საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან, ბათუმში, კორპუსის ნაწილის ნგრევის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ნანგრევებში 10-დან 15 ადამიანამდეა მოყოლილი. სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ისე – მძიმე ტექნიკა.
„მძიმე სიტუაციაა. გამოძიება დავიწყეთ და დავადგენთ, რამ გამოიწვია ნგრევა. დაახლოებით, 5 სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, 10-15 ადამიანია მოყოლილი, ორი ადამიანი კონტაქტზეა, ტელეფონით გვესაუბრებიან, თუმცა, ვერ გვიხსნიან, სად არიან და მათი ადგილმდებარეობა, ჯერჯერობით, უცნობია. არ არის იმის საშუალება, რომ ნანგრევებზე 100 და 200 ადამიანი ავიდეს და ერთდროულად იმუშავოს, თუმცა, ერთმანეთს ვცვლით. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სწრაფად ვიმოქმედოთ, თუმცა, ფიზიკურად, ვერ გამოდის სწრაფად მუშაობა, შეიძლება, ამით ქვეშ მოყოლილი ადამიანები დაშავდნენ. პროფესიონალურად მუშაობენ ჩვენი მაშველები, რათა ქვეშ მოყოლილი ადამიანები არ დავაშავოთ“, – აღნიშნა შს მინისტრმა.