საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სომხეთთან ერთა ლიგის პლეი ოფის მატჩებისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.
ფრანგი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილი ნაკრები სომხეთს 20 მარტს ერევანში შეხვდება, ხოლო 23 მარტს მეტოქეს თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს.
ორმატჩიან დუელში სომხეთის დამარცხების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს.
ნაკრების შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია. სანაკრებო შეკრებაზე მიწვევა კარიერაში პირველად მიიღო 20 წლის ლუკა ლაცაბიძემ. ის დონეცკის „შახტარის“ საკუთრებაშია და ამჟამად იჯარის წესით „ჩერნომორეცში“ თამაშობს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გიორგი ლორია („ომონია არადიპუ“, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი („პანსერაიკოსი“, საბერძნეთი).
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), ლაშა დვალი (აპოელ-ი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („სალერნიტანა“, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („კოპენჰაგენი“, დანია), საბა გოგლიჩიძე („ემპოლი“, იტალია), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე („ჩერნომორეცი“, უკრაინა).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი („ნირეჰაზა“, უნგრეთი), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), ლევან შენგელია („ოფი კრეტა“, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი („გრანადა“, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი), შოთა ნონიკაშვილი („ჩერკასი“, უკრაინა), გიორგი ზარია („კაირათი“, ყაზახეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“, საფრანგეთი).