ვიქტორ ორბანმა მხარდამჭერებს მიმართა, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა, არჩევნების შედეგებს კი „ნათელი“ და მისი პარტიისთვის „მტკივნეული“ უწოდა.
როგორც ორბანმა აღნიშნა, პარტია „ტისას“ გამარჯვება უკვე მიულოცა.
მისივე თქმით, პარტია „ფიდესი“ უნგრეთს ოპოზიციიდან მოემსახურება.
„არჩევნების შედეგი ჯერ საბოლოო არ არის, მაგრამ გასაგები და ნათელია. ეს შედეგი ჩვენთვის მტკივნეული, თუმცა ნათელია. ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ გადმოგვეცა. მე გამარჯვებულ პარტიას მივულოცე. ჩვენ უნგრელ ერს და ჩვენს სამშობლოს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით“, – აღნიშნა ორბანმა.
ცნობისთვის, ხმათა 47 პროცენტის დათვლის შემდეგ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ტისა“ ლიდერობს.

