის პოლიტიკის გადახედვა. დღევანდელ დღეს და დღევანდელ სამყაროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევა, ზუსტად ამიტომ ჩვენ შემთხვევაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი ამაზე გაკეთდა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის მეტად გაუმჯობესება და ექსპორტის ზრდის კიდევ უფრო მეტად წახალისება არის მიმართულებები, რომელიც არის განსაკუთრებული აქცენტის საგანი. ეს არის ის რასაც, ემსახურება სამინისტროს პროექტები და პროგრამები.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ირანთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში აღარ გაემგზავრებიან – „18-საათიან ფრენას აზრი არ აქვს, ყველა კოზირი ამერიკის მხარესაა“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან” ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ირანთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში აღარ გაემგზავრებიან.დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის დელეგაციისთვის 18-საათიან ფრენას აზრი არ აქვს, როდესაც მისივე თქმით, ირანთან კონფლიქტში ყველა კოზირი ამერიკის მხარესაა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანელებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ აშშ-ს.„ცოტა ხნის წინ ჩემს ხალხს, რომლებიც უკვე გასამგზავრებლად ემზადებოდნენ, ვუთხარი -„არა, თქვენ იქ წასასვლელად 18-საათიან ფრენას არ განახორციელებთ. ჩვენ ყველა კოზირი გვაქვს. მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდნენ, მაგრამ თქვენ აღარ გააკეთებთ 18-საათიან ფრენებს იმისთვის, რომ იქ იჯდეთ და არაფერზე ილაპარაკოთ”, – განაცხადა ტრამპმა.მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ პაკისტანის დედაქალაქი ისლამაბადი დატოვა.

„ესოშიეთიდ პრესი“ – აბას არაღჩიმ ისლამაბადი აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის გარეშე დატოვა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ისლამაბადი აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის გარეშე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ პაკისტანის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.მედიის ინფორმაციით, მაღალი რანგის ოფიციალური პირები ისლამაბადთან ახლოს მდებარე აეროპორტში არაღჩის გასაცილებლად იმყოფებოდნენ. ოფიციალურმა პირებმა მედიასთან ანონიმურობის დაცვით ისაუბრეს.ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ისლამაბადში პაკისტანის არმიის მეთაურს, ფელდმარშალ ასიმ მუნირს შეხვდა და მას ისლამურ რესპუბლიკასა და აშშ-ს შორის ომის დასრულების შესახებ ირანის პოზიცია გააცნო.როგორც აბას არაღჩიმ აღნიშნა თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში, „ვიდრე შედეგი არ მიიღწევა.“ გარდა ამისა, არაღჩი პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფს პრემიერ-მინისტრისაც შეხვდა. პრემიერის ოფისში გამართულ შეხვედრას პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი იშაქ დარი და პაკისტანის არმიის ფელდმარშალ ასიმ მუნირიც ესწრებოდნენ.„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ისლამაბადში ვიზიტის დროს პაკისტანში მყოფ შუამავლებს აშშ-ის წინადადებებთან დაკავშირებით საკუთარი მოთხოვნები და ეჭვები გააცნო, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რა მოთხოვნებზეა საუბარი.

ემანუელ მაკრონი – ჩვენ იმ ომის მსხვერპლი ვართ, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, ყველანი ერთ ნავში ვართ და ეს ნავი ჩვენ არ აგვირჩევია

ჩვენ ერთ ნავში ვართ და ეს არ არის ნავი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, – ამის მის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ათენში, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი, რომ ჰორმუზის სრუტე ნავთობის გადაზიდვისთვის „უახლოეს დღეებსა და კვირებში“ გაიხსნას. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, გეოპოლიტიკური გაურკვევლობით გამოწვეულმა პანიკამ, შესაძლოა, თავად გამოიწვიოს დეფიციტი.„ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვართ და ეს არ არის ნავი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, თუ შეიძლება ასე ითქვას. ჩვენ ვართ გეოპოლიტიკის მსხვერპლნი და ამ ომის მსხვერპლნიც, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო,“ – აღნიშნა მაკრონმა.მედიის ინფორმაციით, ათზე მეტმა ქვეყანამ განაცხადა, რომ მზად არის შეუერთდეს საერთაშორისო მისიას, რომელსაც საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობენ.საერთაშორისო მისია შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების დაცვას უზრუნველყოფს.

„ორმაგი სტანდარტები საერთაშორისო სამართალში -ირანის ელჩის გზავნილი“

,,ევროპული ღირებულებები დავის ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული. საერთაშორისო სამართალი ევროპისთვის წმინდა რამაა, მაგრამ სხვებისთვის მოლაპარაკების საგანია უპირატესობის მოსაპოვებლად. ირანი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპები ყველა ქვეყანას თანაბრად უნდა ეხებოდეს''-ამის შესახებ ირანის ელჩი ალი მოჯანი წერს.

ბოლო სიახლეები