შაბათი, თებერვალი 7, 2026

ზურაბ ჯაფარიძე: „ოცნების“ მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა, მიხვდნენ, რომ გადამგდები და მატყუარები არიან

ჩემი დაკვირვებით, „ოცნების“ მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა, მიხვდნენ, რომ გადამგდები და მატყუარები არიან,- ამის შესახებ  „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ფორმულას“ ეთდრში განაცხადა.

„ქართული ოცნება“ სამი ვადაა რაც ხელისუფლებაშია. ამ ქვეყანაში და ზოგადად,ორი ვადის შემდეგ ადამიანებს ყელში ამოსდით ნებისმიერი, თუნდაც, ფანტასტიკური მთავრობა. დასავლეთის დამოკიდებულება, ამ ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან მიმართებაში, ჩემი დაკვირვებით, ახლა არის პრინციპულად განსხვავებული. მანამდე თუ მოწოდებები გვესმოდა, რომ „ოცნებასთან“ ერთად დასხედით, ერთად რაღაცები გააკეთეთ, მიხვდნენ, რომ ვისთან აქვთ საქმე, მიხვდნენ, რომ ეს არის ხალხი, რომლებიც არიან გადამგდები, მატყუარები. მათ შორის დასავლეთის წინააღმდეგ გააჩაღეს ანტიდასავლური კამპანია და დეზინფორმაციას ავრცელებენ, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში, ამაში ასხამენ ძალიან დიდ ფულს. ის რომ დასავლეთს თვალი აქვს მეტად ახელილი, ვიდრე ჰქონდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ჩემი აზრით, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ჰანიველ პარტნერსი“ ტელეკომპანია „იმედიდან“ გასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს

„ჰანიველ პარტნერსი“ ტელეკომპანია „იმედიდან“ გასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს.როგორც „ჰანიველ პარტნერსის“ ხელმძღვანელის, ირაკლი რუხაძის განცხადებაშია აღნიშნული, „იმედიდან“ გასვლის გადაწყვეტილება პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ მიიღო.ამასთან, რუხაძე განცხადებაში გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს.„ამ განცხადებაში შევეცდები, ავხსნა ის რთული და ემოციური გადაწყვეტილება, რომელიც მე და ჩემმა პარტნიორებმა მივიღეთ „ტელე-იმედთან“ („იმედი“) დაკავშირებით. 2018 წელს, როცა ბადრი პატარკაციშვილის აქტივების დაბრუნებაზე მუშაობა დასასრულს უახლოვდებოდა, ბადრის ოჯახმა გვთხოვა, რომ მათგან გამოგვესყიდა „იმედი“. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიის ფლობა საქართველოში ჩემს გეგმებში არ შედიოდა და ზოგიერთი ჩემი პარტნიორი საერთოდ ამ ნაბიჯის წინააღმდეგი იყო, დავეთანხმეთ ბადრის ოჯახს „იმედის“ ყიდვაზე. 2003 წლიდან „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვიყავი და კარგად მესმოდა, რომ „იმედის“ ფლობა სარისკო იყო ჩვენი ბიზნესჯგუფისთვის. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ბიზნესი გამოყოფილი უნდა იყოს პოლიტიკისგან და ამიტომ ვერიდებოდით პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას. „იმედის“ განცალკევება პოლიტიკისგან კი ყოველთვის რთული იყო.ამიტომ 2018 წელს მე და ჩემი პარტნიორები შევთანხმდით ორ მიზანზე:1. „იმედი“ იდგებოდა ქვეყნის სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარების სადარაჯოზე. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატებოდა იმაში, რომ არ მიგვეცა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ანასხლეტებისათვის ხელისუფლებაში დაბრუნების, ქვეყნის ხელახლა არევისა და „იმედის“ ხელმეორედ მიტაცების საშუალება (2022 წლიდან „ქვეყნის არევა“ ასევე მოიცავდა საქართველოს რუსეთთან ომში ხელმეორედ ჩართვის საფრთხეს);2. „იმედი“ გვემართა სარედაქციო პოლიტიკაში მინიმალური ჩარევით (მენეჯმენტის ძლიერ ჯგუფზე დაყრდნობით, რომელიც მომართული იქნებოდა პირველი მიზნის შესრულებაზე) და ამით მაქსიმალურად შეგვემცირებინა პოლიტიკის მიერ ჩვენი ბიზნესისთვის ხელის შეშლის რისკი.„იმედის“ თვითმიზანი არასდროს ყოფილა „ქართული ოცნების“ უპირობო მხარდაჭერა, თუმცა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ადვილად მისაღები გადაწყვეტილება იყო. საერთოდ, როგორ შეიძლება, შეადარო ეს ორი პარტია ერთმანეთს ისეთ კატეგორიებში, როგორებიცაა ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, სასამართლო სისტემა, პენიტენციური სისტემა, ბიზნესის თავისუფლება, მშვიდობა, ამ თავისუფლებასა და მშვიდობაზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვა, განათლების სისტემა და ა.შ.?! პარტიებს, რომელთა ლიდერებმაც თავიანთი მოსახლეობის თითქმის 10% გაუსაძლისი პირობების ციხეებში გამოკეტეს, არ შეიძლება, პრეტენზია ჰქონდეთ ქვეყნის ხელახლა მართვაზე.შეიძლება ითქვას, რომ გასული შვიდი-რვა წლის განმავლობაში ჩვენი მიზნები მეტ-ნაკლებად შევასრულეთ. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები ფაქტობრივად ჩამოიშალნენ. ამ პროცესში „იმედმაც“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. საქართველოს ომში ჩართვის საშიშროებაც საკმაოდაა შემცირებული. ქვეყნის შიგნით, დიდი ძალისხმევის შედეგად, საქართველოს მთავრობამ ქართული საზოგადოების მხარდაჭერით შეძლო, რომ საქართველოსთვის აეცილებინა ამ ომში მხარედ გამოსვლა. ქვეყნის გარეთაც, ტრამპის ამერიკა აცხადებს, რომ აქტიურად მუშაობს უკრაინის ომის დასრულებაზე. ამიტომ ქვეყნის არევის საშიშროებაც მინიმუმამდეა დასული. ეს კი, როგორც არაერთხელ საჯაროდაც მითქვამს და ზემოთაც აღვნიშნე, მთავარი მიზეზი იყო, რატომაც ტელევიზიის მფლობელობას დავთანხმდით. სხვა მხრივ, ტელევიზია ჩვენთვის, როგორც ბიზნესჯგუფისთვის, ეკონომიკურ ინტერესს არ წარმოადგენს (რამდენადაც მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს „იმედი“ ემოციურად პირადად ჩემთვის). პირიქით, ის ჩვენ დამატებით სირთულეებს გვიქმნის და აზიანებს ჩვენს მთავარ საქმიანობას – ინვესტიციების განხორციელებას საქართველოს ეკონომიკაში.ჩემს პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ სიტუაციაში ყველაზე გონივრული გამოსავალი არის ჩვენი „იმედთან“ დამშვიდობება. ეს გადაწყვეტილება ურთულესია პირადად ჩემთვის, რადგან „იმედთან“ და მის თანამშრომლებთან ოცზე მეტი ემოციური და სიამაყით სავსე წელიწადი მაკავშირებს. ამ წლების განმავლობაში „იმედმა“ არაერთხელ დაუმტკიცა მტერს და მოყვარეს, რომ ის ანგარიშგასაწევი ძალა იყო. სააკაშვილის მთავრობის მიერ ორგანიზებული დარბევის და მიტაცების შემდეგ, იგი ფენიქსივით აღსდგა უიმედობის ნანგრევებიდან და დღეს ოთხჯერ მეტი მაყურებელი ჰყავს, ვიდრე სიდიდით შემდეგ კონკურენტს. საქართველოს ტელემაყურებლების ნახევარზე მეტი სწორედ „იმედისგან“ იგებს, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში. ამისთვის უღრმესი მადლობა, მინდა, გადავუხადო ჩვენს მაყურებლებს“, – ნათქვამია რუხაძის განცხადებაში.როგორც რუხაძე აღნიშნავს, „იმედის“ ახალი მფლობელი „პრაიმ მედია გლობალი“ ხდება.„ჩემი მთავარი სინანულია „იმედის“ თანამშრომლებთან პროფესიული დაშორება (იმედი მაქვს, რომ პირადი მეგობრობები გაგრძელდება). „იმედი“ არ არის აპარატურა, სიხშირე ან ლიცენზია. „იმედი“ არის ხალხი და ამ ხალხის გამო დარჩა ის ყველაზე ძლიერი და სანდო წლების განმავლობაში. იცოდეთ, რომ წარმოუდგენელი პრივილეგია იყო თქვენთან მუშაობა. ძალიან დამაკლდება ჩვენი შეხვედრები, კამათები, საერთო სიხარული და გაბრაზება, ახალი იდეები და პროექტები, გამარჯვებების ზეიმი. ძალიან დამაკლდება ლუბლიანას ქუჩაზე მოსვლა.არ იყო ადვილი „იმედისთვის“ ახალი მფლობელის პოვნა. მფლობელის, რომელიც, ერთი მხრივ, ითავებდა „იმედის“ დაფინანსებას საბიუჯეტო დანაკლისის შემთხვევებში და ასევე დათანხმდებოდა, შეენერჩუნებინა არსებული მენეჯმენტის აქტიური როლი სარედაქციო პოლიტიკაში. საბოლოოდ არჩევანი შეჩერდა „პრაიმ მედია გლობალზე“. კომპანიაზე, რომელიც მრავალი წელია,  თანამშრომლობს „იმედთან“ რეკლამის გაყიდვაზე. ეს კომპანია შეიძენს „იმედის“ 50%-ს და 50% გადავა მაკა ლომიძისა და მისი ოთხი მოადგილის მფლობელობაში.წარმატება, მინდა, ვუსურვო მაკას და მის მთელ გუნდს; წარმატება, მინდა, ვუსურვო „იმედის“ ახალ მფლობელს; დაბოლოს, წარმატება, მინდა, ვუსურვო ჩვენს ქვეყანას და ვინატრო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილას გამოჩნდებიან მორალური, გონიერი, თავისი საქმის პროფესიონალი პატრიოტები, რომლებიც შეძლებენ ღირსეული ოპონირების გაწევას „ქართული ოცნებისთვის“, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე ორიენტირებული ევროპული მომავლის მისაღწევად“. აქ „იმედია“!“ – აღნიშნულია რუხაძის განცხადებაში.

დავით გურგენიძე – ჩვენი თხოვნაა პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრისადმი, რომ ორივე უნივერსიტეტიდან შეიქმნას კოლეგიალური ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს, რას მოგვიტანს რეფორმა და სად მივალთ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, განათლების მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე მსჯელობა ეხებოდა იმას, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეიქმნას კოლეგიალური ჯგუფი, რომელიც უნივერსიტეტების შერწყმის საკითხზე იმსჯელებს.„ჩვენ ყველანი ერთად ვეთანხმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას რეფორმების შესახებ. დღეს დაინახეთ, რამდენ ხანს მიდიოდა საუბარი. ძალიან კომუნიკაბელური საუბარი იყო ერთმანეთში. რა თქმა უნდა, ემოციებიც არის. ბატონმა მინისტრმა გააჟღერა გადაწყვეტილებები, რომელიც მან გააჟღერა ტელევიზიით. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მას მოახსენა და უთხრა, რა გადაწყვეტილებაც მიიღო გუშინ ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, სამეთვალყურეო საბჭომ, ფაკულტეტების საბჭოებმა და წარმომადგენლობითმა საბჭომ. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაგრძელდება დიალოგი. ჩვენი თხოვნაა ბატონი პრემიერ-მინისტრისადმი და ბატონი გივი მიქანაძისადმი, რომ შეიქმნას კოლეგიალური ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს ორივე უნივერსიტეტიდან, თუ როგორი იქნება ეს რეფორმა, რას მოგვიტანს და სად მივალთ. ამ ჯგუფის გადაწყვეტილების შემდეგ უკვე ერთობლივად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. როდის შედგება შეხვედრა, ბატონი მინისტრი ამას მოგვახსენებს უახლოეს მომავალში.ეს არის პრემიერ-მინისტრის და მინისტრის გადაწყვეტილება. ჩვენ ჩვენი წინადადებები კონსტრუქციულად წავუყენეთ, ვთხოვეთ, ვუთხარით, სად რა პრობლემებია. მათ ეს გაითვალისწინეს, ისაუბრებენ, გაიაზრებენ და შემდგომ უკვე იქნება შეჯერებული გადაწყვეტილება. მსჯელობა ეხებოდა იმას, რომ ამ ორი უდიდესი ისტორიის და მისიის უნივერსიტეტიდან შეიქმნას ჯგუფები. ერთადერთი, რაც იყო კიდევ ჩვენი მოთხოვნა, რომ კომისიაში ყოფილიყო ინჟინერი. ძალიან ბევრი პრობლემა გამოიწვია იმან, რომ კომისიაში არ იყო ინჟინერი. ამაში მინისტრიც დაგვეთანხმება. საინჟინრო ტექნოლოგიები, მით უმეტეს დღეს, ციფრულ ეპოქაში სულ სხვა დარგია. ამიტომ, ეს პრობლემა რომ აღმოიფხვრას, ჩვენგან იქნებიან წარმოდგენილი ცნობილი მეცნიერები, ინჟინრები, ასევე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ეს იყო ჩვენი წინადადება. ბატონი მინისტრი ამას განიხილავს და შემდგომ უკვე გვექნება საუბარი“, – განაცხადა გურგენიძემ.ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თქმით, იმედოვნებს, რომ დიალოგი მივა კონსენსუსამდე.„ორივე უნივერსიტეტის კოლეგიალური ორგანოების გადაწყვეტილება ფაქტობრივად იდენტურია; ისინი არ ეთანხმებიან ბატონი პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ გადაწყვეტილებას, იტოვებენ და თხოულობენ დიალოგს. რამეთუ ორივე უნივერსიტეტისა და ჩვენი ქვეყნისთვისაც უმნიშვნელოვანესია განათლების რეფორმა. უნივერსიტეტები და აკადემიური წრეები ვიწყებთ მუშაობას, თუ იქნება შესაძლებელი, ჯგუფები ჩამოვაყალიბოთ. ორივე უნივერსიტეტის გადაწყვეტილებებში პირდაპირ წერია, რომ არ ეთანხმებიან ასე შერწყმას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიალოგი მივა კონსენსუსამდე. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს პრემიერ-მინისტრის, რომელიც თვითონ აკადემიური წრიდან არის და ის ინჟინრების ხმას გაიგებს“, – განაცხადა გურგენიძემ.

გიორგი შარაშიძე – აშშ-ში შეხვედრები ლამის კორიდორებში მიდის, ხვდებიან ძალიან დაბალი რანგის წარმომადგენლებს და რას უნდა ველოდოთ, რა გადატვირთვაზეა საუბარი?

„ოცნებას“ თუ სურდა ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვა, საკმარისი დრო ჰქონდა, თავად გადატვირთულიყო. რას უნდა ველოდოთ, რა გადატვირთვაზეა საუბარი?, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.მისი თქმით, ის დონე, რა დონეზეც აშშ-ი შეხვედრები ტარდება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას სერიოზულად არავინ უყურებს.„აშშ-ში შეხვედრები ლამის კორიდორებში მიდის, იმის იქით არა, კორიდორებში ხვდებიან ძალიან დაბალი რანგის წარმომადგენლებს. მაშინ როდესაც ჯერ კიდევ 4 წლის წინ სახელმწიფო მდივნებს და ვიცე-პრეზიდენტს პირადად ვმასპინძლობდით ამ ქვეყანაში, ვიზიტები უმაღლეს დონეზე იყო და, ზოგადად იყო სტრატეგიული ურთიერთობა საქართველოსა და ამერიკას შორის. დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობა საერთოდ არ არსებობს, გაწყვეტილია ყველანაირი ურთიერთობა. ჩვენი მეზობლები სომხეთი და აზერბაიჯანი მაქსიმალურად ცდილობენ, გამოიყენონ შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარება და ვხედავთ, ფაქტობრივად პირადად მეგობრობენ, შეიძლება, ითქვას, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მარტო ხელის ჩამორთმევა აღარ არის, ეს არის უკვე სერიოზული პარტნიორული ურთიერთობა და დღე-დღეზე ელოდებიან ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს. და ჩვენ, „მადამ ტუსოს“ მუზეუმში თუ შევა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და იქ ტრამპის ცვილის ფიგურას თუ ჩამოართმევს ხელს და ამას სინამდვილედ თუ გაასაღებს, თორემ, რეალურად იქ რომ არანაირი ხელშესახები შედეგი არ იქნება, სამწუხაროდ, ფაქტია“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.მისი თქმით, ისიც საინტერესოა, რომ „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, აშშ-ში მამუკა მდინარაძეც იმყოფება.„სუსს თუ ჰგონია, რომ საკმარისია ერთი განცხადება, თურმე მდინარაძე თბილისშია, ჩვეულებრივად მუშაობს, ეს ასე არ არის. სავარაუდოდ, იმიტომაც ვერ აღიარებენ მის ამერიკაში ყოფნას, რომ რეალურად ეს ვიზიტი, რომელიც ბატონი მდინარაძის იქ ყოფნის პარალელურად მიდის, არის ასეთ დაბალ დონეზე, ვერანაირი ხელშესახები შედეგები ვერ დაიდო“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

გურამ მაჭარაშვილი – რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებიც ამბობდნენ, რომ განათლების რეფორმა იყო საჭირო, როგორც კი დაიწყო საუბარი, ამ სიკეთეს მყისიერად გაემიჯნენ

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ საჭირო იყო განათლების რეფორმა. როგორც კი რეფორმაზე საუბარი დაიწყო, ამ სიკეთეს მყისიერად გაემიჯნენ, რადგან, როგორც წესი, სიკეთეს ემიჯნებიან ხოლმე, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, განათლების სისტემაში ბევრი კითხვა არსებობდა, რაზეც პასუხი გაეცა.„განათლების სისტემა რეფორმას საჭიროებდა. ამაზე შეთანხმება არსებობდა, მათ შორის რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ საჭირო იყო განათლების რეფორმა. როგორც კი განათლების რეფორმაზე საუბარი დაიწყო, ამ სიკეთეს მყისიერად გაემიჯნენ, რადგან, როგორც წესი, ისინი სიკეთეს ემიჯნებიან ხოლმე. განათლების სისტემაში ბევრი კითხვა არსებობდა, რაზეც პასუხი გაეცა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მარტა კოსი – მშვიდობა უკრაინაში შეცვლის რეალობას ევროპაში, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში, თურქეთი კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებით, მშვიდობა უკრაინაში შეცვლის რეალობას ევროპაში, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში, თურქეთი ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება.ამის შესახებ მარტა კოსმა თურქეთში გამგზავრებამდე „პოლიტიკოს“ განუცხადა.„ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის სამზადისი გულისხმობს თურქეთთან ძლიერი პარტნიორობისთვის მზადებას. გაფართოების უკანასკნელ ანგარიშებში ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის სტანდარტებიდან დაშორებისკენ გადადგმული ნაბიჯები, განსაკუთრებით ეს ეხება კანონის უზენაესობას და დემოკრატიას. ვიცი, თურქეთს გააჩნია ხანგრძლივი დემოკრატიული ტრადიცია და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. სწორედ ამის გაძლიერების ხილვა გვსურს, რომ ევროკავშირსა და თურქეთს შორის ნდობა ავაშენოთ“, – განაცხადა ევროკომისარმა.როგორც „პოლიტიკო“ წერს, ანკარაში ვიზიტისას მარტა კოსი დაესწრება ევროპის საინვესტიციო ბანკისა და თურქეთის მთავრობას შორის ხელშეკრულების ხელმოწერას, რომელიც ანკარასთვის განახლებადი ენერგიის პროექტებში 200 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.ამასთან ერთად, ევროკომისია წარადგენს კვლევას, რომელიც „რეგიონთაშორისი დაკავშირებადობის დღის წესრიგის წინ წაწევას“ ეხება და მოიცავს თურქეთს, ცენტრალურ ევროპას და სამხრეთ კავკასიას.„პოლიტიკოს“ ცნობით, კვლევაში საუბარია საჭირო ინვესტიციებზე ტრანსპორტის, ვაჭრობის, ენერგიისა და ციფრული დაკავშირებადობის სფეროში, ტრანსკასპიური დერეფნის ფარგლებში, რომელიც ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას და შავ ზღვას აკავშირებს.ცნობისთვის, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობები წლების განმავლობაში იყო გაუარესებული. ბრიუსელი შეშფოთებას გამოთქვამდა თურქეთში ოპოზიციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების გამო. ანკარა ევროკავშირში წევრობის კანდიდატია, თუმცა მოლაპარაკების პროცესი 2018 წლიდან არის შეჩერებული.

ბოლო სიახლეები