ლატარიაში ის იგებს 2 მილიონს, მაგრამ ივიწყებს მომგებიან ბილეთს სარეცხი მანქანაში.
ყველას ცხოვრებაში ერთხელ მაინც დავიწყებია რაღაც, შარვლის ჯიბეში, სარეცხ მანქანაში მოთავსებისას: ცხვირსახოცების შეკვრა, რამდენიმე კუპიურა, სანთებელა და ზოგ შემთხვევაში მობილური ტელეფონიც კი. ეს არ არის განსაკუთრებით სერიოზული დანაკლისი, მეტ-ნაკლებად, მაგრამ 20 წლის ავსტრალიელი ბიჭს ნამდვილად სანერვიულო ამბავი შეემთხვა.
20 წლის ახალგაზრდამ იყიდა ლატარიის ბილეთი Here’s Luck-ის ლატარიის ცენტრში, პერტში, ბელმონტ ფორუმზე, რითაც 1,8 მილიონი ევრო მოიგო. თუმცა, ეს მოგება შეიძლება გაქრეს, ბიჭის ოცნებებთან ერთად.
ბიჭი როცა სახლში მოვიდა, აშკარად ჯერ კიდევ ამაღლებულ განწყობაზე და წარმოუდგენლად აღელვებული იყო და სხვაგვარად არც შეიძლებოდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ თითქმის 2 მილიონი ევროს მოგება ყოველდღე არ ხდება.
მაგრამ ამასობაში დაავიწყდა, რომ მოგებული ბილეთი შარვლის ჯიბეში ჰქონდა და ტანსაცმელი სარეცხ მანქანაში შეყარა, – იტყობინება New York Post. ბილეთის ძებნა რომ დაიწყო, მიხვდა, რომ შარვალში დაავიწყდა და კინაღამ ინსულტი დაემართა.
„5 წუთის შემდეგ, – უთხრა ბიჭმა გაზეთს, – ეს შევნიშნე და სარეცხი მანქანა გავაჩერე ბილეთის ამოსაღებად. იღბალი ისევ მის გვერდით იყო, რადგან ბილეთი გადარჩა. „მიუხედავად ამისა, ნერვიულობისგან ვერ დავიძინე, ჯერ კიდევ იმაზე ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა, მომხდარიყო“. – თქვა მან.