ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026

ზურა შევარდნაძე: დავუშვათ და გავიწყვიტე შუბლის ძარღვი და დავთანხმდი რუსული “ტუსოვკის” გამართვას ბაღში, თუ ყველაფერი შენ უნდა ქნა მაშინ ჩვენ რა უნდა ვქნათ? ჭურჭელი გავრეცხოთ და მოვემსახუროთ?

რუსი არც მეგობარი მყავს, არც ნაცნობი, არც ახლობელი. არ ვიცნობ ამ ხალხს მათ მენტალიტეტს.
დღე არ გავა რუსულად მოლაპარაკე (ჭიშკარში ხომ ვერ დავჯდები და გადავარჩევ ვინ რუსია, ვინ უკრაინელი ან სხვა..) ბევრი მოდის ბაღში და გვთხოვენ წვეულების გამართვას. იმიტომ რომ რუსულად ლაპარაკობს პირდაპირ უარს ხომ არ მივახლი და გავაგდებ, მიწევს მოვუსმინო. ვუსმენ და ვრწმუნდები, რომ რაც გამიგია მათ დამბყრობლურ, გამომყენებლურ ხასიათზე ყველაფერი მართალია. – ამის შესახებ ქართველი მებაღე, ბოტანიკოსი, „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს.

“მშვენიერი დასანახი წყვილი მიყვება დღეს: რომ უნდა 160 სტუმრის შეკრება ჩვენს ტერასაზე და მშვიდად აგრძელებს ” ქეტერინგ სვოი, ორგანიზატორ სვოი, ნაპიტკი ი ბარმენ სვოი, მუზიკა, ზვუკორეჟისორ ი აპარატურა სვაია, ფოერვერკ სვოი, ფოტოგრაფ ი ვიდეოგრაფ სვოი,  ფლორისტ ტოჟე სვოი….” აი აქ კი უკვე ფეხზე ვდგები და ვეუბნები, რომ მათთვის სასურველი რიცხვი დაკავებულია და მკვახედ ვემშვიდობები. ვერ ვხვდები ასე როგორ შეუძლიათ, დავუშვათ და გავიწყვიტე შუბლის ძარღვი და დავთანხმდი  რუსული “ტუსოვკის” გამართვას ბაღში, თუ ყველაფერი შენ უნდა ქნა მაშინ ჩვენ რა უნდა ვქნათ? ჭურწელი გავრეცხოთ და მოვემსახუროთ?

ბოლო დღეებია ყველა მეგობარს ვუზიარებ ამ ამბავს, მიყვებიან, რომ არაა ეს ახალი, რომ რუსებმა რახანია თბილისში და არა მარტო მოაწყვეს თავისი ბიზნესები და მშვენივრად მუშაობენ. მეგობარმა ფლორისტმა მითხრა, რომ  ძალიან შეუმცირდა დაკვეთები რაგდან რუსები გაცილებით იაფად სთავაზობენ იგივე სამუშაოს, იღებენ და ასრულებენ დაკვეთებს. სქემაც ამიხსნა.. მე რომ 100 ლარის ღირებულების მცენარე გავყიდო, იმ ასი ლარიდან ვიხდი დამატებითი ღირებულების გადასახადს 18 % ს, ხელფასად გადასახდელი თანხიდან საშემოსავლო გადასახადს 18% ს,  მიწა, ქოთანი, სასუქიც ხომ სჭირდება ამ მცენარეს ისიც ხომ ხარჯია, თუ რამ დამრჩება ამის შემდეგ მოგება იმ მოგებულიდან კიდევ მოგების გადასახადსაც ვიხდით ბეჯითად.. ჩვენი “ძვირფასები” კი არეგისტრირებენ ინდმეწამეს თურმე, რაც გულისხმობს , რომ ასი ათას ლარამდე ბრუნვის შემთხვევაში ნავაჭრის მხოლოდ ერთ პროცენტს გადაიხდის, რომ მიუახლოვდება ამ დაწესებულ ზღვარს შეაჩერებს სტატუსს და ინდმეწარმედ დაარეგისტრირებს ოჯახის მეორე წევრს და ასე..

კი ბატონო მე არ დავთანხმდები, შევკრავ წარბს და ზოგს კულტურულად და ზოგს არაკულტურულად გამოვემშვიდობები მაგრამ არ მგონია ეს სახუმარო ამბავი და არც ის ვიცი სანამდე მიგვიყვანს. ასე როგორ უნდა გაგრძელდეს?” – წერს ზურა შევარდნაძე.

ფოტო ზაქარია ჭელიძე

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

AXIOS: აშშ-მა და ირანმა ერთმანეთი დაბომბეს

აშშ-მა სამშაბათს საღამოს ირანის წინააღმდეგ რამდენიმე სამხედრო დარტყმა განახორციელა, რაც, ვაშინგტონის განცხადებით, ირანის მიერ ამერიკული ვერტმფრენის ჩამოგდებას მოჰყვა. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.საპასუხოდ, ირანის სამხედრო ძალებმა რეგიონში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე იერიშების შესახებ განაცხადა.ბოლო სამხედრო მოქმედებებმა რეგიონში ვითარების კიდევ უფრო გამწვავების საფრთხე გააჩინა, მაშინ როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომის დასრულების მიზნით შეთანხმების მიღწევას ცდილობს, წერს გამოცემა.როგორც AXIOS-ი იუწყება, ამერიკულმა ძალებმა სამშაბათს საღამოს სამ ეტაპად განახორციელეს იერიშები, რომელთა სამიზნეც ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ირანის საჰაერო თავდაცვისა და რადარული სისტემები იყო.ირანის სამხედროების ინფორმაციით, საპასუხო დარტყმები განხორციელდა იორდანიასა და ქუვეითში მდებარე ამერიკულ ბაზებზე. ამასთან, ბაჰრეინის მეფის წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმების მოგერიება შეძლეს.აშშ-ის ოფიციალური პირის ცნობით, ირანმა თავდაპირველი საპასუხო მოქმედებების ფარგლებში სულ მცირე ოთხი ბალისტიკური რაკეტა და რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა.

ცოტნე კობერიძე – „ოპოზიციის ალიანსში“ არის ორი მთავარი ფიგურა, სააკაშვილი და მელია, რომელთაც ელექტორალური წონა აქვთ, ამიტომ მათ შორის მიდის ახლა რაღაცის გარკვევა

ზოგადად, რამე ტიპის გაერთიანება სულ ამართლებს სტატუსკვოს ცვლილების არგუმენტით, რომ ახლა ყველაფერზე თვალი უნდა დახუჭოთ, რომ სტატუსკვო შეიცვალოს და ეს სტატუსკვო როცა არ იცვლება, მერე არანაირი არგუმენტი არ არსებობს, რატომ ვართ ერთად, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას განაცხადა.„იდეოლოგიური გაყოფებით „გირჩი“ იყო რაღაც ასეთი პროექტი, რომელსაც მკაფიო იდეოლოგიური ხაზი ჰქონდა, ისე კი ძალიან იშვიათია და ყველა იცვლის ამ იდეოლოგიას, განსაკუთრებით ოპოზიცია. მათ შორის, ხელისუფლებაც, რომელიც ბევრად მემარცხენე იდეით იყო, როცა მოვიდა, დღეს კი ბევრად უფრო კონსერვატიულია, ვიდრე აქამდე ყოფილა. ოპოზიციაში თუ რამე გაერთიანება კეთდება, მოქალაქეს სულ ჰპირდები, რომ სხვადასხვა ხედვა კი გვაქვს, მაგრამ ახლა ვერთიანდებით მხოლოდ იმიტომ, რომ შევცვალოთ სტატუსკვო. მეც, მათ შორის, როცა გაერთიანებაში ვიყავი, ჩემთვისაც არგუმენტი ყო, რომ სტატუსკვოს ცვლილება მინდა და შევეშვი იმ პოლიტიკას, რასაც ვაკეთებდი. ყველაფერში შედიხარ, ეს არის გემბლერული დამოკიდებულება, ძალიან დიდი რისკია მაქსიმუმი რომ მოიგო და დიდ რისკს ახლავს დაბალი ალბათობა, რომ მოიგებ. მერე როცა ვერ იგებ, დგება კრიზისი და ამ კრიზისის დროს  დამოუკიდებლად გადარჩე, უფრო მეტად მოქნილი ხარ, ვიდრე რაღაც მთლიანი, რაც დამარცხებულია და მერე დაშლა ხდება ხოლმე. განცდა თუ არის, რომ არჩევნები იქნება, რაღაცები იკვრება და განცდა თუ არის, რომ არჩევნები არ იქნება, რაღაცები იშლება. თუ იყო განცდა, რომ შეიძლება, ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნოს, მაგის გამო კეთდება ყველანაირი ტიპის კოალიცია, თუ რაც არ უნდა იყოს“, – განაცხადა კობერიძემ.შეკითხვაზე, რამდენად ხდება შეცდომების გააზრება იმის გათვალისწინებით, რომ, მაგალითად, ბოლო პერიოდში უკვე აღიარეს, რომ თავის დროზე მანდატებზე უარის თქმა იყო შეცდომა, ცოტნე კობერიძემ განაცხადა, რომ არ იცის, ვინ აღიარა.„არ ვიცი, ვინ აღიარა. მე ასეთს ბევრს არ ვიცნობ, ვინც ასეთი რამ აღიარა. აღიარებები ხდება ხოლმე კამერების უკან, არასაჯაროდ, საჯაროდ ამის აღიარებები იშვიათად ხდება ხოლმე“, – აღნიშნა კობერიძემ.მისი თქმით, როდესაც ურთიერთბრალდებებია, მერე ვისზე რას ვიტყვი, მთავარი არ არის.„შეიძლება, ერთხელ, ორჯერ, მაგრამ მოქალაქე აღარ გისმენს, მაგრამ ზურგის ტვინით მაინც ხვდებიან, ხომ რაღაც გულწრფელი მოტივაცია არ არის. ერთ-ერთი მოტივაცია, რაც შეიძლება იყოს გაერთიანებისთვის, კიდევ ვამბობ, ეს არის მოსალოდნელი არჩევნები, ჩემი აზრით კი, ახლა, უახლოეს პერიოდში ეს არ იგრძნობა, ვადამდელი არჩევნები არ იქნება“, – განაცხადა კობერიძემ.როგორც კობერიძემ აღნიშნა, პოლიტიკური ფიგურა, რომელმაც მეტად ყველაზე იგრძნო, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, მაინც პოტენციალი აქვს, რაღაც ხმები აიღოს, არის მიხეილ სააკაშვილი და ამიტომ დაიწყო თავისი „ჩემი ოქრო ჩემთან“ პრინციპით მუშაობა.„მეორე, ვინც ასევე პოტენციალს გრძნობს, ჩემი აზრით, ეს არის ნიკა მელია, გრძნობს, რომ მას აქვს დამოუკიდებელი ძალა, რომ ბარიერის პრობლემა არ ჰქონდეს და ისიც ცდილობს. ამ ალიანსში ეს არის ორი მთავარი ფიგურა, რომელთაც აქვთ ელექტორალური წონა ან პოტენციალში ექნებათ, ამიტომ მათ შორის მიდის ახლა ამ რაღაცის გარკვევა, რისთვისაც ყველაზე კარგ დროს საუბრობენ ამაზე“, – განაცხადა კობერიძემ.

საფრანგეთში 11 წლის გოგონას მკვლელობასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციებზე 60 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა

საფრანგეთში 11 წლის გოგონას მკვლელობასთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებში 60 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.დემონსტრანტების ნაწილი იუსტიციის მინისტრის, ჟერალდ დარმანენის გადადგომას ითხოვს.11 წლის ლიჰანა 29 მაისს ქალაქ ფლერანსის მახლობლად გაუჩინარდა. მისი ცხედარი გასულ კვირას იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, გოგონა ბოლოს მაშინ ნახეს, როდესაც მამაკაცის ავტომობილში ჯდებოდა. 41 წლის ჟერომ ბარელა, რომელიც ლიჰანას მეგობრის მამაა, გოგონას გაუჩინარებიდან სამი დღის შემდეგ დააკავეს. ის მკვლელობაში მონაწილეობას უარყოფს, თუმცა, აღიარებს, რომ გოგონა საკუთარი ავტომობილით ადგილობრივ საცურაო აუზამდე მიიყვანა.საზოგადოების განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ეჭვმიტანილი სექსუალური ძალადობის საქმეში ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში იყო დასახელებული.  სამედიცინო ექსპერტიზამ 10 წლის გოგონაზე ძალადობის ნიშნები დაადასტურა, თუმცა საჩივრის შეტანიდან ცხრა თვის განმავლობაში სამართალდამცავ ორგანოებს ეჭვმიტანილი არც კი დაუკითხავთ. საზოგადოების ნაწილის თქმით, სამართალდამცველებს დროულად რომ ემოქმედათ და ეჭვმიტანილი დაეკითხათ, შესაძლოა, ლიჰანას ტრაგიკული სიკვდილი თავიდან აეცილებინათ.გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ ბარელა ბოლო წლებში სექსუალური ძალადობის კიდევ რამდენიმე საქმეშიც ფიგურირებდა.საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის, ჟერალდ დარმანენის განცხადებით, ლიჰანას საქმე სახელმწიფოსა და მართლმსაჯულების სისტემის „საშინელ მარცხს“ წარმოადგენს, თუმცა თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ამასთან, როგორც დარმანენმა სენატის კომიტეტში გამოსვლისას აღნიშნა, ამ კონკრეტულ საქმეში პრობლემა რესურსების ნაკლებობა არ ყოფილა. მისი თქმით, ყველა საფუძველი იყო, რომ ბარელა დროებით დაეკავებინათ და ბრალდებები საფუძვლიანად შეემოწმებინათ, თუმცა ცხრა თვის განმავლობაში ეს არ მომხდარა.იუსტიციის სამინისტრომ სახელმწიფო პროკურორებს დაავალა, ხელახლა განიხილონ არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის დაახლოებით 70 000 დაუმუშავებელი საჩივარი.ამასთან, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ ბავშვთა დაცვის კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რათა მოძალადეები უფრო მკაცრად დაისაჯონ და მათთვის უვადო პატიმრობაც გახდეს შესაძლებელი.

გია ვოლსკი – საქართველო არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს უსწრებს და ეს რეიტინგებია ევროპულობა და ევროკავშირისკენ სწრაფვა

საქართველოს წინაშე დაყენებული მოთხოვნები არ არის ჩამოყალიბებული ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამბობენ, რომ ფული უნდა შემოვიტანოთ და თქვენი საქმე არ არის, რა ფულს შემოვიტანთო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით განუცხადა.მისი თქმით, საქართველოს საფუძველი აქვს იფიქროს, რომ ეს ყველაფერი შანტაჟია.„გვეუბნებიან, ლგბტ პროპაგანდა ის პრინციპია, რაც საქართველოს ევროპულობაზე უნდა მიუთითებდეს. ამ დროს უმცირესობის უფლებების შელახვაზე ლაპარაკი არ არის. ამბობენ, საქართველოს საგარეო კურსი ევროკავშირისას არ ემთხვევა, რადგან სანქციებში არ მონაწილეობთო. თუ ამ თემაზე რაიმე საპირისპირო გაქვს და პრეტენზიას გამოთქვამ, თურმე, ესაა ევროკავშირის საწინააღმდეგო. საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ეს ყველაფერი შანტაჟია და სხვა არაფერი. კვლევები და რეიტინგები ყველაფერს აბათილებს, რაც საქართველოს აქვს. საქართველო არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს უსწრებს და ეს რეიტინგებია ევროპულობა და ევროკავშირისკენ სწრაფვა და არა ის, რასაც მარტა კოსი ამბობს ან იუკნევიჩიანე, რომ თურმე, საქართველომ ყველაფერზე თვალი დახუჭოს, რასაც მის ტერიტორიაზე გააკეთებენ. ქვეყანაში ფულის შემოტანის თაობაზე მარტა კოსის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე მეტი რა არგუმენტი გჭირდებათ?“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 მაისს, ბათუმში, ბრალდებულმა წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზარალებულს რამდენჯერმე ესროლა, რომელიც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ბრალდებული 8 ივნისს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები