პარასკევი, აპრილი 24, 2026

ექსკლუზივი-პარალიჩის განკურნვა შესაძლებელი გახდა

ისრაელში ზურგის ტვინის დაზიანების აღდგენის რევოლუციური მეთოდი შეიმუშავეს

თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მსოფლიოში პირველებმა შეიმუშავეს ზურგის
ტვინის დაზიანების მკურნალობის მეთოდი. მკურნალობის ეს მეთოდი საშუალებას იძლევა
განიკურნონ პარალიჩით დაავადებული პაციენტები. მეთოდი ჯერ მხოლოდ თაგვებზე
გამოსცადეს, მაგრამ, ორი წლის განმავლობაში გამოკვლევები ადამიანებზეც ჩატარდება.
მეცნიერთა აზრით პარალიზებულ ადამიანთა 80 პროცენტი კვლავ შეძლებს სიარულს.
ისრაელის მეცნიერებმა გამოიგონეს ინპლანტი, რომლის დახმარებითაც ზურგის ტვინის
დაზიანება განიკურნება. სენსაციური კვლევის შედეგები ჟურნალ Advanced Science
გამოქვეყნდა.
თელ-ავივის უნივერსიტეტში მეცნიერებმა შეძლეს ხელოვნური ზურგის ტვინის გაზრდა. ის
ლაბორატორიულ თაგვებს გადაუნერგეს. ინპლანტის გასაზრდელად პაციენტის მუცლის ქონს
იღებენ და ქონის უჯრედებს ზურგის ტვინის უჯრედებად აქცევენ. თითოეული ავადმყოფის
მოსარჩენად ათეული ასეთი ინპლანტია საჭირო (ინპლანტის გასაზრდელად კი დაახლოებით 5
წელი).
პარალიზებული თაგვები ორ ნაწილად გაიყო. ერთ ჯგუფში მწვავე მცირეხნიანი პარალიჩიანი,
ხოლო მეორეში ქრონიკული პარალიჩის მქონე თაგვები შეირჩა. ლაბორატორიული კვლევევბის
თანახმად, რომელიც პროფესორმა ტალემ დვირმა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს დადგინდა,
რომ მცირეხნიანი მწვავე პარალიჩის მქონე ყველა თაგვმა შესძლო სიარული. ქრონიკული
პარალიჩის მქონე თაგვთა 80 პროცენტმა.
კვლევის ხელმძღვანელი -ბიოტექნოლოგიების რეგენერაციის ცენტრისა და ბიომედიცინური
ინჟინერიის კათედრის გამგე თელ-ავივის უნივერსიტეტში ტალ დვირია. მასთან ერთად
მუშაობენ ლიორ ვერტჰაიმი, რუბენ ედრი და იონა გოლდშმიტი.
პროფესორმა დვირმა თქვა, რომ ებრაელი მეცნიერები აშშ-ის წამლებისა და პროდუქტების
ფედერალური სამმართველოს (FDA ) ხელმძღვანელებთან აწარმოებებნ მოლაპარაკებას, რათა
მათმა კვლევამ სერთიფიკატი მიიღოს.
ზურგის ტვინის შექმნა
რეგენერაციული ბიოტექნოლოგიის ფოტო

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თამარ ჩერგოლეიშვილი – მიხეილ სააკაშვილი უნდა გაჩუმდეს

შეთანხმება უნდა დაიცვას ყველამ, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ წევრმა, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, გაჩუმებას არ აპირებს, ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილი უნდა გაჩუმდეს“.„უნდა გაჩუმდეს, რა. შეთანხმების დაცვა მაინც მოუწევს, ისე ჩვენთან ვერ გაჩერდება“, – აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.

გია ვოლსკი – წარმოუდგენელია, საქართველოს ემუქრებოდეს ის უბედურება, რაც ჰერჩინსკიმ დახატა, საგარეო უწყებაში უნდა დაიბარონ, ეს პოლიტიკური დემარშიცაა

ევროკავშირში კარგად ამჩნევენ, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი კარგად იაზრებს მშვიდობის თემას, რა ხდება მსოფლიოში, რა გამოწვევებია და მნიშვნელოვანწილად ამ განზომილებითაც ხელმძღვანელობს, როცა მხარს ხელისუფლებას უჭერს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, მუქარაა, რომ ბნელ წარსულში დაბრუნება, სისხლისღვრა, დაპირისპირება სწორედ ის მიზანია, რომელსაც ბრიუსელის ადმინისტრაცია გაჰყვება, თუ საზოგადოების ნაწილი მორჩილი არ იქნება.„ადრე ხალხს მხოლოდ მათ უწოდებდნენ, ვინც რუსთაველის გამზირზე იყო გამოსული, ახლა მთელ საზოგადოებას ახსენებენ, რომ ხელეწიფებათ საქართველოში მოაწყონ ისეთი მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია სისხლისღვრასთან და ეკონომიკურ ნგრევასთან, ეს არის მუქარა. პერსონალური მუქარა გახსოვთ, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიმართ გაჟღერდა, რომ უკან თუ არ დაიხევდა და ქედს არ მოიხრიდა, იგივე დაემართებოდა, რაც ფიცოს დაემართა, როდესაც ექვსი თუ შვიდი ტყვია ესროლეს. ეს ირაკლი კობახიძეს ევროკომისარმა პირდაპირ უთხრა, რომ იყოს დამჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, იგივე მოუვიდეს, რაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.პარლამენტის პირვეი ვიცე-სპიკერის განცხადებით, შემდეგ სხვა სახის მუქარები იყო.„ახლა მუქარების ახალი ხარისხია წინ წამოწეული, თუმცა არ მგონია, ეს ჰერჩინსკის ბრალი იყოს. იგი ინსტრუქციას ასრულებს, მით უმეტეს, საქართველოში საქმიანობის ვადა მალე უმთავრდება და, ამ ფაქტორის გათვალისწინებით, კარგი კანდიდატია ასეთი მუქარების გაჟღერებისთვის, რომ საზოგადოებას თვალთმაქცურად მოეფეროს. ადამიანი მთელ საქართველოს ემუქრება მაშინ, როდესაც ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. წარმოუდგენელია, ამ მონაცემით, რომელიც თუნდაც ახლა „ატლანტიკურმა საბჭომ“ გამოაქვეყნა, საქართველოს ემუქრება ის უბედურება, რაც ჰერჩინსკიმ დახატა. შეიძლება, რამე ისეთი იცის, რაც ჩვენ არ ვიცით. აქედან გამომდინარე, საგარეო უწყებაში უნდა დაიბარონ. ეს პოლიტიკური დემარშიცაა. საქმიანი საუბარიც უნდა შედგეს, ჰერჩინსკი რის საფუძველზე ემუქრება საქართველოს და მის საზოგადოებას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.ცნობისთვის, რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც: „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

გია ვოლსკი – შიდა ექსტრემისტებისა და ბლაჟევიჩის კავშირი ბნელი საქმიანობაა, რომელსაც უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება

„კანვასი“ ტრეინინგებს ატარებდა, ახალგაზდები როგორ უნდა დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და როგორ უნდა გაუკეთონ პროვოცირება სისხლიან შეტაკებას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის და მომავალი ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „სუს-ში მიმდინარეობს გამოძიება საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი იგორ ბლაჟევიჩის მონაწილეობით, მოვა დრო და ძალოვანი უწყებები იტყვიან, რას გეგმავდა ოპოზიცია მასთან ერთად“.„კონკრეტული ადამიანები ვიცით, ამ ყველაფერს ვინ აკეთებდა. სერბები იყვნენ ჩამოსული და ლექციებს ატარებდნენ. აკერმანმა სახელმძღვნელოც კი გამოსცა და პოპულარული გახდა, საქართველოში როგორ მოახდინონ რევოლუცია. აკერმანი გარდაიცვალა და ახლა ბლაჟევიჩი შემოვიდა. მისი ბრალი არ არის, მას უხდიან, რადგან ფორმულა იცის, როგორ უნდა მოახდინო დაპირისპირება სახელმწიფოსა და მომიტინგეთა შორის, როგორ დაიღვაროს სისხლი. მას რომ საქართველოს ბედ-იღბალი აღელვებს, ამის ილუზია არ უნდა გვქონდეს. რასაც სუს-ი ამბობს, ეს ბლაჟევიჩის ბრალი არ არის, ეს არის იმ უსამშობლოთა აღტკინება, რომ ქვეყანაში ის პროცესები უნდა განვითარდეს, რასაც ბლაჟევიჩი კარნახობთ. შიდა ექსტრემისტებისა და ბლაჟევიჩის კავშირი ბნელი საქმიანობაა, რომელსაც უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ სომეხ კოლეგასთან ერთობლივი მართვის გამშვები პუნქტის პროექტი განიხილა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ჩოკოშვილმა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ედუარდ აკობიანთან ერთობლივი მართვის სასაზღვრო გამშვები პუნქტის პროექტის განხილვის მიზნით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს.პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას და ერთობლივი მართვის სისტემის დანერგვით, საბაჟო კონტროლის პროცედურების გამარტივებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველო-სომხეთს შორის მგზავრების, მსუბუქი და სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელ გადაადგილებას. შეხვედრა საქართველო-სომხეთის საზღვართან სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,გოგავანში“ (საქართველოს ტერიტორიაზე სგპ ,,გუგუთი“) გაიმართა, რომელზეც მხარეებმა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და მომავალი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.ამასთან, შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის პრინციპების დანერგვის აუცილებლობას, ასევე, დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის საზღვრებს შორის გადაადგილებულ ტვირთებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე, წინასწარი ინფორმაციის გაცვლის პროცესი. საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს და საფუძვლად უდევს 2013 წლის 17 იანვარს დადებული ,,სახმელეთო საბაჟო პუნქტების ერთობლივი გამოყენების შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმებული ორმხრივი შეთანხმება.ოქმის ამოქმედება ხელს შეუწყობს საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ეფექტურ თანამშრომლობას, უსაფრთხოების მოთხოვნების აღსრულებასა და კანონიერ ვაჭრობას. გაფართოებულ ფორმატში მიმდინარე შეხვედრას, დაესწრნენ შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, არჩილ დარახველიძე, ასევე საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი თევდორაძე და სხვა პასუხისმგებელი პირები. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს 

იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით 400 ჰექტარზე გავრცელებულ ტყის ხანძარს ებრძვიან

იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ტყის ხანძარს ებრძვიან.  მედიის ცნობით, ხანძარი ივატეს პრეფექტურის მთიან რაიონში გაჩნდა.სტიქიის გამო დასახლებული პუქნტებიდან 2 500-ზე მეტი მაცხოვრებლის ევაკუაცია გახდა საჭირო.ხანძარი ბოლო ორი დღის განმავლობაში დაახლოებით 400 ჰექტარ ტერიტორიაზე გავრცელდა.ამ დროისთვის ხანძრის სრულად ლოკალიზება ვერ ხერხდება. ცეცხლის ჩაქრობას 700-მდე მეხანძრე და 13 თვითმფრინავი ცდილობს.დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ბოლო სიახლეები