რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ განსახორციელებელი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების მნიშვნელობაზე „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაამტკიცებს გეკა გელაძეს, რომელსაც მანამდე თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.
„ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებზე და გარედან მომართულ გამოწვევებზე დროული რეაგირება ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ყველაზე მეტი ვალდებულებაა. სწორედ ამ პროცესს ვადევნებთ ახლა თვალყურს. საკადრო ცვლილებები სწორედ იმას ემსახურება, რომ ნებისმიერ გამოწვევას უპასუხოს ახალმა შემადგენლობამ. მისი [გეკა გელაძის] წარდგენა ამ [უსაფრთხოების სამსახურის უფროსის] პოზიციაზე იყო სწორი ნაბიჯი ჩვენი ხელისუფლების და პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს იმ სტრუქტურას, რომელსაც უხელმძღვანელებს“, – აღნიშნა შალამბერიძემ.

